წესები და პირობები
National Geographic საქართველოს ვებ-გვერდით სარგებლობის აღწერა და გამოყენების პირობები
განახლებულია 2020 წლის 8 სექტემბერს
- აიპ ენჯი საქართველოს მომსახურებათა აღწერა და გამოყენების პირობებზე თანხმობა
აიპ ენჯი საქართველომ („National Geographic საქართველო“, „ჩვენ“ ან „ჩვენი“), წინამდებარე გამოყენების პირობების შეთანხმება („შეთანხმება“) შეიმუშავა ქვემოთ განსაზღვრულ მომსახურებებთან თქვენი წვდომისა და მათი გამოყენების რეგულირების პირობების აღწერის მიზნით. წინამდებარე შეთანხმება გამოიყენება National Geographic საქართველოს ვებგვერდებთან („NG-ის ვებგვერდები“) და NG-ის პროდუქტებთან მიმართებით, ასევე ამ შეთანხმებასთან დაკავშირებულ სხვა შინაარსთან და მომსახურებებთან მიმართებით (ერთობლივად „მომსახურებები“).
National Geographic საქართველო მდებარეობს საქართველოში.
კონკრეტულ მომსახურებებთან თქვენი წვდომა ან მათი გამოყენება შესაძლოა მოითხოვდეს ამგვარ მომსახურებებთან დაკავშირებული დამატებითი პირობების, მათ შორის, წინამდებარე შეთანხმებაში ნებისმიერი სამომავლო ცვლილების, (ერთობლივად „დამატებითი პირობები“) თქვენ მიერ დადასტურებას და, ასევე, თქვენ მიერ კომპიუტერული პროგრამის ან (ქვემოთ განსაზღვრული) შინაარსის ჩამოტვირთვას. აღნიშნულის თანახმად, დამატებითი პირობები წინამდებარე შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს. ნებისმიერ ამგვარ დამატებით პირობებსა და წინამდებარე შეთანხმებას შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, ამ კონკრეტული მომსახურების თქვენ მიერ გამოყენების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება დამატებით პირობებს.
National Geographic საქართველო (ქვემოთ განსაზღვრულ) მომსახურებას თქვენი პირადი სიამოვნებისა და გართობის მიზნით გაწვდით. ნებისმიერი მომსახურების გამოყენებით (მიუხედავად იმისა, ანგარიშს ფლობთ თუ გამოწერით სარგებლობთ) ან წინამდებარე შეთანხმებაზე თანხმობის გრაფის მონიშვნით თქვენ გამოხატავთ თანხმობას წინამდებარე შეთანხმების, მათ შორის, ნებისმიერი სამომავლო ცვლილებისა და დამატებითი პირობების, ყველა გამოსაყენებელი კანონის, წესისა და რეგულაციის („გამოსაყენებელი კანონი“) დაცვის თაობაზე.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმებას. თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე ვალდებულების აღებასა და ყველა გამოსაყენებელი კანონის დაცვას, შესაძლოა ვერ გამოიყენოთ მომსახურებები და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ვებ-გვერდით სარგებლობა.
National Geographic საქართველომ წინამდებარე შეთანხმება შესაძლოა ნებისმიერ დროს შეცვალოს და ყოველი ამგვარი ცვლილება ძალაში შევა მომსახურებაზე მისი გამოქვეყნების ან ასახვისთანავე. ყველა არსებითი ცვლილება მხოლოდ სამომავლო წესით იმოქმედებს. ნებისმიერი ცვლილების შემდეგ თქვენ მიერ მომსახურებისუწყვეტი გამოყენება ცვლილების შესაბამისი რედაქციის წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე ვალდებულების აღების თაობაზე თქვენს დასტურად და თანხმობად ჩაითვლება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ წინამდებარე შეთანხმებას დროდადრო გაეცნოთ. National Geographic საქართველო ასევე შესაძლოა იყენებდეს მესამე მხრის მომსახურების მომწოდებლებს, მაგალითად, საქონლის მომწოდებლებს, კონტრაქტორებს, წარმომადგენლებსა თუ სპონსორებს, მომსახურებისწარმოების, განვითარების ან მათი მართვისა და გაწევისთვის National Geographic საქართველოს მხარდაჭერის მიზნით. - National Geographic საქართველოს ანგარიშის რეგისტრაცია და უსაფრთხოება
National Geographic საქართველოს ზოგიერთი მომსახურება თქვენგან ანგარიშის შექმნას ითხოვს მათში მონაწილეობისა და ამ მონაწილეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით (მაგალითად, წარმოდგენილი მასალის შინაარსის ნახვა, NG-ის პროდუქტების შეძენა, NG-ის ვებგვერდის პროფილის შექმნა და კონკრეტული საინფორმაციო ბიულეტენების გამოწერა). ანგარიშის შესაქმნელად და მომსახურების მისაღებად ვებგვერდზე დააჭირეთ რეგისტრაციის/გაწევრიანების ბმულს და შექმენით პროფილი.
