თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ნათია ხულუზაური

მთავარი რედაქტორი 2017-2023 წლებში

ნათია ხულუზაური არის ხელოვნებათმცოდნე ჟურნალისტი, 2016 წლის მარტიდან დაინიშნა National Geographic Magazine – საქართველოს მთავარი რედაქტორის მოადგილედ, ხოლო 2017 წლის აპრილიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით იკავებდა მთავარი რედაქტორის პოზიციას.

როგორც National Geographic Magazine – საქართველოს მთავარი რედაქტორი ის ხელმძღვანელობდა ჟურნალის რედაქციას და პასუხისმგებელი იყო ჟურნალსა და ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ როგორც ადგილობრივ, ისე ადაპტირებულ, საერთაშორისო მასალაზე.

მისი ხელმძღვანელობით National Geographic Magazine – საქართველოს მიერ მომზადებული ადგილობრივი მასალა მრავალჯერ დასახელდა სათავო ოფისის მიერ Best Edit-ად, მოხვდა ოთხი გამოცემის ყდაზე და გადაიბეჭდა 12 ენაზე (მათ შორის გამოქვეყნდა ინგლისურენოვან ვებგვერდზე), ჟურნალი 12-ჯერ დაიბეჭდა ქართული ყდით, გამოქვეყნებულ ქართულ მასალაზე დაყრდნობით მომზადდა 10 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, დაარსდა ფოტოკონკურსი Yourshot-საქართველო, შეიქმნა კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკის ბეჭდური და მუდმივად განვითრებადი ელექტრონული ვერსიები და განახლდა ჟურნალის ოფიციალური ვებ-გვერდი.

2022 წელს სათავო ოფისმა წამოიწყო ახალი პროექტი Global Content Hub, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ადგილობრივი გამოცემის მიერ მომზადებული მასალის ინგლისურ ენაზე ადაპტაციასა და nationalgeographic.com-ზე გამოქვეყნებას. აღნიშნული პროექტი, სწორედ ქართული გუნდის მიერ მომზადებული ფოტოჟურნალით გაიხსნა.

2018 წელს National Geographic Magazine – საქართველოს გუნდი ერთ-ერთი პირველი შეუერთდა National Geographic-ის საერთაშორისო ინიციატივას „პლანეტა თუ პლასტმასა“ და უარი თქვა პლასტმასის შეფუთვაზე.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნების ორგანიზაციასა (UNFAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობის შედეგად განხროციელდა ერთწლიანი პორექტი, რომლის განმავლობაში მოეწყო ექსპედიციები სამეგრელოსა და მაღალმთიან თუშეთში. თანამშრომლობის შედეგად მომზადებული რვაწუთიანი დოკუმენტური ფილმით 2019 წელს აღინიშნა მსოფლიო სურსათის დღე, ხოლო მისი ორწუთიანი ვერსია ითარგმნა გაეროს ოფიციალურ ენებზე.

ამასთანავე, ნათია ხულუზაური 2009 წლიდან 2022 წლამდე იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, ხოლო 2012 წლიდან 2021 წლამდე იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჟურნალის „მუზეუმი” ქართული და ინგლისური ვერსიების რედკოლეგიის წევრი და კოორდინატორი.

ის 2011 წლიდან დღემდე არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი (იკვლევს მეცნიერების კომუნიკაციის საკითხებს).

2015 წელს 4 თვით იმყოფებოდა აშშ-ის George Washington University-ში Carnegie Research fellowship-ისა და NCEEER fellowship-ის ფარგლებში, რამაც საშუალება მისცა კვლევა ეწარმოებინა აშშ-ის წამყვან სახელმწიფო და კერძო მუზეუმებსა და კულტურულ-სამეცნიერო ინსტიტუციებში. ამავე პროგრამის ფარგლებში გაიარა სტაჟირება National Geographic-ის სათაო ოფისში და ამერიკის მეტროპოლიტენ მუზეუმში (MET).

2016 წელს მიიღო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი დოქტორანტებისთვის, რომლის ფარგლებში საშუალება მიეცა კვლევა ეწარმოებინა ბერლინისა და ვარშავის წამყვან სახელმწიფო და კერძო მუზეუმებში.

ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული აქვს 5 სამეცნიერო სტატია, მონაწილეობა მიიღო 6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში და მუშაობს დისერტაციაზე.

ნათია ხულუზაური 2016 წელს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) 24-ე გენერალურ კონფერენციაზე, მილანში, აირჩიეს ICOM-ის კოლექციებისა და არქეოლოგიური და ისტორიული მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტის (ICMAH) მმართველი საბჭოს წევრად სამი წლის ვადით. 2022 წლის აგვისტოში, კი მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) 26-ე გენერალურ კონფერენციაზე, პრაღაში აირჩიეს ICOM-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო კომიტეტის (MPR) მმართველი საბჭოს წევრად, ასევე სამი წლის ვადით.

National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მისვლამდე იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც ჟურნალისტი, მთარგმნელი, რედაქტორი, კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი თუ მთავარი რედაქტორი სხვადასხვა მედიაში, მათ შორის „დილის გაზეთში“, “The Georgian Times-ში”, ტელეკომპანია „იბერიაში“, ტელეკომპანია „იმედში“, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსში“ და სხვ.