
ანი ცაბაძე
დირექტორი, გამომცემელი
ანი ცაბაძე 2017 წლიდან ითავსებს National Geographic Magazine – საქართველოს დირექტორისა და გამომცემლის პოზიციას. ამასთანავე, იგი 2015 წლიდან დღემდე არის „სილქ როუდ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
როგორც National Geographic Magazine – საქართველოს დირექტორი და გმომცემელი იგი პასუხისმგებელია დაწესებულების მენეჯმეტისა და ჟურნალის საგამომცემლო მიმართულების გამართულ ფუნქციონირებაზე.
მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით გამოიცა National Geographic Magazine – საქართველოს სპეციალური გამოცემა საქართველოს შესახებ ორ ენაზე (ინგლისური, რუსული) და გავრცელდა ევროპისა და აზიის 7 ქვეყანაში. ნომერი მიზნად ისახავდა საქართელოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ქვეყნის წარდგენას National Geographic Magazine-ისთვის ტრადიციული უმაღლესი დონის ფოტომასალით.
2018 წელს National Geographic Magazine – საქართველოს გუნდი ერთ-ერთი პირველი შეუერთდა National Geographic-ის საერთაშორისო ინიციატივას „პლანეტა თუ პლასტმასა“ და უარი თქვა პლასტმასის შეფუთვაზე.
ანი ცაბაძის ინიციატივით National Geographic Magazine – საქართველომ მოაწყო არაერთი ფოტოგამოფენა და ღონისძიება.
National Geographic Magazine – საქართველოსა და „სილქ როუდ ჯგუფში“ მისვლამდე ანი ცაბაძე მუშაობდა კორესპონდენტად ბეჭდურ მედიაში, 2005 წელს კი შეუერთდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გუნდს როგორც კორეპონდენტი. 2006 წლიდან იგი დაინიშნა „რუსთავი 2-ის“ ბიუროს ხელმძღვანელად რუსეთის ფედერაციაში. აქტიურ ჟურნალისტიკაში რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ ანი ცაბაძე დაინტერესდა მარკეტინგითა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. 2010-დან 2015 წლამდე მან სხვადასხვა კერძო კომპანიაში იმუშავა როგორც მარკეტოლოგმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
ანი ცაბაძე 1997-2004 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1997 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 53-ე საშუალო სკოლა.
ანი ცაბაძე დაიბადა 1980 წელს თბილისში, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.