კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ძალაშია 2020 წლის 8 სექტემბრიდან
შინაარსი
1. გამოყენების სფერო: რას და ვის მოიცავს წინამდებარე პოლიტიკა.
2. ინფორმაციის შეგროვება: წყაროები და მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ, ჩვენი მომსახურების მომწოდებლები და ჩვენი რეკლამის გამავრცელებლები ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენგან და თქვენ შესახებ, National Geographic საქართველოსთან თქვენი ურთიერთობიდან გამომდინარე.
3. მოხმარება და ინფორმაციის გაცემა: როგორ მოვიხმართ თქვენგან და თქვენ შესახებ მოგროვილ ინფორმაციას და ვის და რატომ შეიძლება ის გავუზიაროთ.
4. უსაფრთხოება: როგორ ვიცავთ თქვენს ინფორმაციას დაკარგვისა თუ არასათანადო მოხმარებისგან.
5. მომხმარებლის წვდომა და კონტროლი: როგორ მოახერხებთ ჩვენ მიერ თქვენ შესახებ შენახულ ინფორმაციაზე წვდომასა და მის კონტროლს.
6. სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია: სხვა საკითხები, რომლებიც წინამდებარე პოლიტიკისა და ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაციის მართვის შესახებ უნდა იცოდეთ.
7. ჩვენთან დაკავშირება: როგორ შეძლებთ ჩვენთან დაკავშირებას წინამდებარე პოლიტიკასთან დაკავშირებით.
- გამოყენების სფერო
აიპ ენჯი საქართველო („National Geographic საქართველო“, „ჩვენ“ ან „ჩვენი“) საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული არასამეწარმეო ორგანიზაციაა.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს იმ ინფორმაციასთან მოპყრობას, რომელსაც ჩვენ გავროვებთ თქვენგან და თქვენ შესახებ, მაშინ როდესაც ჩვენს ვებგვერდებს სტუმრობთ, ან იყენებთ ჩვენს აპლიკაციებსა და სხვა მომსახურებებს, რომლებიც შეიცავენ ბმულს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, ან სხვაგვარად მიუთითებენ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე.
ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა აგრეთვე აღწერს სხვა წყაროებს, რომელთაც თქვენ შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად ვიყენებთ; მიგითითებთ, თუ როგორ მოვიხმართ, ვაზიარებთ და ვიცავთ თქვენს ინფორმაციას; ასევე განმარტავს, თუ რა არჩევანი გაგაჩნიათ თქვენი ინფორმაციის მოხმარებისა და გაზიარების მხრივ. მომსახურებების მიღებით თქვენ თანხმდებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებს და ადასტურებთ თქვენი პირადი ინფორმაციის ჩვენ მიერ მოგროვებას, მოხმარებასა და გაცემას ქვემოთ მოცემული გზით.
National Geographic საქართველოს ყველა სახის და შინაარსის პროდუქტი და მომსახურება ზოგადი აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი, გარდა ბავშვებისა. ჩვენ გამიზნულად არ ვრთავთ ნებას 18 წელს ქვემოთ მომხმარებელს, დარეგისტრირდნენ ჩვენთან ნებისმიერი შინაარსის, პროდუქტისა თუ მომსახურების მისაღებად. ჩვენ გამიზნულად არ ვაგროვებთ, მოვიხმართ ან გავცემთ 18 წელს ქვემოთ მომხმარებლების პირად ინფორმაციას, გარდა კანონით ნებადართული შემთხვევებისა.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზნებისთვის „პირადი ინფორმაცია“ არის:
-ინფორმაცია, რომელიც ამოიცნობს კონკრეტულ პირს (პირდაპირ ან ირიბად); პირის სახელიდა გვარი;
-საფოსტო მისამართი;
-ელ-ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.
როდესაც ანონიმური ინფორმაცია პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება პირად ინფორმაციას, შედეგად მიღებული ინფორმაცია ასევე პირად ინფორმაციად განიხილება. - ინფორმაციის შეგროვება
ინფორმაცია, რომელსაც National Geographic საქართველოს პირდაპირ აწვდით
თუ დაინტერესებული ხართ National Geographic საქართველოსგან ინფორმაციის, პროდუქტის ან მომსახურების მიღებაში, ან მომსახურებების გზით ამა თუ იმ ღონისძიებებში მონაწილეობაში, ჩვენთვის ან ჩვენი მომსახურების მომწოდებლისთვის შესაძლოა თქვენ შესახებ გარკვეული ინფორმაციის მიწოდება დაგჭირდეთ. მაგალითად:
– თუ წევრობისთვის, საინფორმაციო სახის ბროშურების მისაღებად, ან National Geographic საქართველოს პოპულარიზაციის კამპანიებისა თუ ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მომსახურებაზე რეგისტრირდებით, შესაძლოა მოგთხოვოთ თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი, საფოსტო მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.
– თუ ჩვენთან პროდუქტს (ჟურნალს) უკვეთავთ, შესაძლოა მოგთხოვოთ თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, საფოსტო მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და საკრედიტო ბარათის ნომერი.
– თუ სხვა პირისთვის საჩუქრად უკვეთავთ პროდუქტს (ჟურნალს), შესაძლოა მოგთხოვოთ ამ პირის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, საფოსტო მისამართი და ტელეფონის ნომერი, რათა საჩუქრის მიმღებისთვის მიტანა შევძლოთ.