ანგარიშის შესაქმნელად რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია, რომელსაც პირდაპირ ან (ქვემოთ განსაზღვრული) მესამე მხრის მომსახურების საშუალებით გვაწვდით, უნდა იყოს ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში თქვენ მიერ მუდმივად უნდა ახლდებოდეს. თქვენი მხრიდან აღნიშნულის შეუსრულებლობა წინამდებარე შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება, რამაც შესაძლოა თქვენი ანგარიშის დაუყოვნებლივი გაუქმება გამოიწვიოს. თქვენ არ უნდა (1) შეარჩიოთ ან გამოიყენოთ მომხმარებლის სახელის სახით სხვა პირის სახელი ამ პირად თავის გასაღების განზრახვით; ან (2) გამოიყენოთ მომხმარებლის სახელის სახით ისეთი სახელი, რომელიც სხვა პირის ნებისმიერ უფლებებს ექვემდებარება, სათანადო ნებართვის გარეშე. National Geographic საქართველო უფლებას იტოვებს, საკუთარი შეხედულებისამებრ უარი განაცხადოს მომხმარებლის სახელის რეგისტრაციაზე ან გააუქმოს იგი. ამგვარ ინფორმაციაში, მათ შორის, მაგრამ არა მარტო, თქვენს საკონტაქტო ინფორმაციაში, ნებისმიერი ცვლილების შეტყობინება თქვენი პასუხისმგებლობაა. თქვენ პასუხისმგებელი ხართ ყველა თქვენი პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე და პასუხისმგებელი ხართ თქვენი ანგარიშის გამოყენებაზე ყველა ჯერზე. შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ არავის გაუზიაროთ თქვენი ანგარიშის ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ანგარიშს სხვა გამოიყენებს, ან თქვენი ანგარიშის ინფორმაციის უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად დაცვის თქვენ მიერ შეუსრულებლობის გამო National Geographic საქართველოს სხვა ნებისმიერ მომხმარებელსა თუ მნახველს მიადგება ზარალი, თქვენ შესაძლოა პასუხისმგებლობა დაგეკისროთ და თქვენ ასევე თანხმდებით National Geographic საქართველოსთვის ამგვარი ქმედებებისგან გამოწვეული, მესამე მხარეთა მხრიდან მოთხოვნილი ზარალის ანაზღაურებაზე. თქვენ თანხმდებით, რომ არასდროს გამოიყენებთ სხვა წევრისა თუ გამომწერის ანგარიშს, მომხმარებლის სახელს, ელფოსტის მისამართსა თუ პაროლს და რომ სხვა რომელიმე პირს არ მისცემთ თქვენი ანგარიშის გამოყენების უფლებას. თქვენ თანხმდებით, რომ National Geographic საქართველოს დაუყოვნებლივ შეატყობინებთ, თუ დაეჭვდებით თქვენი ანგარიშის ან პაროლის უნებართვო გამოყენებასა თუ წვდომაში. National Geographic საქართველო იტოვებს უფლებას, მაგრამ არა ვალდებულებას, შეცვალოს თქვენი მომხმარებლის სახელი, ნებისმიერი მიზეზით, გამონაკლისის გარეშე, თუ თქვენ მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელი არღვევს წინამდებარე შეთანხმებას. თუ National Geographic საქართველო ხელმისაწვდომს ხდის საშუალებას, რომლითაც თქვენ თქვენს პროფილზე სურათის ატვირთვის შესაძლებლობა გაქვთ, National Geographic საქართველო აგრეთვე იტოვებს უფლებას, მაგრამ არა ვალდებულებას, გადასინჯოს თქვენ მიერ წარმოდგენილი პროფილის სურათი. - წვდომა
მომსახურებები მხოლოდ თქვენი პირადი და არაკომერციული გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. National Geographic საქართველომ შესაძლოა ნებისმიერ დროს შეცვალოს, დროებით შეაჩეროს ან შეწყვიტოს ყველა მომსახურება ან მათი ნაწილი (ან მათი ნებისმიერი ფუნქცია). National Geographic საქართველომ შესაძლოა აგრეთვე შეტყობინების გარეშე შეგიზღუდოთ წვდომა მომსახურებაზე, შემოთავაზებულიდან გარკვეულ ფუნქციებზე და/ან მათ ნაწილზე. თქვენ ადასტურებთ, რომ დროდადრო ყველა მომსახურება ან მათი ნაწილი შესაძლოა ხელმიუწვდომელი ან არამოქმედი იყოს ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის, მაგრამ არა მარტო: (1) აღჭურვილობის გაუმართაობით; (2) პერიოდული შეკეთების ან სარემონტო სამუშაოების გამო, რომლებსაც National Geographic საქართველო დროდადრო ატარებს; ან (3) მიზეზებით, რომლებიც National Geographic საქართველოს კონტროლს მიღმაა ან მის მიერ გონივრულად განჭვრეტადი ვერ იქნება. - შეთანხმების შეწყვეტა
წინამდებარე შეთანხმება სრულ ძალაში რჩება, ვიდრე მომსახურებას იყენებთ, თუ National Geographic საქართველო საკუთარი შეხედულებისამებრ არ შეწყვეტს მას. თქვენ ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიზეზით შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი ანგარიში შემდეგი გზით: (1) გაუგზავნოთ წერილი აიპ ენჯი საქართველოს, ადრესატი: აიპ ენჯი საქართველო, საიდენტიფიკაციო ნომერი: 404940310, მის.: შ.რუსთაველის გამზირი №3, ეროვნული მუზეუმის შენობა, 0105, თბილისი, საქართველო, ან (2) გამოგვიგზავნოთ შეტყობინება თქვენი ანგარიშის გაუქმების მოთხოვნით ელ.ფოსტაზე: [email protected]
National Geographic საქართველoმ ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიზეზით ან მიზეზის გარეშე შესაძლოა შეწყვიტოს თქვენი ანგარიში, ნებისმიერი გამოწერა და/ან ყველა მომსახურებაზე (ან მათ ნებისმიერ ნაწილზე) წვდომა წინასწარი შეტყობინებით, თუ ახსნა-განმარტებით ან მათ გარეშე და ამგვარი შეწყვეტის გამო თქვენ წინაშე არანაირი ვალდებულება არ დაეკისრება. ამასთანავე, National Geographic საქართველოს მიერ თქვენი ანგარიშის, გამოწერის და/ან მომსახურებაზე წვდომის შეწყვეტის შემდეგ წინამდებარე შეთანხმება სრულ ძალაში დარჩება თქვენ მიერ მომსახურების წარსულ და სამომავლო გამოყენებასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ გავაუქმებთ თქვენს მომხმარებლის ანგარიშს, გამოწერას და/ან მომსახურებაზე (ან მომსახურების ნებისმიერ ნაწილზე) წვდომას, National Geographic საქართველოს წინასწარი წერილობითი დასტურის გარეშე, შესაძლოა ვეღარ შექმნათ ახალი ანგარიში, შეისყიდოთ ახალი გამოწერა ან სცადოთ NG-ის მომსახურებაზე შესვლა. თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენი ანგარიში სხვა პირისთვის გადაცემას არ ექვემდებარება. თქვენს ანგარიშთან და/ან მომსახურებებთან დაკავშირებით ნებისმიერი უფლებები ასევე წყდება თქვენს გარდაცვალებასთან ერთად. - საფასური, გადახდილი საფასურის დაბრუნება
თქვენ ადასტურებთ, რომ National Geographic საქართველო უფლებას იტოვებს, გადაგახდევინოთ საფასური მომსახურების ნებისმიერი ნაწილისთვის. National Geographic საქართველო ნებისმიერ ამგვარ საფასურზე, მათ შორის, ამგვარი საფასურის თანხაში ნებისმიერ ცვლილებაზე, წინასწარ შეგატყობინებთ. ასევე შეგატყობინებთ თქვენი ანგარიშისა და/ან გამოწერის გაუქმების გზის შესახებ იმ შემთხვევისთვის, თუ არ მოისურვებთ შეცვლილი საფასურის გადახდას. თუ თქვენ მომსახურების გამოყენებას განაგრძობთ გამოსაყენებელი საფასურის დადგენის ან გაზრდის შემდეგ, თქვენ ცალსახად ეთანხმებით აღნიშნულ გამოწერის საფასურს ან მის გაზრდას და თქვენი გამოწერილი მომსახურების დარჩენილი ნაწილისთვის პასუხისმგებელი იქნებით ამგვარი საფასურის გადახდაზე. თქვენ არ გექნებათ ამგვარი საფასურის ან სხვა გადასახადების რომელიმე გამოუყენებელი ნაწილის უკან მიღების უფლება, თუ National Geographic საქართველო დროებით შეაჩერებს ან შეწყვეტს თქვენს ანგარიშს და/ან წვდომას ნებისმიერ მომსახურებაზე (ან ამ მომსახურების ნებისმიერ ნაწილზე), National Geographic საქართველოს მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ თქვენ მიერ წინამდებარე შეთანხმების ან გამოსაყენებლი კანონის დარღვევის გამო.
