ცეცხლოვანი ქარიშხლის აღბეჭდვის ხელოვნება
მეცნიერების თქმით, დასავლეთ აშშ-ში ხანძრები დღეს სხვაგვარად ბობოქრობს. ერთი ფოტოგრაფისთვის ხანძრის შედეგების დოკუმეტირებაც ახლებურ მიდგომას მოითხოვს.
ცეცხლოვანი ქარიშხლის აღბეჭდვის ხელოვნება
მეცნიერების თქმით, დასავლეთ აშშ-ში ხანძრები დღეს სხვაგვარად ბობოქრობს. ერთი ფოტოგრაფისთვის ხანძრის შედეგების დოკუმეტირებაც ახლებურ მიდგომას მოითხოვს.
ღევანდელი ხანძრები განსხვავებულია. დასავლეთ აშშ ოდითგანვე ეხვეოდა ალში, მაგრამ ექსტრემალური კლიმატური მოვლენების შემსწავლელი მეცნიერებისთვის, მაგალითად, კალიფორნიის უნივერსიტეტის წარმომადგენელ დენიელ სვეინისთვის, ტყის ხანძრები უკვე ისტორიულ პრეცედენტსაც ჯაბნის, როდესაც გამანადგურებელი ინტენსიურობით ვრცელდება.
ავიღოთ თუნდაც ჩრდილოეთ კალიფორნიის 2020 წლის „გიგახანძარი“, ამ შტატის ხანძრების თანამედროვე ისტორიაში პირველი, რომელმაც 400 000 ჰექტარზე მეტი გადაწვა. ხანძრის მასშტაბი არ ყოფილა უპრეცედენტო, მისი გამანადგურებელი სისწრაფე კი – ნამდვილად იყო. სვეინის თქმით, „200 წლის წინ ხანძარს შეეძლო 400 000 ჰექტარი მოეცვა, მაგრამ ასეთ ფართობს რამდენიმე დღეში ვერ გადაწვავდა. თვეები გაგრძელდებოდა“.

ცოტა ხნის წინ სვეინი სატელიტური თერმული გამოსახულებებით აკვირდებოდა 2024 წელს ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით მობობოქრე „ხიდის ხანძარს“. ის ეკრანზე ხედავდა შავ ლაქებს – რამდენიმე ასეულ გრადუსამდე გავარვარებულ ზონებს. ასეთი მაღალი ტემპერატურა „ან ვულკანურ ამოფრქვევაზე ან ტყის ხანძარზე“ მიანიშნებდა.
სულ რაღაც მეორე დღეს ხანძარი გავრცელდა და 18 000 ჰექტარს გადაუარა. მსგავსი სიჩქარე აქამდეც დაუფიქსირებიათ, რაც დამახასიათებელია ველის ხანძრებისთვის, მაგრამ ეს კონკრეტული ხანძარი ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ციცაბო მთების ტყეებს ანადგურებდა.

40 წელზე მეტია, მკვლევრები ხანძრებს მაღალი სიზუსტით ადევნებენ თვალს სატელიტებიდან, რაც, მართალია, გეოლოგიური ქრონოლოგიის უმცირესი მონაკვეთია, მაგრამ მათ მიერ დანახული ტენდენცია ნათელ სურათს ქმნის: ხანძრები უფრო მაღალი ტემპერატურისაა, უფრო სწრაფად წვავს და უფრო მეტ საკუთრებას ანადგურებს. „ბოლო ათწლეულია, თითქმის ყოველ წელს კალიფორნიაში, სულ ცოტა, ერთ ქალაქში ან მის დიდ ნაწილში ხანძარმა ყველაფერი გააცამტვერა“.
დევილს-პოსტპაილის ეროვნული ძეგლის ბაზალტის გეომეტრიული ნატეხები უთვალავჯერ გადაუღიათ. ეს სწორედ ისეთი შთამბეჭდავი ადგილია, ბლეკს რომ უნდოდა თერმულ კადრში გარდაესახა. „განმაცვიფრა ამ შავი ქანების ყინულოვანმა სახემ“, – ამბობს იგი.
2022 წელს მუხის ხანძარმა თითქმის 8000 ჰექტარი გადაწვა იოსემიტის ეროვნულ პარკთან. მალევე ბლეკის თერმულმა ფოტომ აჩვენა, როგორ ინარჩუნებდა მზის სინათლისგან მიღებულ სითბოს ალში დანახშირებული ხეების ტანი.
სეკვოიის ეროვნულ ტყეში ეს ტოტი ადამიანის თვალისთვის მის ქვეშ მდებარე გრანიტის ქანზეა შეზრდილი, მაგრამ თერმულ კადრში ტოტი სრულადაა გამოკვეთილი. „ეს ერთი ნათელი წამია … მთელი ამ კატასტროფის ზღვარზე“, – ამბობს ბლეკი.
კალდორის ხანძრიდან შეგროვებულ ხის მასალას ორი განსხვავებული ბედი ელის. ჰორიზონტალურად დაწყობილი მორები გაიყიდება, ხოლო ვერტიკალურად აღმართულებს დაწვავენ მინდორში, რომელიც ნიადაგის ზედა ფენამდე გაკაფეს. „საოცრად აპოკალიფსურად გამოიყურება, არა?“ – ამბობს ბლეკი.
ყინულივით ცივი იოსემიტის ჩანჩქერი თერმულ კადრში სიცარიელედ აღიბეჭდა დილის მზით გამთბარ ნათელ კლდესთან შედარებით. „ეს არის სრულიად სხვა თვალით დანახული ამერიკის ერთ-ერთი უცნობილესი ჩანჩქერი“, – ამბობს ბლეკი.