– თუ აქტივობაში, მაგალითად, კვლევაში ან გათამაშებაში, მონაწილეობთ, შესაძლოა მოგთხოვოთ თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი და დაბადების თარიღი, ასევე სხვა სახის ინფორმაციის მოწოდება, მაგალითად, სქესის და პირადი ინტერესებისა, რომლებიც თქვენგან ან თქვენ შესახებ მოპოვებულ სხვა პირად ინფორმაციას შესაძლოა უკავშირდებოდეს.
სხვა სახის პირადი ინფორმაცია.
გთხოვთ, არ გასცეთ ისეთი სახის პირადი ინფორმაცია, რომელიც ეხება რასობრივ ან ეროვნულ წარმომავლობას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიასა და მრწამსს, ჯანმრთელობას, ნასამართლეობას, პროფესიული კავშირის წევრობას და სხვა.
ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა ავტომატურად მივიღოთ
გარდა იმ ინფორმაციისა, რომელსაც თვენთ ჩვენ გვაწვდით, National Geographic საქართველო და ჩვენი მომსახურების მომწოდებლები, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აგრეთვე იყენებენ სტანდარტულ ტექნოლოგიებს. მაგალითად:
IP-მისამართი სხვა ამომცნობები. როდესაც ჩვენს მომსახურებებთან გაქვთ წვდომა და ურთიერთკავშირი, National Geographic საქართველომ და ჩვენმა მომსახურების მომწოდებლებმა შესაძლოა შეაგროვონ ინფორმაცია თქვენი „მონახულებების“ (ინგლისურად ?) შესახებ, იმ მიზნით, რომ თქვენ მიიღოთ წვდომა სხვადასხვა მომსახურებასთან და ასევე მეორე მხარემ (National Geographic საქართველომ და ჩვენმა მომსახურების მომწოდებლებმა) მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა სიხშირით სტუმრობენ ჩვენი მომხმარებლები სხვადასხვა ნაწილს.
მაგალითად, ჩვენ შესაძლოა ამოვკრიბოთ თქვენი „IP“ მისამართი, რომელიც ავლენს იმ კომპიუტერს, ან მომსახურების მომწოდებელს, რომელსაც ჩვენთან წვდომისთვის იყენებთ, ან ინფორმაცია თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის ტიპისა და ნამდვილობის ამომცნობების შესახებ, ასევე სხვა სახის პროგრამულ-ტექნიკური უზრუნველყოფის ინფორმაცია. თუ მომსახურებებთან წვდომა მობილური ან სხვა მოწყობილობის საშუალებით გაქვთ, ჩვენ შესაძლოა ამოვკრიბოთ თქვენი მობილური მოწყობილობის ამომცნობი, გეოლოკაციის მონაცემები, თუ სარგებლობთ ასეთით, (მათ შორის, თქვენი ზუსტი ადგილმდებარეობა), ან ამ მოწყობილობის სხვა ტრანზაქციული ინფორმაცია. ჩვენ შესაძლოა ეს ინფორმაცია ჩვენ მიერ მოგროვილ სხვა ინფორმაციასთან გავაერთიანოთ, რათა ჩვენი მომსახურებები და თქვენთან ჩვენი კომუნიკაცია თქვენ ინტერესებზე უფრო მორგებული გავხადოთ.
სოციალური მედიის ინფორმაცია და შინაარსი. თუ ჩვენთან წვდომა სოციალური მედიის მომსახურების გზით გაქვთ ან სოციალური მედიის მომსახურებას უკავშირებთ, ჩვენ მიერ მოგროვებული ინფორმაცია შეიძლება ასევე მოიცავდეს ამ სოციალური მედიის მომსახურებასთან დაკავშირებულ თქვენს მომხმარებლის ამომცნობს და/ან მომხმარებლის სახელს, ნებისმიერ ინფორმაციასა და შინაარსს, რომლის ჩვენთვის გაზიარების უფლებაც მიეცით ამ სოციალურ მედიას.
