თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

მანანა სანადირაძე

კორექტორი

მანანა სანადირაძე 2012 წლიდან მუშაობს კორექტორად National Geographic Magazine – საქართველოში, ჟურნალის ქართულ ენაზე გამოსვლიდან. ამასთან ერთად, 2013 წლიდან დღემდე არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრის“ უფროსი სპეციალისტი − სტილისტ-კორექტორი.

1975 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის (ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით) დამთავრების შემდეგ მანანა სანადირაძე მუშაობდა გამომცემლობა „მერანში“ კორექტორის თანამდებობიდან უფროს რედაქტორამდე, გავლილი აქვს საგამომცემლო-სარედაქციო იერარქიის ყველა საფეხური. რედაქტირებული აქვს ასეულობით მხატვრული ნაწარმოები.

ავტორია ნოველათა კრებულებისა − „სოლოლაკი” 1999; „ატირებული კვიპაროსი“ 2006. აგრეთვე, თარგმნილი აქვს ნ. გოგოლის „მკვდარი სულების“ II ნაწილი; ჯ. მიტჩელისა და რ. რიკარდის „სასწაულთა წიგნი“; მ. პრუდნიკოვის „მოუხელთებელნი“ (კრებული „მტერთან პირისპირ“).

1996 წლიდან, გამომცემლობა „მერანის“ დაშლის შემდეგ, მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამომცემლობაში, ჟურნალ „მეომარის“ რედაქტორ-ლიტმუშაკად. ხოლო 2004-2008 წლებში გაზეთ „ქართული უნივერსიტეტის“ სტილისტ-კორექტორად.

წლების განმავლობაში იყო სამედიცინო სამეცნიერო ლიტერატურის − ჯანდაცვის მენეჯმენტის სახელმძღვანელოების რედაქტორი. მუშაობდა პროექტებზე: ჟურნალი „თბილისი აუტი“; სასტუმროების ბუკლეტები (რედისონ ბლუ ივერია, ქორთიარდ მარიოტი და სხვ.); ჟურნალი „ავტობილდ-საქართველო“; თავდაცვის სამინისტროსა და ჟურნალისტთა ფედერაციის პროექტი „უკვდავება“ და სხვ.