
ალექსანდრე სამადაშვილი
სამეცნიერო რედაქტორი
ალექსანდრე სამადაშვილი პროფესიით გეოგრაფია. იგი National Geographic Magazine – საქართველოს გუნდის წევრი 2012 წლიდან გახდა. 2017 წლიდან დღემდე მუშაობს National Geographic Magazine – საქართველოს კონსულტანტის პოზიციაზე. იგი ამოწმებს სამეცნიერო კონცეფციებსა და ტერმინებს და, ამასთან ერთად, თარგმნის რუკებსა და გრაფიკებს. ამავე პერიოდიდან არის გეოგრაფიის მასწავლებელი გურამ რამიშვილის სახელობის მე-6 საავტორო სკოლაში.
2014-2016 წლებში მუშაობდა National Geographic Magazine – საქართველოს მთავარი რედაქტორის ასისტენტის პოზიციაზე. ამუშავებდა ადგილობრივ მასალას ქართული სტატიების მოსამზადებლად; შეისწავლიდა ამერიკული გამოცემის საარქივო მასალებს; დედანს ადარებდა საერთაშორისო სტატიებიდან თარგმნილ ტექსტებს.
2012-2014 წლებში ალექსანდრე სამადაშვილი მუშაობდა National Geographic Magazine – საქართველოს რედაქციის ასისტენტის პოზიციაზე.
კოორდინირებას უწევდა სარედაქციო პროცესს; აფასებდა ჟურნალის როგორც შინაარსობრივ, ასევე ტექნიკურ გამართულობას; ადმინისტრირებას უწევდა ჟურნალის ვებგვერდსა და მის ელექტრონულ გამოცემას.
2012 წლიდან იგი მუშაობს, ასევე, მთარგმნელის პოზიციაზე. თარგმნის რუკა-გრაფიკებს და პერიოდულად სტატიებს.
2011 წლიდან დღემდე თანამშრომლობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან (NAEC) როგორც ტესტების გამსწორებელი გეოგრაფიის საგანში.
2008 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინტიტუტი (GIPA) და მიიღო მაგისტრის ხარისხი ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალობით.
2004 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის სპეციალობით.