თქვენ გექნებათ საფასურის ან სხვა გადასახადების რომელიმე გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნების უფლება, თუ National Geographic საქართველო დროებით შეაჩერებს თქვენ მიერ გადახდილი პროდუქტის/მომსახურების მოწოდებას. აღნიშნულთან დაკავშირებით წერილობით უნდა მიმართოთ ადმინისტრაციას, ან გაგზავნოთ ელ. წერილი ფოსტაზე: [email protected] სადაც დაასაბუთებთ თანხის დაბრუნების მოთხოვნას და გამოგზავნით თქვენს მონაცემებს საბანკო გადარიცხვისთვის. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (თუ ნამდვილად დადასტურდა ჩვენი მხრიდან პროდუქტის/მომსახურების მიწოდების შეწყვეტა), თანხა დაგიბრუნდებათ 30 (ოცდაათი) საბანკო დღის განმავლობაში. - NG-ის პროდუქტების შეძენა, დაბრუნება, მიწოდება
ნებისმიერი მომსახურების, ფუნქციის, გამოწერის (მათ შორის, ნებისმიერი პრემიუმ გამოწერის) ან პროდუქტის („NG-ის პროდუქტი“) ნებისმიერი მომსახურების გზით შეძენასთან დაკავშირებით, შესაძლოა მოგეთხოვოთ პირადი ინფორმაციის, მათ შორის, საკრედიტო ბარათისა და გადახდის რეკვიზიტების შესახებ ინფორმაციის („პირადი ფინანსური ინფორმაცია“), წარდგენა, National Geographic საქართველოს მიერ შერჩეული, მაგრამ მასთან არააფილირებული დამოუკიდებელი მესამე მხრისთვის („გადამამუშავებელი“). როდესაც გადამამუშავებელი პასუხისმგებელია თქვენი პირადი ფინანსური ინფორმაციის შეგროვებაზე, გადაცემაზე და/ან დამუშავებაზე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენი შეკვეთის შესრულებაზე, თქვენი პირადი ფინანსური ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და გადაცემა, ასევე NG-ის პროდუქტებთან დაკავშირებული ნებისმიერი გადახდის ვალდებულებები, რეგულირდება გადამამუშავებლის გამოყენების/მომსახურების პირობებითა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტ(ებ)ით. თუ თქვენ NG-ის პროდუქტს იძენთ, თქვენ ადასტურებთ, რომ გადამამუშავებლისთვის მიწოდებული პირადი ფინანსური ინფორმაციის გამოყენებით პროდუქტის შეძენაზე უფლებამოსილი ბრძანდებით. NG-ის პროდუქტი რომ შეიძინოთ, თქვენ სრულწლოვანი (18+) უნდა იყოთ.
თუ თქვენ გამოწერაზე დაფუძნებულ ამა თუ იმ NG-ის პროდუქტებს შეიძენთ, თქვენი გამოწერა ავტომატურად განახლდება და იმ საკრედიტო ან სადებეტო ბარათიდან, რომელიც ამგვარი NG-ის პროდუქტისთვის გადამამუშავებელს მიაწოდეთ, თქვენი გამოწერის საანგარიშო ციკლის შესაბამისად (მაგალითად, ყოველთვიურად, 3 თვეში ერთხელ, 6 თვეში ერთხელ, ყოველწლიურად) თანხა ჩამოიჭრება, თუ გამოწერას არ გააუქმებთ გამოწერის ავტომატური განახლების თარიღამდე. თქვენი გამოწერის განახლების ხარჯი იგივე იქნება, რაც თავდაპირველი შეძენის ფასია, თუ თქვენ წინასწარ სხვაგვარ შეტყობინებას არ მიიღებთ. თქვენ ადასტურებთ და თანხმდებით, რომ გამოწერისთვის თქვენი საკრედიტო ბარათიდან თანხის ჩამოჭრის ნებართვა ავტომატურად გადაეცემა National Geographic საქართველოს ან გადამამუშავებლის ნებისმიერ მემკვიდრეებს თუ უფლებამონაცვლეებს არსებითად მსგავსი გამოწერისთვის. ზოგიერთი გამოწერის პარამეტრი უფასო საცდელ ვადას მოიცავს. თქვენ მხოლოდ ერთი უფასო საცდელი ვადით სარგებლობის საშუალება გაქვთ. მომდევნო გამოწერები ან გაუმჯობესებები დამატებით უფასო საცდელ ვადას არ ექვემდებარება.
ამჯერად ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით შესაძლებელია National Geographic საქართველოს ჟურნალის გამოწერა, რომელიც გამოიცემა ყოველთვიურად. შესაბამისი პერიოდის გამოწერის ვადაში ჟურნალი მოგეწოდებათ ყოველთვიურად, მიმდინარე (ნომრის გამოცემის თვე) თვის ბოლომდე, საკურიერო კომპანიის მეშვეობით.