მაგალითად, თქვენი პროფილის ფოტოს, ელ-ფოსტის მისამართს ან მეგობრების ნუსხას, და ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ამ სოციალური მედიის მომსახურებასთან კავშირში გაასაჯაროვეთ. როდესაც ჩვენთან წვდომა სოციალური მედიის მომსახურებების გზით გაქვთ ან სოციალური მედიის მომსახურებებს უკავშირებთ, თქვენ National Geographic საქართველოს სრულ უფლებას აძლევთ, ასეთი ინფორმაცია და შინაარსი მოაგროვოს, შეინახოს და გამოიყენოს, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
ქუქი-ფაილები და თვალყურის დევნების სხვა ტექნოლოგიები. ჩვენ შესაძლოა ასევე გამოვიყენოთ ქუქი-ფაილები. ქუქი-ფაილები მცირე ტექსტური ფაილებია, რომლებიც მომხმარებლის კომპიუტერში ინახება და ვებგვერდებს მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის დამახსოვრების საშუალებას აძლევს. ჩვენი ვებგვერდების ხარისხის გასაუმჯობესებლად ჩვენ და ჩვენი მომსახურების მომწოდებლები ქუქი-ფაილებს სხვადასხვაგვარი მიზნით ვიყენებთ. ჩვენ დროებით (ასევე „სესიის ამომცნობად“ წოდებულ) ქუქი-ფაილებს გვერდიდან გვერდამდე უწყვეტობის უზრუნველსაყოფად ვიყენებთ. სესიის ამომცნობს ვადა გასდის, როდესაც თქვენს ინტერნეტბრაუზერს ხურავთ. ჩვენ ვიყენებთ მუდმივ ქუქი-ფაილებსაც. მუდმივი ქუქი-ფაილები ჩვენი ვებგვერდის ამა თუ იმ ნაწილს თქვენი ინტერნეტბრაუზერის ცნობის საშუალებას აძლევს, როდესაც თქვენი პირველი მონახულების შემდეგ ჩვენი ვებგვერდის ამ ნაწილს უბრუნდებით. ქუქი-ფაილები ჩვენ ჩვენს ვებგვერდზე თქვენი განმეორებითი მონახულებების თქვენზე მორგებისა და ამა თუ იმ ქმედებებისას თქვენი დროის დაზოგვის საშუალებას გვაძლევს. თქვენ არჩევანი გაქვთ, თქვენი ინტერნეტბრაუზერი მომართოთ ყველა ქუქი-ფაილის მისაღებად, ყველა ქუქი-ფაილის უარსაყოფად, ან ქუქი-ფაილის დაყენებისას თქვენ შესატყობინებლად. (ყოველი ინტერნეტბრაუზერი განსხვავებულია, ასე რომ, თქვენი ქუქი-ფაილების მუშაობის სასურველი რეჟიმის შესარჩევად „დახმარების“ მენიუ შეამოწმეთ.) თქვენი გადასაწყვეტია, მოგვცემთ თუ არა თქვენთვის ქუქი-ფაილების გამოგზავნის საშუალებას.
– გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი, ან ყველა ქუქი-ფაილის დაბლოკვის გამო, შესაძლოა, მომსახურებების საშუალებით ხელმისაწვდომ ამა თუ იმ ვებფუნქციაზე, შინაარსსა თუ პირადად მორგებულ მომსახურებაზე ვერ მოახერხოთ წვდომა.
ვებშუქურები და თვალყურის დევნების სხვა ტექნოლოგიები. მომხმარებლის ქმედებებზე ინფორმაციის შესაგროვებლად მომსახურებებმა შესაძლოა გამოიყენოს თვალყურის დევნების სხვა ხელსაწყოები, მათ შორის, ეგრეთ წოდებული „პიქსელური ტეგები“, „ვებშუქურები“, „ვებხოჭოები“, „ცარიელი გრაფიკული გაცვლის ფორმატები (GIFs)“ და ა.შ. (ერთობლივად „ვებშუქურები“). ესენი მცირე ელექტრონული გამოსახულებებია, რომლებიც ვებშინაარსსა (მათ შორის, ინტერნეტრეკლამებში) და ელ-ფოსტის შეტყობინებებშია ჩასმული და ჩვეულებრივ, მომხმარებლებისთვის უხილავია. ქუქი-ფაილების მსგავსად, ვებშუქურები მომხმარებლების მიერ მონახულებული და დათვალიერებული გვერდებისა და შინაარსის (მათ შორის, რეკლამების) თვალყურის დევნების საშუალებას გვაძლევს. გარდა ამისა, როდესაც თქვენ HTML ფორმატის (ტექსტური ფორმატისგან განსხვავებულ) ელ-ფოსტის წერილებს გიგზავნით, ასეთ ელ-ფოსტის წერილებში შესაძლოა ვებშუქურები იყოს ჩასმული ჩვენთვის მკითხველთა წრის დონეების თვალყურის დევნების საშუალების მოსაცემად, რათა შეჯამებული ტენდენციები და ინდივიდუალური მოხმარება განვსაზღვროთ და ჩვენი აუდიტორია უფრო სათანადო შინაარსითა და შეთავაზებებით უზრუნველვყოთ. ელ-ფოსტაში არსებული ვებშუქურები ამოიცნობენ ისეთ ქმედებებს, როგორიცაა: როდის გაიხსნა ელ-ფოსტა, რამდენჯერ გადაიგზავნა ელ-ფოსტა, ელ-ფოსტაში რომელ ბმულებს დააჭირეს და ა.შ. ვებშუქურების უარყოფა ვერ მოხერხდება, როდესაც ისინი ჩვეულებრივი ვებგვერდის საშუალებითაა მოწოდებული. მაგრამ ვებშუქურების უარყოფა შესაძლებელია, როდესაც ისინი ელ-ფოსტის საშუალებითაა მოსული. თუკი ელ-ფოსტით ვებშუქურების მიღება არ გსურთ, თქვენი ელ-ფოსტის პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით უნდა გამორთოთ HTML გამოსახულებების რეჟიმი ან უარი თქვათ HTML ელ-ფოსტის წერილებზე (აირჩიეთ მხოლოდ ტექსტური ფორმატი).
