თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ვრცელი სტატიები

კონსერვაციის ისტორიას ცოტა პერსონა ახსოვს, რომლებმაც მასავით შეცვალეს ჩვენი დამოკიდებულება ველური ბუნების მიმართ. ჯეინ გუდოლი წელს გარდაიცვალა, ამ სტატიით კი პატივს მივაგებთ მის შთამბეჭდავ ცხოვრებასა და მემკვიდრეობას National Geographic-ის არქივიდან მოძიებული ფოტოებით, რომელთაგან ზოგიერთი პირველად ქვეყნდება.

162 მილიონი წლის განმავლობაში ზუთხი მის წინაშე არსებულ ყველა საფრთხეს იგერიებდა, სანამ ადამიანი გადაშენების პირას მიიყვანდა. უძველესი დროის ამ ცოცხალ ნაშთებს მხოლოდ შეუპოვარი ბრძოლით შევინარჩუნებთ.

რიონი ერთ-ერთი უკანასკნელი მდინარეა შავი ზღვის აუზში, რომელშიც იშვიათი ზუთხისებრები ქვირითობენ. საფრთხეებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ქართველი მკვლევრები მათი პოპულაციის გადარჩენის იმედს არ კარგავენ. 

ჩვენმა ფოტოგრაფებმა მთელ მსოფლიოში ათასობით ფოტო გადაიღეს. წარმოგიდგენთ რჩეულებს, რომლებმაც ჩვენში ყველაზე მეტი ემოცია და შთაგონება გამოიწვია.

მეცნიერების თქმით, დასავლეთ აშშ-ში ხანძრები დღეს სხვაგვარად ბობოქრობს. ერთი ფოტოგრაფისთვის ხანძრის შედეგების დოკუმეტირებაც ახლებურ მიდგომას მოითხოვს.

უკვე მილიონობით ზრდასრულს უსვამენ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის (ADHD) დიაგნოზს, რომელიც ოდესღაც მხოლოდ ბავშვებში გავრცელებულ სინდრომად ითვლებოდა. რა გამორჩათ ჯანდაცვის სპეციალისტებს? და როგორ შეგვიძლია ამოვიცნოთ ეს აშლილობა? მომდევნო გვერდებზე განვიხილავთ, რას ამბობს მეცნიერება ზრდასრულებში გამოვლენილ სიმპტომებზე, რა რისკფაქტორები შეიძლება მოქმედებდეს და რა ინფორმაციას გვაწვდის ამ მხრივ ნაკლებად შესწავლილ სეგმენტზე – ქალებზე – დაკვირვება ADHD-ის ბუნებაზე.

შარშან 18 წლის ნიმა რინჯი შერპა მსოფლიოს 14 უმაღლესი მწვერვალის დამლაშქრავი ყველაზე ახალგაზრდა მთამსვლელი გახდა. მისი მომდევნო გამოწვევა კიდევ უფრო რთული ჩანს: დაძლიოს ამ სფეროში დამკვიდრებული წარმოდგენები შერპების როლზე და შეცვალოს პროფესიონალ მთამსვლელად აღიარების ნორმებიც.

ადამიანის ჰიბერნაცია სამეცნიერო-ფანტასტიკური კონცეფციაა, რომელსაც რევოლუციის მოხდენა შეუძლია მედიცინასა და კოსმოსურ მოგზაურობაში. ეს ფანტაზია გაცილებით უფრო ახლოსაა რეალობასთან, ვიდრე შეიძლება იფიქროთ.

ათეულობით წლის წინ ინდოეთის ბენგალურ ვეფხვებს გადაშენება ემუქრებოდათ. მათი რიცხვი თანდათან კვლავ გაიზარდა, თუმცა ამ ეკოლოგიურმა წარმატებამ ახალი პრობლემა წარმოშვა, რომლის სასწრაფოდ გადაჭრა არსებითია გენეტიკური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.