იმ შემთხვევაში, თუკი მოგეწოდებათ დაზიანებული ჟურნალი, უნდა დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას ან მოგვწეროთ ელ. წერილი ფოსტაზე: [email protected] და დაზიანებული ჟურნალის მოწოდების დადგენის შემთხვევაში გადაგიცვლით დაუზიანებელ ეგზემპლარში.
ჟურნალის გამოწერა არ უქმდება.
თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენი პირადი ფინანსური ინფორმაციის გამოყენებით ჩატარებულ ნებისმიერ და ყველა სავაჭრო ოპერაციაზე, მათ შორის, მაგრამ არა მარტო, ნებისმიერ და ყველა დანახარჯზე. თქვენ ადასტურებთ და თანხმდებით, რომ, იმ შემთხვევაში, თუ გადამამუშავებელმა მონაცემთა უსაფრთხოება დაარღვია, რაც ნებისმიერ თქვენს მონაცემზე მოახდენს ზეგავლენას, National Geographic საქართველო თქვენ წინაშე არ იქნება პასუხისმგებელი ან ვალდებული მონაცემთა უსაფრთხოების რომელიმე ამგვარი დარღვევის გამო.
თუ თქვენს შენაძენებთან ან სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვა გაქვთ, ან მიგაჩნიათ, რომ თქვენი ინფორმაციის გამოყენებით შეცდომა ან უნებართვო ოპერაცია, თუ ოპერაციებთან დაკავშირებული ქმედება ფიქსირდება, გადამამუშავებელს უნდა დაუკავშირდეთ. - შინაარსის შეზღუდული ლიცენზია
მომსახურებები შეიცავს ინფორმაციას, ტექსტს, ფაილებს, გამოსახულებებს, ვიდეოს, ხმებს, მუსიკალურ ნამუშევრებს, საავტორო ნამუშევრებს, მასალებს, აპლიკაციებს, კომპიუტერულ პროგრამას, სავაჭრო სახელწოდებებს, ლოგოებს, დიზაინსა და ნებისმიერ სხვა მასალასა თუ შინაარსს (ერთობლივად „შინაარსი“), რომლებიც National Geographic საქართველოს ლიცენზიარებსა და უფლებაგადამცემებს ეკუთვნის (ერთობლივად „NG-ის შინაარსი“), აგრეთვე მომხმარებელთა მიერ მოწოდებულ მასალებსა და შინაარსს (ერთობლივად „მომხმარებლის შინაარსი“) ან მესამე მხარეთა მიერ მოწოდებულ მასალებსა და შინაარსს. მომსახურებებში არსებული NG-ის შინაარსი საავტორო უფლების, სასაქონლო ნიშნის, პატენტის, კომერციული საიდუმლოს და სხვა კანონებითაა დაცული და თქვენსა და National Geographic საქართველოს შორის NG-ის შინაარსსა და მომსახურებაზე ყველა უფლებას National Geographic საქართველო, მისი ლიცენზიარები, ან მისი უფლებაგადამცემები ფლობენ და ინარჩუნებენ. ამგვარად National Geographic საქართველო თქვენ შეზღუდულ, გამოხმობად, არასუბლიცენზირებად, არაგადაცემად ლიცენზიას განიჭებთ NG-ის შინაარსზე წვდომისა და ეკრანზე ჩვენების ან შესრულების მიზნით (პროგრამული კოდის გამოკლებით), მხოლოდ და მხოლოდ თქვენი პირადი არაკომერციული მოხმარებისთვის, მომსახურების გამოყენებასთან დაკავშირებით. მომსახურება შესაძლოა აგრეთვე მომხმარებლის შინაარსსაც შეიცავდეს. წინამდებარე შეთანხმებაში გათვალისწინებულის ან გამოყენებადი მომსახურების დამატებითი პირობებით ცალსახად ნებადართულის გარდა, თქვენ არ შეგიძლიათ მომსახურებაში ან მათი გავლით არსებული არანაირი შინაარსის გადაწერა, ჩამოტვირთვა, ნაკადის დაფიქსირება, კვლავწარმოება, დუბლირება, არქივირება, ატვირთვა, ცვლილება, თარგმნა, გამოქვეყნება, მაუწყებლობით გადაცემა, გადაცემა, ხელახლა გადაცემა, განაწილება, შესრულება, ეკრანზე ჩვენება, გაყიდვა, კადრად გადაცემა თუ შიდა ბმულად ჩასმა, ხელმისაწვდომად ქცევა ან სხვაგვარად გამოყენება.
National Geographic საქართველოს, ან ზემოთ მოცემული შეზღუდული ლიცენზიის მიერ მკაფიოდ და ცალსახად ნებადართული შემთხვევების გარდა, თქვენ მკაცრად გეკრძალებათ NG-ის შინაარსიდან გამომდინარე და მასზე დაფუძნებული ნამუშევრების ან მასალების (მათ შორის, მაგრამ არა მარტო, შრიფტების, პიქტროგრამების, ბმულის ღილაკების, ფონური სურათის, დესკტოპის თემების, ინტერნეტ საფოსტო ბარათების, მონტაჟების, კოლაჟებისა და მსგავსი ვიდეოების, მისალოცი ბარათებისა და დაუპატენტებელი საქონლისა და ატრიბუტების) შექმნა. აღნიშნული აკრძალვა მოქმედებს მიუხედავად იმისა, ამგვარი ნაწარმოები ნამუშევრები ან მასალები გაიყიდება, გაიცვლება, თუ უსასყიდლოდ გაიცემა. ამასთან, თქვენ არ შეგიძლიათ პირდაპირ, ან რომელიმე მოწყობილობის, კომპიუტერული პროგრამის, ინტერნეტგვერდის, ინტერნეტტექნოლოგიაზე დაფუძნებული მომსახურების ან სხვა საშუალების გზით წაშალოთ, შეცვალოთ, აიცილოთ, დააზიანოთ ან თავი აარიდოთ რომელიმე საავტორო უფლებას, სასაქონლო ნიშანს თუ მომსახურებაზე არსებულ NG-ის შინაარსზე აღნიშნულ საკუთრების უფლებაზე სხვა მითითებას, ან NG-ის შინაარსთან დაკავშირებულ ციფრული საავტორო უფლებების მართვის რაიმე მექანიზმს, მოწყობილობას, თუ შინაარსის სხვა დაცვის, გადაწერის კონტროლისა თუ წვდომის კონტროლის ზომას, მათ შორის, გეოფილტრაციის მექანიზმებს. National Geographic საქართველოზე ან მომსახურებაზე წმინდად აღწერილობითი სახით მითითების საჭიროების გარდა, თქვენ მკაფიოდ გეკრძალებათ ნებისმიერი NG-ის შინაარსის ნებისმიერი სახით გამოყენება.