მესამე მხარეთა ქმედებებზე თვალყურის დევნება. როდესაც მომსახურებებს იყენებთ (მაგალითად, ვებგვერდებსა და ელ-ფოსტას), რეკლამების განთავსებისა და მომსახურებების მიწოდების (მაგალითად, თქვენთვის შინაარსის განთავსების საშუალების მიცემის ან ჩვენი მომსახურებების გამოყენების შეჯამებულ სტატისტიკაზე თვალყურის დევნების) გზით ჩვენი მომსახურებების მხარდამჭერი მესამე მხარეები მსგავსი ინფორმაციის შესაგროვებლად შესაძლოა ასევე იყენებდნენ ამ ტექნოლოგიებს. თქვენ მიერ გამოყენებულ მოწყობილობებზე (მაგალითად, მობილურ მოწყობილობაზე, ლეპტოპზე ან სხვა კომპიუტერზე) თქვენ ამოსაცნობად ეს მესამე მხარეები შესაძლოა ასევე იყენებდნენ ამ ტექნოლოგიებს ქმედებების შესახებ მათ მიერ შეგროვებულ ინფორმაციასთან ერთად. National Geographic საქართველო არ აკონტროლებს მესამე მხარეთა ამ ტექნოლოგიებს და მათი გამოყენება შესაბამის მესამე მხარეთა კონფიდენციალურობის პოლიტიკით რეგულირდება.
მომხმარებლის შინაარსში არსებული ინფორმაცია
ჩვენი მომსახურებების ზოგიერთი ნაწილი შესაძლოა მომხმარებლებს შეტყობინებების, კომენტარების, მომხმარებლის სახელების, კომპიუტერული ფაილებისა და სხვა მასალების გამოქვეყნების ან გაგზავნის საშუალებას აძლევდეს. თქვენ ყურადღებით უნდა იყოთ, რომ განსაზღვროთ, ამ მომსახურებების საშუალებით თუ რა სახის პირადი ინფორმაციის გასაჯაროებას გადაწყვეტთ.
სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია
კანონით ნებადართულის ფარგლებში National Geographic საქართველომ და ჩვენმა მომსახურების მომწოდებლებმა თქვენგან და თქვენ შესახებ შეგროვილი ინფორმაცია შესაძლოა სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით შეავსონ, მაგალითად, სოციალური მედიის მომსახურებებიდან ინტერნეტში ჩართული და კავშირგარე თქვენი ქმედებების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, კომერციულად ხელმისაწვდომი წყაროებით და National Geographic-ის საზოგადოებიდან ან საქმიანი პარტნიორებისგან მიღებული ინფორმაციით. - მოხმარება და ინფორმაციის გაცემა
National Geographic საქართველომ და ჩვენმა მომსახურების მომწოდებლებმა შესაძლოა თქვენგან და თქვენ შესახებ შეგროვილი ინფორმაცია სხვადასხვაგვარი საქმიანი მიზნით გამოიყენონ, მათ შორის:
– თქვენი ანგარიშის შესანარჩუნებლად და სამართავად, თქვენ მიერ მოთხოვნილი შინაარსისა და მომსახურებების მოსაწოდებლად, მომსახურებების სრულყოფისთვის და ჩვენს მომსახურებებზე თქვენი წვდომის გასაუმჯობესებლად;
– პროდუქტის თუ მომსახურების თქვენი შეკვეთების დასამუშავებლად და თვალყურის სადევნებლად;
– შინაარსსა და მომსახურებებზე ან თქვენთვის საინტერესო სხვა პროდუქტებზე, შინაარსსა თუ მომსახურებებზე თქვენთან საკომუნიკაციოდ, ან თქვენს შეკითხვებსა და კომენტარებზე საპასუხოდ;
– თქვენთან დასაკავშირებლად. National Geographic საქართველომ დროდადრო შესაძლოა მომსახურებებთან დაკავშირებული შეტყობინებები გამოაგზავნოს, მაგალითად, მომსახურებებისა თუ სხვადასხვა პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებული შეტყობინებები;
– თქვენთვის ბრენდირებული, ერთობლივად ბრენდირებული ან სხვა სახის პროდუქტებისა და ფუნქციების შესათავაზებლად, როგორიცაა სამოგზაურო მომსახურებები და პროდუქტები. ამგვარი ურთიერთობების საფუძველზე, თქვენ მიერ კონკრეტულ მომსახურებასთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა მესამე მხარეს გავუზიაროთ (იმ პირობით, თუ თქვენ ამგვარ გაზიარებას დაეთანხმეთ). მესამე მხარის მიერ თქვენი ინფორმაციის გამოყენება ამ მესამე მხარის კონფიდენციალურობის პოლიტიკით რეგულირდება;
– შესაბამისი რეკლამისა და მარკეტინგის მოსაწოდებლად. National Geographic საქართველომ და ჩვენმა მომსახურების მომწოდებლებმა თქვენგან და თქვენ შესახებ შეგროვილი ინფორმაცია შესაძლოა გამოიყენონ თქვენთვის შესაბამისი რეკლამების მოსაწოდებლად, როდესაც თქვენ (თქვენს ნებისმიერ მოწყობილობაზე) ჩვენს მომსახურებებს ან (თქვენს ნებისმიერ მოწყობილობაზე) სხვა მომსახურებას იყენებთ. როგორც ზემოთ აღინიშნა, მესამე მხარის რეკლამები ან რეკლამის განმცხადებელნი შესაძლოა იყენებდნენ ქუქი-ფაილებსა და მსგავს ტექნოლოგიებს, რათა შეაგროვონ და თვალყური ადევნონ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა