შორეულ 1974 წელს, Nature Magazine-ში პირველად გამოქვეყნდა ერთი საგანგაშო სტატია ოზონის შრის გათხელების შესახებ...
სექტემბერი, 2015
მეცნიერებს, მედიას და არასამთავრობო სექტორს მთელი 13 წელი დასჭირდათ პოლიტიკოსების დასარწმუნებლად და ბოლოს, 1987 წლის 16 სექტემბერს, მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის მთავრობამ ხელი მოაწერა „მონრეალის ოქმს“ - შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ხელმომწერი ქვეყნები თავიანთ ტერიტორიაზე კრძალავდნენ ან ძლიერ ამცირებდნენ ოზონის ფენის დამშლელი ნივთიერებების წარმოებას
მონრეალის ოქმის ქვეყანაში დასანერგად და ოზონის შრის დაცვისათვის საჭირო ზომების მისაღებად საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მეშვეობით განხორციელდა მთელი რიგი პროექტები, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების წარმატებით შესრულებას