National Geographic საქართველოს წერილობითი ნებართვის გარეშე თქვენ არ შეგიძლიათ მომსახურებაზე ან სხვა რომელიმე სერვერზე არსებული რაიმე NG-ის შინაარსის გამეორება. თქვენ არ შეგიძლიათ მომსახურების რაიმე არაკანონიერი, ან წინამდებარე შეთანხმებით აკრძალული მიზნით გამოყენება. თქვენ არ შეგიძლიათ მომსახურების რაიმე ისეთი სახით გამოყენება, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს, მწყობრიდან გამოიყვანოს, გადატვირთოს თუ შეასუსტოს მომსახურება, ან შეაფერხოს ნებისმიერი მესამე მხრის მიერ მომსახურების გამოყენება და სარგებლობა. თქვენ არ შეგიძლიათ მომსახურებაზე უნებართვო წვდომის მიღების ცდა ჰაკერული ქმედების, პაროლის ამოღებისა თუ სხვა რაიმე საშუალებით. ამ შემთხვევებსი National Geographic საქართველო უფლებას იტოვებს, ნებიემიერ დროს ნებისმიერი მიზეზით ან ყოველგვარი მიზეზის გარეშე საკუთარი შეხედულებისამებრ შეწყვიტოს მომსახურებაზე ან მის რომელიმე ნაწილზე თქვენი წვდომა, წინასწარი თუ რაიმე შეტყობინების გარეშე. - საავტორო უფლებების დამრღვევი მასალის წაშლა
National Geographic საქართველო სხვათა ინტელექტუალურ საკუთრებას პატივს სცემს და სხვა მომხმარებლებისგანაც ამავეს მოითხოვს. National Geographic საქართველო გააჩნია პოლიტიკა, რომელიც შეუფერებელ გარემოებებში განმეორებით დამრღვევ მომხმარებელთა და ანგარიშის მფლობელთა გაუქმებას ითვალისწინებს. National Geographic საქართველო ასევე იტოვებს უფლებას, გააუქმოს NG-ს შინაარსის გადაცემაზე ნებისმიერ წვდომა, რომელიც ნებისმიერი პიროვნების საავტორო უფლებებს არღვევს.
თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ მომსახურებაზე არსებული მასალები თქვენს საავტორო უფლებებს არღვევს.
თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ მომსახურებაზე არსებული ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა თქვენს საავტორო უფლებებს არღვევს, განცხადებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით NG-ის საავტორო უფლებების წარმომადგენელს უნდა გაუგზავნოთ წერილობითი შეტყობინება, რომელიც არსებითად სრულად შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: (ა) იდენტიფიკაცია საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებისა, რომელზეც სამართალდარღვევაა განცხადებული, ან, თუ საავტორო უფლებით დაცული მრავლობითი ნაწარმოებებია ერთ შეტყობინებაში შესული, ამგვარ ნაწარმოებთა წარმომადგენლობითი ნუსხა; (ბ) განცხადებული სამართალდამრღვევი მასალის იდენტიფიკაცია და გონივრულად საკმარისი ინფორმაცია, რათა National Geographic საქართველომ მოახერხოს მომსახურებაზე ამ მასალის ადგილმდებარეობის განსაზღვრა (როგორიცაა განცხადებული სამართალდამრღვევი მასალის ერთიანი რესურსების მაძიებ(ე)ლ(ებ)ი (URL(s); (გ) გონივრულად საკმარისი ინფორმაცია, რათა National Geographic საქართველომ მოახერხოს თქვენთან დაკავშირება, როგორიცაა მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი; (დ) თქვენი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კეთილსინდისიერი ვარაუდი გაგაჩნიათ, რომ სადავო გამოყენება არ არის შესაბამისი საავტორო უფლების მფლობლის ან მისი წარმომადგენლის მიერ ან გამოსაყენებელი კანონით ნებადართული; (ე) თქვენი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენს შეტყობინებაში ზემოთ მოცემული ინფორმაცია სწორია და ცრუმოწმეობის გამო სისხლის სამართლის ჩვენების შიშის ქვეშ თქვენი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ბრძანდებით მტკიცებისამებრ დარღვეული განსაკუთრებული უფლების მფლობელი ან მფლობელის სახელით მოქმედებაზე უფლებამოსილი და (ვ) თქვენი ფიზიკური ან ელექტრონული ხელმოწერა. განცხადებული სამართალდარღვევის შეტყობინებისთვის National Geographic საქართველოს საავტორო უფლებების წარმომადგენელთან შემდეგნაირად არის შესაძლებელი დაკავშირება: ქ. თბილისი, შ. რუსთაველის გამზირი №3, National Geographic საქართველოს ოფისი. გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი შეტყობინება ყურადრებას უნდა ამახვილებდეს იმ მომსახურებაზე, რომელზეც თქვენი განცხადებული სამართალდარღვევა მოხდა. თუ გსურთ National Geographic საქართველოს საავტორო უფლებების წარმომადგენელს ელექტრონული სახით გაუგზავნოთ შეტყობინება, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ. წერილი შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected] - მესამე მხარის ბმულები და მომსახურებები
მომსახურებამ ან მესამე მხარეებმა შესაძლოა წარმოადგინონ ბმულები სხვა ვებგვერდებთან, აპლიკაციებთან, რესურსებთან, ან მესამე მხარეთა მიერ შექმნილ სხვა მომსახურებასთან (ერთობლივად „მესამე მხრის მომსახურება“). როდესაც მესამე მხრის მომსახურებით სარგებლობთ, ურთიერთქმედებთ ამ მესამე მხარესთან და არა National Geographic საქართველოსთან. თუ თქვენ მესამე მხრის მომსახურების გამოყენებას და მასთან ინფორმაციის გაზიარებას გადაწყვეტთ, მესამე მხარის მომსახურებამ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გამოიყენოს და გააზიაროს მესამე მხარის მომსახურების კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და ამგვარ მესამე მხარის მომსახურებაზე თქვენს კონფიდენციალურობის პარამეტრების შესაბამისად. გარდა ამისა, მესამე მხარის მომსახურების უზრუნველმყოფი მესამე მხარე შესაძლოა იყენებდეს სხვა მხარეებს თქვენთვის აპლიკაციების ან მომსახურების ფრაგმენტების უზრუნველსაყოფად, როგორიცაა ტექნოლოგია, განვითარებისა თუ გადახდის მომსახურება. National Geographic საქართველო არ არის პასუხისმგებელი და