დემოგრაფიული ინფორმაცია, ინტერესები, შეჯამებული ინფორმაცია და თქვენ მიერ გამოყენებულ სხვადასხვა მოწყობილობებისა და ამ მოწყობილობებზე თქვენი ქმედებების შესახებ ინფორმაცია, რათა ეს მათ თქვენი ინტერესებისთვის უფრო შესაფერისი რეკლამის მოწოდებაში დაეხმაროს. ეს ინფორმაცია შესაძლოა ასევე გამოყენებულ იქნას თქვენთვის უფრო შესაფერისი რეკლამის მოსაწოდებლად მარკეტინგული არხების, მათ შორის, ელ-ფოსტის გზით. თუ იმ მოწყობილობაზე, რომლითაც წინამდებარე პოლიტიკასთან გაქვთ წვდომა, ამგვარი ქსელებისა და მომსახურებების სარეკლამო შეთავაზებებზე უარის თქმას გადაწყვეტთ, მოგვწერეთ, [email protected];
– სოციალურ ქსელებთან გაცვლის ფუნქციონალის დასაშვებად. თუ ჩვენს მომსახურებებზე შედიხართ ან სოციალური მედიის მომსახურების ანგარიშს ჩვენს მომსახურებებს უკავშირებთ, ჩვენ შესაძლოა თქვენი მომხმარებლის სახელი, სურათი და სხვ., აგრეთვე თქვენი ქმედებები და კომენტარები მომსახურებების სხვა მომხმარებლებსა და თქვენს სოციალური მედიის მომსახურებასთან დაკავშირებულ მეგობრებს გავუზიაროთ. ჩვენ იგივე ინფორმაცია შესაძლოა ასევე გავუზიაროთ ამ სოციალური მედიის მომსახურების მომწოდებელს. ჩვენს მომსახურებებზე შესვლით ან ჩვენი მომსახურებების ანგარიშის სოციალური მედიის მომსახურებასთან დაკავშირებით თქვენ საკუთარ თანხმობას გვიცხადებთ თქვენგან და თქვენ შესახებ შეგროვებული ინფორმაციის სოციალური მედიის მომსახურების მომწოდებლისთვის, სხვა მომხმარებლებისთვისა და თქვენი მეგობრებისთვის გაზიარების თაობაზე და აცნობიერებთ, რომ ამ გაზიარებული ინფორმაციის სოციალური მედიის მომსახურების მიერ გამოყენება ამ სოციალური მედიის მომსახურების კონფიდენციალურობის პოლიტიკით რეგულირდება. თუ თქვენი პირადი ინფორმაციის ამ გზით გაზიარება არ გსურთ, გთხოვთ, თქვენი სოციალური მედიის მომსახურების ანგარიში თქვენს ანგარიშს არ დაუკავშიროთ და ჩვენს მომსახურებებზე სოციალურ ქსელებთან გაცვლაში არ მიიღებთ მონაწილეობას;
– ბიზნეს ანალიზის ჩასატარებლად ან სხვა მიზნებით ჩვენი ბიზნესის, მომსახურებებისა და ჩვენ მიერ შემოთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურებების ხარისხის გასაუმჯობესებლად;
– ჩვენი და სხვათა უფლებების დასაცავად. მაგალითად, ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ ან გავცეთ თქვენი ინფორმაცია, ჩვენი კეთილსინდისიერი ვარაუდით, იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი გამოყენება ან გაცემა აუცილებელია, რათა მოხერხდეს: (1) ჩვენი, ჩვენი თანამშრომლების, წარმომადგენლებისა და კონტრაქტორების იურიდიული უფლებების, კონფიდენციალურობის, უსაფრთხოებისა თუ საკუთრების დაცვა, აღსრულება ან მხარდაჭერა (მათ შორის, ჩვენი შეთანხმებებისა და ჩვენი გამოყენების პირობების კანონის ძალით აღსრულება); (2) მომსახურებების მომხმარებელთა და საზოგადოების წევრთა უვნებლობის, კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა; (3) თაღლითობისგან დაცვა ან რისკის მართვის მიზეზებით; (4) კანონის ან სასამართლო პროცესის პირობების დაცვა; ან (5) ხელისუფლების ორგანოების ან სამთავრობო დაწესებულებების მოთხოვნებზე პასუხის გაცემა;
– აქტივების შერწყმის ან გაყიდვის დასასრულებლად. თუ National Geographic საქართველო თავის ბიზნესს სრულად ან ნაწილობრივ ყიდის, ან თავის აქტივებს ყიდის ან გადასცემს, ან თავისი ბიზნესის სრული ან არსებითი ნაწილის შერწყმასა თუ გადაცემაშია სხვაგვარად ჩართული (მათ შორის, გაკოტრებასა ან მსგავს საქმისწარმოებასთან დაკავშირებით), ამ გარიგების ნაწილის სახით, National Geographic საქართველომ შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გადასცეს ამ გარიგებაში ჩართულ მხარესა თუ მხარეებს;
ჩვენი შინაარსი, მომსახურებები და რეკლამები თქვენთვის უფრო საინტერესოდ და შესაფერისად რომ ვაქციოთ, თქვენგან და თქვენ შესახებ შეგროვილი ინფორმაცია შესაძლოა თქვენი შესაძლო ინტერესის სფეროების შესახებ დასკვნებისა და ვარაუდების გაკეთების მიზნით გამოვიყენოთ. როდესაც თქვენგან და თქვენ შესახებ შეგროვილი ინფორმაცია კონკრეტულ პიროვნებად თქვენ ამოცნობას არ ახდენს, გამოყენებული სამართლებრივი ნორმით ნებადართულის ფარგლებში, ჩვენ შესაძლოა ასეთი ინფორმაცია ნებისმიერი მიზნით გამოვიყენოთ ან ის მესამე პირებს გავუზიაროთ.
