მილიონობით წლის წინ, დღევანდელი ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე, წარმოუდგენლად ბიომრავალფეროვანი ლანდშაფტი იყო. ამ უხსოვარი ეპოქის საიდუმლოთა გასამჟღავნებლად პალეონტოლოგმა პოლ სერენომ დინოზავრების საძიებო სამუშაოები წამოიწყო.
ვრცელი სტატიები
თვალშისაცემი გარეგნობის, არასათანადო ჰიგიენური ჩვევების თუ მოულოდნელი ქცევის გამო ზოგიერთ ცხოველს რეპუტაციის პრობლემები აქვს. თუმცა, მათი გამორჩეული სახასიათო ნიშნები შეიძლება სუპერშესაძლებლობებიც იყოს.
ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს მეცნიერები და ქირურგები ორგანოთა დონორების კრიზისულ დეფიციტს ებრძვიან. იქნებ ამ პრობლემის გადაჭრის საშუალება ტალახში გორავს?
აფრიკაში ასობით ათასი ფულანი მტკიცედ ინარჩუნებს ცხოვრების ძირძველ წესს – თუმცა ახალ ეპოქასთან ფეხის ასაწყობად ტრადიციებსაც უცვლის სახეს.
ევოლუციის ეს სასწაულები ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე არასტუმართმოყვარე პირობებსაც უძლებენ. თუ როგორ, ამის დადგენას ახლა მკვლევრები ცდილობენ და ხვდებიან, რომ ჩვენს მუდმივად ცვალებად სამყაროში პინგვინს ბევრი რამ შეუძლია გვასწავლოს გამძლეობის შესახებ
მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი საუკუნეების განმავლობაში იყო დამოკიდებული უდაბნოს წყალ-ჭაობებზე, რომლებიც დღეს გაქრობის პირასაა. სამხრეთ მაროკოში ერთი თემი ძველი ცოდნისა და ინოვაციის შერწყმით ცდილობს ოაზისის გადარჩენას.
ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ერთი ინდონეზიური ბრენდი სრულიად მდგრადი ტანსაცმლის დამზადებისა და გაყიდვის ახალ მოდელს ქმნის
შეუპოვარი კლიმატოლოგი ჩრდილოეთ გრენლანდიის გამოუკვლეველ მღვიმეებში ეშვება და გასაოცარ სამხილებს პოულობს წარსულის კლიმატზე, რაც დაგვეხმარება, უკეთ ჩავწვდეთ ჩვენს დამთბარ მომავალს.
ხეთები შეებრძოლნენ ეგვიპტელებს, დაარბიეს ბაბილონი, ააშენეს დახვეწილი ქალაქები, შემდეგ კი ათასობით წლით გაუჩინარდნენ ისტორიული ქრონიკებიდან. მაგრამ ახალი აღმოჩენები მივიწყებული ზესახელმწიფოს ლეგენდას აცოცხლებს.
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი წვიმიანი ტყე ათწლეულების განმავლობაში მეტწილად კლიმატოლოგიის ყურადღების მიღმა რჩებოდა. ცენტრალურ აფრიკაში გაზრდილ მკვლევართა ახალი თაობა ამ მოცემულობას ცვლის. მათი აღმოჩენები თავდაყირა აყენებს ჩვენს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია პლანეტაზე ზრუნვა.