არ იძლევა პირდაპირ გამოხატულ ან ნავარაუდევ გარანტიას მესამე მხარის მომსახურებასთან დაკავშირებით (მათ შორის, მაგრამ არა მარტო, ამგვარი მესამე მხარის მომსახურების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორესა თუ სისრულეზე, ან მის კონფიდენციალურობის წესებსა და პროცედურებაზე). ჩვენს მომსახურებაზე ნებისმიერი მესამე მხარის მომსახურების ან მასთან ბმულის ჩართვა არ ვარაუდობს ამ მესამე მხარის მომსახურების დამტკიცებას ან მოწონებას. National Geographic საქართველო არ არის პასუხისმგებელი რომელიმე ვებგვერდის შინაარსსა თუ საქმიანობაზე, გარდა იმ მომსახურებისა, რომლებიც წინამდებარე შეთანხმებას უკავშირდება, მაშინაც კი, თუ ასეთ ვებგვერდს გააჩნია ბმული NG-ის მომსახურებაზე და თუ მას NG-ის შვილობილი ან National Geographic საქართველოსთან სხვაგვარად დაკავშირებული კომპანია ამუშავებს. მომსახურების გამოყენებით თქვენ ადასტურებთ და თანხმდებით, რომ National Geographic საქართველო არ არის თქვენ წინაშე პასუხისმგებელი ან ვალდებული რაიმე შინაარსზე ან სხვა მასალებზე, რომლებზეც ჩვენი მომსახურების გარდა სხვა ნებისმიერი ვებგვერდის, მობილური გვერდისა თუ აპლიკაციის მიერ არის წვდომა და მომსახურება უზრუნველყოფილი. როდესაც მესამე მხარის მომსახურებაზე გაქვთ წვდომა, ამას თქვენი საკუთარი რისკის ქვეშ აკეთებთ. National Geographic საქართველო დაჟინებით გირჩევთ, რომელიმე მესამე მხარის მომსახურებას ან მისი მეშვეობით არ გადასცეთ რაიმე ისეთი პირადობის ამოცნობადი ინფორმაცია, თუ იმ მხარეს, რომელთანაც ურთიერთქმედებთ, არ იცნობთ და მასთან თავს უსაფრთხოდ არ გრძნობთ. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ნებისმიერ მომსახურებასთან ჰიპერტექსტის ბმულის შექმნით, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ შესაბამის მომსახურებას და მისგან თანხმობა მიიღოთ. ჰიპერტექსტის ბმულების ჩამოყალიბებისას თქვენ არანაირად, გამოხატულად ან ნავარაუდევად, არ უნდა წარმოადგინოთ, რომ National Geographic საქართველოს, მათ შორის, მისი შესაბამისი თანამშრომლების, წარმომადგენლების, ხელმძღვანელების, მოხელეების ან აქციონერების, მოწონება, დაფინანსება ან მხარდაჭერა მიიღეთ. - წევრთა დავა
თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს ურთიერთქმედებაზე National Geographic საქართველოს სხვა მომხმარებლებთან და მნახველებთან, მესამე მხარეთა მომსახურების მომწოდებლებთან, გადამამუშავებლებთან ან სხვა ნებისმიერ მხარესთან, რომლებთანაც მომსახურებაზე, მათი საშუალებით ან მათთან კავშირში ურთიერთქმედებთ. National Geographic საქართველო იტოვებს უფლებას, მაგრამ არა ვალდებულებას, ამ კავშირებში ჩაერთოს ნებისმიერი სახით. - კონფიდენციალურობა
მომსახურების გამოყენება აგრეთვე რეგულირდება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით, რომელიც აღნიშნული მითითებით წინამდებარე შეთანხმებაში ერთიანდება. - დათქმები
NG-ის მომსახურება უზრუნველყოფილია „როგორც არის“ და „როგორც ხელმისაწვდომია“ და National Geographic საქართველო გარანტიას ან დაპირებას არ იძლევა NG-ის მომსახურების გამოყენების ან განგრძობითი ხელმისაწვდომობის რაიმე კონკრეტულ შედეგზე. გამოსაყენებელი კანონის მიერ ნებადართული მაქსიმალური ზომით National Geographic საქართველო მკაფიოდ აცხადებს უარს ნებისმიერი სახის გამოხატულ ან ნავარაუდევ გარანტიებსა და პირობებზე, მათ შორის, მაგრამ არა მარტო, ნავარაუდევ გარანტიებზე გაყიდვისთვის ვარგისობასთან, კონკრეტული განზრახვისა და უფლებების დაურღვევლობის გამოსადეგობასთან და შესრულების მიმდინარეობასთან ან საქმიანი ოპერაციების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ზემოხსენებულის ზოგადი ხასიათის შეუზღუდავად, National Geographic საქართველო გარანტიას არ იძლევა, რომ NG-ის მომსახურების თქვენ მიერ გამოყენება უწყვეტი, დროული, უსაფრთხო ან უშეცდომო იქნება, რომ NG-ის მომსახურების ნაკლოვანებები გამოსწორდება, რომ NG-ის მომსახურება ან სერვერები, რომლებზეც ისინია ხელმისაწვდომი, ვირუსებისგან ან სხვა საზიანო კომპონენტებისგან თავისუფალი იქნება, ან რომ NG-ის მომსახურებაზე ან მესამე მხარის მომსახურებაზე, მათი საშუალებით ან მათთან დაკავშირებით, თქვენ მიერ მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, მაგრამ არა მარტო, მომხმარებლის შინაარსის ან მესამე მხრის სარეკლამო განცხადებების საშუალებით) სწორი, სანდო, დროული თუ სრული იქნება. National Geographic საქართველო არ იქნება პასუხისმგებელი რაიმე დანაკარგსა და ზიანზე (მათ შორის, მაგრამ არა მარტო, მონაცემთა დაკარგვაზე, საკუთრების დაზიანებაზე, პირად ზიანსა თუ სხვაზე), რომლებიც გამოწვეულია NG-ის მომსახურების გამოყენებით, NG-ის მომსახურების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემებით ან ტექნიკური გაუმართაობით, National Geographic საქართველოს ღონისძიებაზე დასწრებით, NG-ის მომსახურებასთან დაკავშირებით ჩამოტვირთული ან სხვაგვარად მიღებული მასალით, NG-ის მომსახურებაზე, მისი საშუალებით ან მასთან დაკავშირებით გადაცემული ნებისმიერი მომხმარებლის შინაარსით, ნებისმიერი მესამე მხარის სარეკლამო განცხადებითა თუ მესამე მხრის მომსახურებით, ან NG-ის მომსახურების ნებისმიერი მომხმარებლების ქცევით, ინტერნეტქსელსა თუ მის გარეთ. მომხმარებლის შინაარსის, მესამე მხრის სარეკლამო განცხადებების, მესამე მხრის მომსახურებებისა და ნებისმიერი მესამე მხრის მიერ უზრუნველყოფილი საქონლისა თუ მომსახურების თქვენ მიერ გამოყენება თქვენს ერთპიროვნულ პასუხისმგებლობასა და თქვენს საკუთარ რისკს წარმოადგენს.