National Geographic საქართველო თქვენს პირად ინფორმაციას წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განსაზღვრული წესის შესაბამისად გასცემს, მათ შორის:
– იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ჩვენი მომსახურებების მართვასა და უზრუნველყოფაში გვეხმარებიან, მათ შორის, ჩვენი ვებგვერდებისა და აპლიკაციების განვითარებაში, ტექნიკურ მომსახურებასა და მხარდაჭერაში, პირადად მორგებაში, გადახდის დამუშავებაში, ელ-ფოსტის განაწილებაში, გაზომვასა და გაუმჯობესებაში, გათამაშების/შეჯიბრის ადმინისტრირებაში, შესრულებასა და მართვაში და პოპულარიზაციის მართვაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ორგანიზაციებს აღნიშნული ინფორმაცია ესაჭიროებათ მათი მომსახურებების შესარსულებლად, ან კანონით მოთხოვნილ შემთხვევებში;
– ჩვენს შვილობილებზე ან National Geographic-ის საზოგადოებაზე. თქვენ გვთანხმდებით და ნებას გვრთავთ, რომ National Geographic საქართველომ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი მიზნებისთვის შესაძლოა თქვენი ინფორმაცია National Geographic-ის შვილობილებს გაუზიაროს. ეს შესაძლოა მოიცავდეს ინფორმაციის გადაგზავნას სხვა ქვეყნებში (მათ შორის, თქვენ სადაც იმყოფებით, იმ ქვეყნისგან განსხვავებულ ქვეყნებში), რომელთაც მონაცემთა დაცვის თქვენ სადაც იმყოფებით, იმ ქვეყნისგან განსხვავებული რეჟიმი გააჩნიათ და რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) გარეთ მყოფ ქვეყნებსაც, მათ შორის, შეერთებულ შტატებს. National Geographic-ის შვილობილებისა და National Geographic-ის საზოგადოების მომნახულებელმა მომხმარებლებმა სახელმძღვანელოდ უნდა მიმართონ მათ ცალკეულ კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტებს, რომლებიც წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკისგან შესაძლოა გარკვეულწილად განსხვავდებოდეს;
– დადგენილ ორგანიზაციებზე, რომელთა პროდუქტებსა და მომსახურებებსაც თქვენ კონკრეტულად იყენებთ ან მათ მიღებას ითხოვთ ჩვენი მომსახურებების გამოყენებისას;
– თქვენი ნებართვით, მაგალითად, სხვა შერჩეულ მესამე მხარეებზე, რათა მათ შეძლონ მათ მიერ შემოთავაზებული საქონლისა და მომსახურებების პოპულარიზაციის მასალების თქვენთვის გამოგზავნა;
– სასამართლო პროცესის პასუხად და როდესაც მივიჩნევთ, რომ ამის შესრულება კანონითაა მოთხოვნილი (მათ შორის, ჩვენი შვილობილებისა და მომსახურებს მომწოდებლების მიმართ გამოყენებადი კანონებით), შეიძლება საჭირო იყოს ნებისმიერი პირის საკუთრების, უფლებებისა თუ უსაფრთხოების დასაცავად, ან კანონის შესაძლო დარღვევის გამოსაძიებლად, ან როდესაც მივიჩნევთ, რომ ამის შესრულება დაეხმარება ნებისმიერი გამოყენების პირობებისა თუ სხვა იურიდიული შეთანხმების აღსრულებას, ან კორპორაციული გარიგების შემთხვევაში, მაგალითად, ჩამორთმევის, შერწყმის, გაერთიანების, გაკოტრებისა თუ აქტივების გაყიდვისას.
National Geographic საქართველო, National Geographic-ის საზოგადოება, National Geographic-ის შვილობილები, მომსახურების მომწოდებლები, საქმიანი პარტნიორები და ზემოთ აღწერილი სხვა ერთეულები, შესაძლოა თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდნენ, მათ შორის, შეერთებულ შტატებში, კანადასა და ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA). ამ ქვეყნებს შესაძლოა მონაცემთა დაცვის თქვენ სადაც იმყოფებით, იმ ქვეყნისგან განსხვავებული რეჟიმები გააჩნდეთ. ზოგიერთ შემთხვევაში, შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში სასამართლოებს, განაჩენთა სააღმასრულებლო ორგანოებს, მარეგულირებელ უწყებებს ან უსაფრთხოების უწყებებს შესაძლოა თქვენს პირად ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჰქონდეთ.
