CARE FOR WONDERS - LOUIS XIII წარმოგვიდგენს ახალ ლიმიტირებულ გამოცემას - RARE CASK 42.1
ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად ელიტური კონიაკის სახლი წარმოგვიდგენს LOUIS XIII-ის მაქსიმალურ გამოხატულებას – დროისა და ბუნების ნამდვილ სასწაულს – ლიმიტირებულ გამოცემას RARE CASK 42.1.
„გაუფრთხილდით საოცრებებს“ – ამ თემით აღნიშნა სახელგანთქმულმა კონიაკის სახლმა ახალი შეზღუდული სერიის პრეზენტაცია საქართველოს დედაქალაქში, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გამართულ გალა-ვახშამზე და მიწვეულ სტუმრებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქა.

LOUIS XIII -ის ლიმიტირებული გამოცემის, RARE CASK 42.1-ის პრეზენტაციასა და საზეიმო საღამოს საქართველოში, კომპანია GD Holding-ის დაკვეთით, ორგანიზება და ვიზუალური გაფორმება „ანი პირველი ივენთსმა“ გაუწია.
ექსკლუზიური ღონისძიების პარალელურად, საქართველოს მდიდარი კულტურისა და ისტორიის გასაცნობად, პრივატულ ტურზე თბილისის რამდენიმე გამორჩეულ ადგილას საგანგებოდ მიიწვიეს განსაკუთრებული უცხოელი სტუმრები და ცნობილი კონიაკის სახლის ოფიციალური წარმომადგენლები, პრემიალური კონიაკის მოყვარულებთან ერთად.
RARE CASK 42.1, რომელიც მსოფლიოს პირველად 2023 წლის მარტში გააცნეს, ხელმისაწვდომია შეზღუდული რაოდენობით. ერთადერთი კასრიდან ჩამოსხმული გამოცემა სპეციალურად Baccarat-ს მიერ დამზადებულ შავი ბროლის 775 ბოთლში ჩამოისხა. თითოეული კასრი იქმნება ფრანგული მუხისგან, რომელსაც სოლიდურ ასაკამდე მისაღწევად 100 წელი სჭირდება. როგორც ამბობენ, ასეთ ხეს საკუთარი სული აქვს და ჩურჩულით გადასცემს მას eaux-de-vie-ს – „სიცოცხლის წყალს“.
ლიმიტირებული სერია RARE CASK შეარჩია ბატისტ ლუაზომ – მარნების მეხუთე თაობის ოსტატმა. მან LOUIS XIII-ის საგვარეულო Domaine du Grollet-ს მარანში განსაკუთრებულად არომატული პროფილით ერთადერთი კასრი აღმოაჩინა. RARE CASK-ის აღმოჩენა უნიკალური მომენტია LOUIS XIII-ის მარნების ოსტატის ცხოვრებაში, რადგან ასეთი სპონტანური, იშვიათი მოვლენა შესაძლოა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოხდეს.

„მართალია, RARE CASK-ის უნიკალურობას თავად ბუნება განაპირობებს, თუმცა მისი შექმნის განსაკუთრებული ხერხი ამ ხელოვნების თაობიდან თაობაზე გადაცემის შედეგად გაჩნდა. „RARE CASK 42.1-ის აღმოსაჩენად ყურს ვუგდებდი ჩემს ინსტინქტებს, ემოციებს მეცნიერებაზე მაღლა ვაყენებდი, ჩემს მოგონებებს ვუხმობდი“, – ამბობს ბატისტ ლუაზო.
ლეგენდარული ბოთლი თავისთავად ხელოვნების ნიმუშია, რომელსაც საფრანგეთის საუკეთესო ბროლის სახლების ოცი ოსტატი ქმნის. ძვირფასი ქვის მსგავსი იდეალური შავი ფერის მისაღწევად საჭიროა წარმოუდგენელი ტალანტი და უკიდურესი სიფრთხილე. ბოლოს ბოთლს უმაგრდება ოქროთი და როდიუმით გაწყობილი ყელი, რგოლი კი დამშვენებულია ოთხყურა ორნამენტების ნატიფი გრავიურით, რომელიც Fleur-de-lis-ს – ფრანგულ ჰერალდიკურ შროშანს მოგაგონებთ.
უესტმინსტერის სააბატოში (ლონდონი), დოჟების სასახლესა (ვენეცია) და მსოფლიოს სხვა გამორჩეულ ადგილებში გამართული მასშტაბური ღონისძიებების შემდეგ LOUIS XIII-ის ახალი ლიმიტირებული სერიის წარდგენა თბილისშიც შედგა.

რატომ საქართველო?
რადგან ეს არის ქვეყანა, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნა უნიკალური მემკვიდრეობა, ტრადიციები და ესთეტიკური სილამაზე. დღეს საქართველო კვლავ რჩება შთაგონების წყაროდ მთელი მსოფლიოს შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანებისათვის.
პრემიალური ფრანგული ბრენდის ღონისძიების პიარმხარდაჭერა და კონტენტის მომზადება უზრუნველყო სააგენტომ „სიმეტრა დიჯითალ“.
LOUIS XIII-ის შესახებ
1874 წლიდან მოყოლებული, კონიაკი LOUIS XIII მუდმივად ხელახლა იბადება თაობიდან თაობაზე გადაცემული და ოსტატურად კუპაჟირებული Cognac Grande Champagne-ის ძვირფასი საკონიაკე eaux-de-vie-სგან. დრო არის ის მთავარი მასალა, რომლისგანაც იქმნება ეს უიშვიათესი სული, თავისი მდგრადი არსით.
მარნის ოსტატი ბატისტ ლუაზოს ხელმძღვანელობით, LOUIS XIII წარმოადგენს ბუნებასა და ე.წ. ტერუარს შორის მჭიდრო კავშირის სიმბოლოს, დროის ანაბეჭდით კიდევ უფრო გაძლიერებულს. თითოეული წვეთი ცოცხალი მემკვიდრეობაა, თითოეული ბოთლი – დღესასწაულია შორსმჭვრეტელი გონებისა და ადამიანის ხელებისა, რომლებიც ქმნიან მომავალს და დღესვე ტოვებენ კვალს ხვალინდელ დღეში.
იფიქრეთ ასი წლით წინ.