თქვენ ადასტურებთ და თანხმდებით, რომ NG-ის მომსახურებისა და მასთან დაკავშირებით გადაცემული ან მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის თქვენ მიერ გამოყენება, შესაძლოა არ იყოს უსაფრთხო და შესაძლოა არაუფლებამოსილ მხარეებს ჩაუვარდეს ხელში. თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას თქვენი კომპიუტერული სისტემის ან სხვა საკუთრების ნებისმიერი ტექნიკური მომსახურების, შეკეთებისა თუ გასწორების, ან NG-ის მომსახურების გამოყენებით განპირობებული დაკარგულ მონაცემთა აღდგენისა თუ რეკონსტრუქციის მთლიან ხარჯზე.
მომხმარებლის შინაარსი, მესამე მხრის სარეკლამო განცხადებები და მესამე მხრის მომსახურება აუცილებელი წესით არ ასახავენ National Geographic საქართველოს, National Geographic-ის საზოგადოებისა თუ ჩვენი NG-ის შვილობილების მოსაზრებებსა და პოლიტიკას. - პასუხისმგებლობის შეზღუდვა
გამოსაყენებელი კანონის მიერ ნებადართული მაქსიმალური ზომით National Geographic საქართველო არ იქნება თქვენ ან ნებისმიერი მესამე მხარის წინაშე ვალდებული რაიმე ირიბ, გამოუწვეულ, სადამსჯელო, თანმხლებ, განსაკუთრებულ ან საჯარიმო ზიანზე, მათ შორის, მაგრამ არა მარტო, დაკარგული მოგების ზიანზე, რომელიც გამოწვეულია NG-ის მომსახურების თქვენ მიერ გამოყენებით ან გამოყენების შეუძლებლობით, მაშინაც კი, თუ National Geographic საქართველო გაფრთხილებულ იქნა ამგვარი ზიანის შესაძლებლობის თაობაზე. წინამდებარე დოკუმენტში მოცემულის საპირისპირო ნებისმიერი პირობის მიუხედავად, გამოსაყენებელი კანონის მიერ ნებადართული მაქსიმალური ზომით National Geographic საქართველოს თქვენ მიმართ ვალდებულება, მიუხედავად ნებისმიერი მიზეზისა და სარჩელის ფორმისა, ნებისმიერ დროს შეზღუდული იქნება NG-ის მომსახურებებისთვის საჩივრამდე თორმეტი (12) თვით ადრე თქვენ მიერ National Geographic საქართველოსთვის გადახდილი თანხით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
თქვენ ადასტურებთ და თანხმდებით, რომ National Geographic საქართველოს მოქმედების ან უმოქმედობის, ან თქვენ მიერ NG-ის მომსახურების გამოყენებით გამოწვეული თქვენი ზიანი არ არის გამოუსწორებელი და არასაკმარისია, რათა თქვენ მოგანიჭოთ NG-ის მომსახურების ნებისმიერ ნაწილზე წვდომის ხელმისაწვდომობის ან ნებისმიერი პიროვნების შესაძლებლობის შემზღუდველი, სასამართლოს აკრძალვის ან სამართლიანობის სამართლის სასამართლო დაცვის საშუალების უფლება.
წინამდებარე თავში მოცემული შეზღუდვები იმოქმედებს იმისგან დამოუკიდებლად, თუ სავარაუდო ვალდებულება ეფუძნება ხელშეკრულებას, სამოქალაქო კანონდარღვევას, დაუდევრობას, ობიექტურ პასუხისმგებლობას ან სხვა რომელიმე საფუძველს, მაშინაც კი, თუ National Geographic საქართველო გაფრთხილებულ იქნა ნებისმიერი ამგვარი ზიანის შესაძლებლობის თაობაზე. - იურისდიქცია
National Geographic საქართველო მომსახურებას საქართველოში გასწევს. National Geographic საქართველო არ აცხადებს, რომ NG-ის შინაარსი და მომსახურებები სხვა ადგილმდებარეობებში გამოსაყენებლად შესაფერისია (ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელმისაწვდომია). თუ თქვენ მომსახურებას საქართელოსგან განსხვავებული იურისდიქციიდან იყენებთ, თქვენ თანხმდებით, რომ ასე თქვენი საკუთარი ინიციატივით მოქმედებთ და თქვენ მიერ მომსახურების გამოყენების შესაბამისი ადგილობრივი კანონების დაცვაზე ხართ პასუხისმგებელი.
ყველა მომსახურება არ არის ხელმისაწვდომი მსოფლიოს ან ქვეყნის მასშტაბით და National Geographic საქართველო არ აცხადებს, რომ ნებისმიერი მომსახურების მიღებას ნებისმიერ კონკრეტულ იურისდიქციაში შეძლებთ, საქართველოში, თუ მის გარეთ.
National Geographic საქართველოსა და ნებისმიერ მომხმარებელს შორის ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. - დავის გადაწყვეტა
National Geographic საქართველო, მისი წარმომადგენლები, თანამშრომლები, ნივთობრივ უფლებაში წინამორბედები და უფლებამონაცვლეები და თქვენ თანხმდებით, რომ თქვენსა და National Geographic საქართველოს შორის National Geographic საქართველოსთან თქვენი ურთიერთობის ნებისმიერ ასპექტთან დაკავშირებული (წინამდებარე დოკუმენტში განსაზღვრული) ნებისმიერი დავა გადაწყდება საქართველოს სასამართლოში.