როდესაც ჩვენ მიერ მოგროვილი ინფორმაცია ჯამდება, ანონიმური ხდება ან სხვაგვარად არ ახდენს თქვენ ამოცნობას, გამოყენებული სამართლებრივი ნორმით ნებადართულის ფარგლებში, ჩვენ შესაძლოა ასეთი ინფორმაცია ნებისმიერი მიზნით გამოვიყენოთ ან ის მესამე პირებს გავუზიაროთ. - ინფორმაციის უსაფრთხოება
ჩვენ კომერციულად მიზანშეწონილ რიგ ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, პერსონალთან დაკავშირებულ და ფიზიკურ ზომებს ვიყენებთ, რომლებიც შემუშავებულია ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის დასაცავად დაკარგვის, მოპარვისა და არაავტორიზებული მოხმარების, გაცემისა თუ სახეცვლილებისგან. მაგრამ ვერავინ შეძლებს თქვენი ინფორმაციის სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. - მომხმარებლის წვდომა და კონტროლი
თუ გსურთ, თქვენგან და თქვენ შესახებ შეგროვილ პირად ინფორმაციასთან გქონდეთ წვდომა, გაეცნოთ მას, შეასწოროთ, განაახლოთ, დაფაროთ, წაშალოთ ან სხვაგვარად შეზღუდოთ ჩვენ მიერ მისი გამოყენება, შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული საშუალებებით დაგვიკავშირდეთ. ჩვენ შევეცდებით თქვენი მოთხოვნის 45 დღის განმავლობაში დაკმაყოფილებას, თუ მეტი დრო დაგვჭირდა, შეგატყობინებთ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი მიზეზის გამო შესაძლოა თქვენი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება ვერ მოვახერხოთ, მაგალითად, თუ თქვენი მონაცემების შენახვა გვესაჭიროება თქვენი გარიგების დასასრულებლად, თაღლითური და არაკანონიერი ქმედების გამოსავლენად და მათგან დასაცავად, ჩვენი უფლებების გამოსაყენებლად თუ სამართლებრივი ვალდებულების შესასრულაბლად.
თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ თქვენი პირადი ინფორმაციის ამა თუ იმ მიზნით გამოყენებასა თუ გაცემაზე.
– თუ სამომავლოდ აღარ გსურთ ჩვენგან მარკეტინგთან დაკავშირებული ელ-ფოსტის შეტყობინებების მიღება, ამ შეტყობინებებზე შეგიძლიათ უარი თქვათ თქვენ მიერ მიღებული ნებისმიერი მარკეტინგული ელ-ფოსტის ქვემოთ მოცემულ წარწერებზე „ხელმოწერაზე უარის თქმა“ ან „ჩემი სასურველი რეჟიმების განახლება“ დაჭერით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უნიკალური დასტურის კოდის მეშვეობით ელ-ფოსტით მოგეთხოვებათ თქვენი ვინაობის დადასტურება.
– თუ გირჩევნიათ, რომ სამომავლოდ თქვენი პირადი ინფორმაცია აღარ გავუზიაროთ ჩვენს საქმიან პარტნიორებს მათი პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის, ამ გაზიარებაზე შეგიძლიათ უარი თქვათ ქვემოთ მოცემულ საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით წერილობითი მოთხოვნის გამოგზავნით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენმა სისტემებმა „თვალყურის არ დევნების“ მოთხოვნები შესაძლოა ზოგიერთი ან ყველა ინტერნეტბრაუზერიდან ვერ ამოიცნონ.
თუ უარის თქმის დაფიქსირების შემდეგ ჩვენს შეტყობინებებს შეცდომით კვლავაც მიიღებთ, გთხოვთ, გაგვაგებინოთ, რათა შევისწავლოთ საკითხი.
თუ 18 წელზე უმცროსი მომსახურებებზე რეგისტრირებული მომხმარებელი ბრძანდებით, შეგიძლიათ თქვენ მიერ მომსახურებებზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის ან თქვენი ციფრული ანგარიშის წაშლა მოითხოვოთ. ასეთი მოთხოვნის წარსადგენად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უნიკალური დასტურის კოდის მეშვეობით ელ-ფოსტით მოგეთხოვებათ თქვენი ვინაობის დადასტურება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი მოთხოვნა ვერ უზრუნველყოფს შინაარსისა და ინფორმაციის სრულ ან ამომწურავ წაშლას, ვინაიდან, მაგალითად, ზოგიერთი თქვენი შინაარსი შესაძლოა სხვა მომხმარებელს ჰქონდეს ხელახლა გამოქვეყნებული. შესაძლოა ასევე არსებობდეს გარემოებები, როდესაც კანონი თქვენი შინაარსის წაშლის ნებართვას არ იძლევა, მიუხედავად მოთხოვნისა. - სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ცვლილებები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. ჩვენ შესაძლოა ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ამ პოლიტიკის უახლესი ვერსიის მომსახურებებზე გამოქვეყნებითა და პოლიტიკის ბოლო ცვლილების თარიღის მითითებით. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა ჩვენ მიერ განახლებული კონფიდენციალურობის პოლიტიკის მომსახურებებზე გამოქვეყნებისთანავე.
თუ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში რაიმე არსებით ცვლილებას შევიტანთ, ჩვენ მიერ მომსახურებების მეშვეობით პირადი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და/ან გაზიარების მხრივ და რომელიც თქვენგან ჩვენ მიერ უკვე შეგროვილი პირადი ინფორმაციის გამოყენებაზე ჩვენი უფლებების გაფართოებას იწვევს, შეგატყობინებთ და ამ ინფორმაციის ჩვენ მიერ მომავალში გამოყენებასთან დაკავშირებით არჩევანის საშუალებას მოგცემთ.
