თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

მარიამ კვირიკაძე

სოციალური მედიის მენეჯერი

2019 წლიდან შეუერთდა National Geographic Magazine – საქართველოს გუნდს როგორც სტაჟორი. 2020 წლიდან დაიკავა კომუნიკაციების მენეჯერის პოსტი. იგი აქტიურად არის ჩართული სოციალური ქსელების მართვაში (Instagram, Twitter, Youtube), ფოტოკონკურს Yourshot საქართველოს კომუნიკაციის გეგმის მომზადებასა და განხორცილებაში, პრესასთან ურთიერთობაში და მოკლე საინფორმაციო სტატიების თარგმნაში. მარიამ კვირიკაძე როგორც ვებ-გვერდის მენეჯერის ასისტენტი აქტიურად მონაწილეობდა National Geographic Magazine – საქართველოს ერთ-ერთ მასშტაბურ პორექტში, რომელიც კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკის მომზადებას გულისხმობდა.

National Geographic Magazine – საქართველოში მისვლამდე მარიამ კვირიკაძე იყო ჩართული USAID-ის ოთხწლიან პროექტში G4G Program. მისი როგორც PR-ის დეპარტამენტის თანამშრომლის მოვალეობა ღონისძიებებისა და შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება იყო. აღნიშნულ პროექტში ის, ასევე, ითავსებდა ფოტოგრაფისა და ჟურნალისტის ფუნქციებს – იღებდა ღონისძიებებს და წერდა ინტერვიუებს მოწვეულ სტუმრებთან და სპიკერებთან. გარდა ამისა, მართავდა სოციალურ ქსელებს (Facebook, Youtube) და ატარებდა ყოველთვიურ მონიტორინგს.

2019 წელს მარიამ კვირიკაძე მუშაობდა ერთ-ერთ პირველ წარმატებულ კოსმეტიკურ ბრენდ Kashkash Skincare-ში, სადაც მისი ძირითადი მოვალეობა სოციალური ქსელების (Facebook, Instagram) მართვა იყო, თუმცა, გარდა ამისა, აქტიურად იყო ჩართული გაყიდვების დეპარტამენტის მუშაობაშიც. მან ორჯერ მიიღო მონაწილეობა Flea Market-ის დაგეგმვასა და განხორციელებაში.