როდესაც National Geographic-ის მკვლევარმა და ფოტოგრაფმა მეტ ბლეკმა ეს უჩვეულო ცვლილებები იხილა საკუთარ სახლთან ახლოს, კალიფორნიის სიერა-ნევადის ქედის მიმდებარედ, გადაწყვიტა, ხანძრების შედეგი აღებეჭდა. თუმცა შავ-თეთრი ფოტოგრაფიით გატაცებული ბლეკი სხვის ნამუშევრებთან აშკარა მსგავსებამ დააფიქრა.
გასულ საუკუნეში, ანსელ ადამსის მსგავსად, სიერა-ნევადის შთამბეჭდავი შავ-თეთრი პეიზაჟები არავის გადაუღია. მისი საქმიანობა კონსერვაციის თანამედროვე მოძრაობასთანაა გადაჯაჭვული და ადამიანთა თაობები შთაუგონებია ველური ბუნების დასაცავად, მაგრამ, ბლეკის თქმით, ადამსის სტილში ლანდშაფტის გადაღება „თითქოს, აღარ შეესაბამებოდა რეალობას“. ადამსის კადრები ხომ დიდებულ ხედებს ასახავდა და გულისხმობდა, რომ ასეთი ადგილები ხელუხლებელი დარჩებოდა, თუ დავიცავდით. მაგრამ კლიმატის მოშლამ ეს იდეალი გაანადგურა.

ამგვარად, ბლეკმა უჩვეულო ხერხს მიმართა და ტექნიკური თერმული ფოტოკამერა არჩია, რომელიც ჩვეულებრივ ფოლადის გამოსაჭედი აღჭურვილობის შესამოწმებლად გამოიყენება. თუ ტრადიციული კამერა კადრის აღსაბეჭდად სინათლეს იყენებს, თერმული – სითბოს ეყრდნობა. თერმულ ფოტოზე უცხელესი ობიექტები, როგორც წესი, მკვეთრი თეთრი ფერისაა, ხოლო უცივესი – კუპრივით შავი.
სპეციალიზებული ლინზისა და სენსორის გარდა, ბლეკის კამერა საკმაოდ ჩვეულებრივია, მაგრამ როდესაც მას ბუნებისკენ მიმართავენ, გადაღებული თერმული კადრები საკვირველად თვალწარმტაცია. თუმცა მათ რაღაც უარყოფითიც სდევს თან – მუდმივი შეხსენება იმისა, თუ რის შედეგად შეიქმნა ისინი. გადამწვარ ტყეებში სალაშქროდ თერმული კამერის წაღება აღმოჩენასავით იყო. „გავოცდი, თუ როგორ რეაგირებდა ის მკვდარ ხეებზე“, – ამბობს იგი. ხის დანახშირებული შავი ტანი სითბოს ატყვევებს. ამგვარად, „თერმულ კამერაში რომ უყურებ, ისინი ლანდშაფტის ყველაზე ნათელი წერტილები ხდება“. თითქოს ისინი ხელახლა გაცოცხლდა, თუმცა აჩრდილისებრი სიცოცხლით მოსილი და ნაოხარზე ლანდისებურად მოელვარე.