მონაცემთა ადგილმდებარეობა. მომსახურებები განთავსებულია და იმართება საქართველოში. თუ თქვენ საქართველოს გარეთ მყოფი მომხმარებელი ბრძანდებით, თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით ნებისმიერი პირადი ინფორმაციის (რომელიც, ზემოთ აღწერილის თანახმად, შესაძლოა ქუქი-ფაილებისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით შეგროვილ ინფორმაციას მოიცავდეს) საქართველოსა თუ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში დამუშავებას, სადაც ტექნოლოგიური აღჭურვილობა გაგვაჩნია ან სადაც მომსახურების მომწოდებლები გვყავს დაქირავებული. საქართველოსა და სხვა ქვეყნების მონაცემთა დაცვის კანონები შესაძლოა თქვენს იურისდიქციაში არსებულთაგან განსხვავებული იყოს.
მონაცემთა შენახვა. თქვენს ინფორმაციას შევინახავთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განსაზღვრული მიზნების შესასრულებლად აუცილებელი ვადით, თუ კანონით უფრო ხანგრძლივი შენახვის ვადა არ არის მოთხოვნილი და დაშვებული.
გახსოვდეთ, რომ თქვენი ანგარიშის გაუქმების ან თქვენი პირადი ინფორმაციის წაშლასთან დაკავშირებით ჩვენთვის მომართვის შემდეგაც, ზოგიერთ შემთხვევაში თქვენი ანგარიშიდან ზოგიერთი ინფორმაციის ასლები შესაძლოა კვლავაც ხილვადი დარჩეს, სადაც, მაგალითად, თქვენ ინფორმაცია სოციალურ მედიას ან სხვა მომსახურებებს გაუზიარეთ. ქეშირების ტექნოლოგიის ხასიათის გამო, თქვენი ანგარიში სხვა პირთათვის მიუწვდომლად შესაძლოა დაუყოვნებლივ არ იქცეს. გაუქმებიდან ან წაშლაზე თქვენი მოთხოვნიდან გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ შესაძლოა ჩვენს სერვერებზე ასევე შევინახოთ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული სათადარიგო ინფორმაცია, თაღლითობის გამოვლენის, შესაბამისი კანონის დაცვის, ან ჩვენი შიდა უსაფრთხოებისა თუ აღრიცხვის პოლიტიკასთან შესაბამისობის მიზნით. თქვენი ინფორმაციის სრულად მოშორება ან წაშლა შესაძლოა ყოველთვის შესაძლებელი არ იყოს ტექნიკური შეზღუდვების ან სახელშეკრულებო, ფინანსური თუ იურიდიული მოთხოვნების გამო.
მესამე მხარეთა ვებგვერდები. თუ მომსახურებებზე ნანახ ჰიპერბმულს ან რეკლამას დააჭერთ ან მათთან ურთიერთქმედებთ, შესაძლოა ჩვენი მომსახურებები დატოვოთ ან განსხვავებულ ვებგვერდსა თუ აპლიკაციას ინფორმაცია გაუგზავნოთ. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა მესამე მხრის ვებგვერდებთან ან მობილურ აპლიკაციებთან თქვენ ურთიერთქმედებასთან მიმართებით არ გამოიყენება, მაშინაც კი, როცა მათთან მაკავშირებელს ჩვენს მომსახურებებზე ნახულობთ ან მათზე ჩვენი მომსახურებებიდან შედიხართ, ასე რომ, კონკრეტული მესამე მხრის მომწოდებლის ვებგვერდზე თქვენს პირად ინფორმაციასთან მოპყრობის გასაგებად მის კონფიდენციალურობის პოლიტიკას უნდა გაეცნოთ. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ასეთ მესამე მხარეებს, მათ ინტერნეტგვერდებს, ან მათ პროდუქტებსა თუ მომსახურებებს.
გადახდის მომსახურების მიერ პირადი ფინანსური ინფორმაციის შეგროვება. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა გარეშე გადახდის მომსახურება გამოვიყენოთ თქვენთვის პროდუქტის შეძენის ან მესამე მხარესთან ანგარიშსწორების მომსახურების მომწოდებელ ვებგვერდზე გადახდების უზრუნველსაყოფად („გადახდის მომსახურება“). თუ პროდუქტის შეძენა ან გადახდის მომსახურების საშუალებით ანგარიშსწორება გსურთ, ამ გადახდის მომსახურების მიერ მართულ გვერდზე გადამისამართდებით. გადახდის მომსახურებისთვის თქვენ მიერ მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია დაექვემდებარება არა წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას, არამედ შესაბამისი გადახდის მომსახურების კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ გადახდის მომსახურების მიერ ნებისმიერი გადახდის მომსახურებისას შეგროვილი ინფორმაციის გამოყენებას და არ ვარ პასუხისმგებელნი აღნიშნულთან დაკავშირებით. - ჩვენთან დაკავშირება
თუ დამატებითი კითხვები გაგაჩნიათ აღნიშნულ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ, შემდეგ მისამართზე დაგვიკავშირდეთ:
ელ-ფოსტა: [email protected]
ან
აიპ ენჯი საქართველო
შ. რუსთაველის გამზ. 37
თბილისი, საქართველო