თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ეკატერინე გამყრელიძე

რედაქტორი

ეკატერინე გამყრელიძე არის ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. 2018 წლიდან მუშაობს რედაქტორად National Geographic Magazine – საქართველოში. ამასთან ერთად, 2010 წლიდან დღემდე არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერი თანამშრომელი.

1991 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილების დამთავრების შემდეგ ეკატერინე გამყრელიძე სწავლობდა ასპირანტურაში. 1991 წლიდანვე 15 წლის განმავლობაში თსუ კლსიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში კითხულობდა ლექციების სხვადასხვა კურსს, მათ შორის ძვ. ბერძნულ ენას, ლათინურ ენას, ლათინური ენის ისტორიას და სხვ. 2003 წელს ლათინური და იტალიკური ენების დარგში დისერტაციის დაცვის შემდეგ მიენიჭა დოცენტის წოდება. 2000-2004 წლებში იყო ინსტიტუტის სწავლული მდივანი.

სხვადასხვა წლებში იმყოფებოდა გერმანიისა და იტალიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში DAAD-ის (გერმანია) და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო სტიპენდიებითა და გაცვლითი პროგრამებით. 2004-2008 წლებში მონაწილეობდა გერმანელ და იტალიელ კოლეგებთან ერთად ფოლკსვაგენის ფონდის (გერმანია) მიერ დაფინანსებულ სამეცნიერო პროექტში “ლიტერატურისა და ენის მნიშვნელობა ეროვნული იდენტობისთვის საქართველოსა და საბერძნეთში”, რომლის ფარგლებშიც 4 წელი მუშაობდა ფრაიბურგის უნივერსიტეტში (გერმანია).

1998-1999 წლებში იყო ღია საზოგადოება – საქართველოს „მეგაპროექტის“ ბორდის წევრი. პროექტი შეეხებოდა ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნას სასკოლო რეფორმის ფარგლებში.

2009-2011 წლებში მონაწილეობდა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პროექტში „კლასიკური ენების მულტიფუნქიციური ლექსკონი“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.

2009 წელს იყო სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის, “იუნიორი საქართველო” კონსულტანტი და მთარგმნელი.
2012 წლიდან დღემდე არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჟურნალის „მუზეუმი” ქართული და ინგლისური ვერსიების რედკოლეგიის წევრი.

ეკატერინე გამყრელიძეს მიღებული აქვს მონაწილეობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის რიგ პროექტებში, მათ შორის, 2010-2012 წლებში იყო UNESCO-ს მხარდაჭერით განხორციელებული საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის (აშშ) ერთობლივი პროექტის „წარსულის რეკონსტრუქცია: ტრადიცია და ტრანსფორმაცია კოორდინატორი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების გამოფენის რეინსტალაცია“ კოორდინატორი. 2013 წელს მონაწილეობდა სვანეთის მუზეუმის რეკონსტრუქციის პროექტში და სხვ.

ეკატერინე გამყრელიძეს სამეცნიერო სტატიებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია “უცხოენოვანი ლექსიკა ლათინურში; ენობრივი კონტაქტები ანტიკურ იტალიაში”, თბილისი 2002; ასევე, პროფ. ი. გაგუასთან ერთად გამოქვეყნებული აქვს ლათინური ენის სახელმძღვანელო „Lingua Latina”, თბილისი 1998 (პირველი გაოცემა). პროფ. გ. შურღაიასთან ერთად იგი არის გამომცემელი კრებულისა: Der Dichter Važa-Pšavela (1861-1915). Fünf Essays. Herausgegeben von Ekaterina Gamkrelidze und Gaga Shurgaia, Königshausen & Neumann, Würzburg 2008, რომელიც ფოლკსვაგენის ფონდის (გერმანია) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა გერმანიაში.

2013 წელს მან ფრანგულიდან შეასრულა მიხეილ წერეთლის 1933 წელს საფრანგეთში გამოცემული ურარტოლოგიური ძიებების სამეცნიერო თარგმანი.