National Geographic საქართველოს პირველი ნომერი 11 წლის წინ გამოვიდა.
დაარსების დღიდან ჟურნალის წარმდგენია კომპანია სილქნეტი.
გიზიარებთ National Geographic საქართველოს ფოტოგრაფების, ავტორებისა და გუნდის წევრების რჩეული კადრების ისტორიებს.
დავით ფრანგიშვილი ვირუსების მრავალფეროვან სამყაროზე მოგვითხრობს.
https://www.youtube.com/watch?v=OfC6dqUBp1I
აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე წარმოგვიდგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშს დმანისის იმ აღმოჩენებიდან, რომელთა წყალობით საქართველო მსოფლიო სამეცნიერო რუკაზე მოხვდა.
https://www.youtube.com/watch?v=_Venl8ysYnw&t=7s
გურამ წიბახაშვილი იხსენებს თუ როგორ მოხვდა მისი კადრი ამერიკულ National Geographic-ში.
ფოტოგრაფი ნიკოლოზ მჭედლიძე მოგითხრობთ როგორ გაიარა თუში მეცხვარეების ხიფათით სავსე გზა National Geographic საქართველოს გუნდთან ერთად.
https://youtu.be/fd2J-KO_i4M
National Geographic-ის მკვლევარი, ფოტოგრაფი თაკო რობაქიძე წარმოგიდგენთ კადრს მისი ვრცელი ნამუშევრიდან „აკრძალული ენა“, რომლის ყურადღების ცენტრში არიან ადამიანები ოკუპირებული გალიდან.