თქვენსა და National Geographic საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდება საქართველოს სასამართლოს მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
თუ თქვენ და ჩვენ 45 დღეში უთანხმოებას არ გადავწყვეტთ, დავის წამოწყება შეგვიძლია, ზემოთ აღნიშნული წესების თანახმად.
მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარიმართება სასამართლო პროცესი, თითოეული თქვენგანმა, თქვენ და National Geographic საქართველომ, კეთილსინდისიერად უნდა ითანამშრომლოთ კონფიდენციალური დოკუმენტებისა და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლაში. - მარეგულირებელი კანონმდებლობა
წინამდებარე შეთანხმება რეგულირდება საქართველოს კანონებით და განიმარტება მათ თანახმად, კანონის დებულებებთან მისი წინააღმდეგობის გაუთვალისწინებლად. თქვენ და National Geographic საქართველო თანხმდებით, წინამდებარე შეთანხმებით ან მომსახურებებით გამოწვეული ნებისმიერი დავის გადაწყვეტა საქართველოში მდებარე სასამართლოს წარუდგინოთ. ამგვარად თქვენ გაცნობიერებულად, ნებაყოფლობით და განზრახ ამბობთ უარს ნებისმიერ უფლებაზე, რომელიც შესაძლოა გაგაჩნდეთ, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვაზე ნებისმიერ დავასთან (მათ შორის, მაგრამ არა მარტო, ნებისმიერ მოთხოვნასთან, შემხვედრ მოთხოვნასთან, ჯვარედინ მოთხოვნასთან ან მესამე მხრის მოთხოვნასთან) დაკავშირებით, რომელიც წინამდებარე შეთანხმებიდან, მის ფარგლებში თუ მასთან კავშირში წარმოიშვება.
- პასუხისმგებლობის არიდება
თქვენ თანხმდებით, National Geographic საქართველოს, მის ქვეკონტრაქტორებსა და სხვა პარტნიორებს და მათ შესაბამის მოხელეებს, წარმომადგენლებს, პარტნიორებსა და თანამშრომლებს თავიდან აარიდოთ პასუხისმგებლობა და გაათავისუფლოთ პრეტენზიებისგან, ნებისმიერ ზარალთან, პასუხისმგებლობასთან, საჩივართან ან მოთხოვნასთან მათ შორის, მაგრამ არა მარტო, ადვოკატთა ჰონორართან, დაკავშირებით, რომელიც მესამე მხრის მიერაა წამოჭრილი და თქვენ მიერ მომსახურების გამოყენების, წინამდებარე შეთანხმების დარღვევის, სხვა ან ნებისმიერი მომხმარებლის შინაარსის (რომელსაც აქვეყნებთ ან სხვაგვარად წარმოადგენთ მომსახურებაზე, მათი საშუალებით ან მათთან კავშირში) ნებისმიერი უფლების დარღვევის შედეგია, მათით გამოწვეული ან მათთან დაკავშირებულია. - სხვა
National Geographic საქართველოს მიერ წინამდებარე შეთანხმების რომელიმე უფლების ან პირობის შეუსრულებლობა ამგვარი უფლების ან პირობის შესრულებაზე უარის თქმას არ გამოიწვევს. წინამდებარე შეთანხმებაში თავების სათაურები მოცემულია მხოლოდ და მხოლოდ ხელსაყრელობის გამო და არ გააჩნიათ იურიდიული ძალა. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს კანონის მიერ ნებადართული მაქსიმალური ზომით. თუ წინამდებარე დოკუმენტში სხვაგვარად ცალსახად არ არის განსაზღვრული, წინამდებარე დოკუმენტის რომელიმე პირობის მართლსაწინააღმდეგოობის, ბათილობის ან შესასრულებლად შეუსრულებლობის შემთხვევაში, აღნიშნული პირობა წინამდებარე შეთანხმებიდან გამოყოფადად ითვლება და გავლენას არ ახდენს სხვა რომელიმე დანარჩენი პირობის მოქმედებასა და სასამართლოს იძულებით განხორციელების შესაძლებლობაზე.
თქვენ თანხმდებით, რომ National Geographic საქართველოს მიერ თქვენთვის გამოსაყენებელი კანონით მოთხოვნილი ნებისმიერი შეტყობინების გაგზავნა შესრულებულად ჩაითვლება National Geographic საქართველოს მიერ ელფოსტის შეტყობინების გაგზავნით ელფოსტის იმ მისამართზე, რომელიც National Geographic საქართველოს წარუდგინეთ, ან ამგვარი შეტყობინებების მომსახურების საინფორმაციო გვერდ(ებ)ზე გამოქვეყნებით.
თქვენ თანხმდებით, რომ წინამდებარე შეთანხმების ან მომსახურების თქვენ მიერ გამოყენების საფუძველზე National Geographic საქართველოსა და თქვენ შორის არ არსებობს არანაირი ერთობლივი საწარმოს, ამხანაგობის, შრომითი თუ შუამავლობის ურთიერთობები. წინამდებარე შეთანხმების და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეტყობინების ნაბეჭდი ვერსია სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში წინამდებარე შეთანხმებაზე დასაყრდნობად, ან მასთან მიმართებისთვის მისაღები უნდა იყოს დასაწყისშივე ნაბეჭდი სახით წარმოებული და დაცული სხვა საქმიან დოკუმენტებთან და მასალებთან თანაბარ ხარისხში.
წინამდებარე შეთანხმების მიერ მოცული არცერთი ასპექტი არ ზღუდავს National Geographic საქართველოს უფლებას სახელმწიფო, სასამართლო და სამართლებრივი აღსრულების მოთხოვნის, ან მომსახურების თქვენ მიერ გამოყენებასთან თუ ამგვარ გამოყენებასთან დაკავშირებით ჩვენთვის მოწოდებული ან ჩვენ მიერ შეგროვილი ინფორმაციის შესახებ აუცილებელი პირობების შესრულებაზე.
თუ გსურთ წინამდებარე შეთანხმების შესახებ ნებისმიერი შეკითხვით ნებისმიერ მომსახურებასთან დაკავშირება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: [email protected]
გავეცანი წინამდებარე შეთანხმებას და ვეთანხმები ზემოთ მოცემულ ყველა პირობას.