
ქეთევან ელიავა
პროექტებისა და ვებპლატფორმების მენეჯერი
ქეთევან ელიავა 2018 წლის თებერვლიდან გახდა National Geographic Magazine – საქართველოს გუნდის წევრი. თავდაპირველად მივიდა სტაჟირების პროგრამაზე, ერთი წლის შემდეგ კი დაიკავა პროექტების მენეჯერის პოზიცია. იგი თავიდანვე აქტიურად ჩაერთო სოციალური მედიის მართვაში, პრესასთან კომუნიკაციასა და ღონისძიებების დაგეგმვაში.
მისვლიდან რამდენიმე თვეში ქეთევან ელიავა დაინიშნა National Geographic Magazine – საქართველოს ერთ-ერთი პროექტის – ფოტოკონკურს YourShot საქართველოს მენეჯერად, მოგვიანებით, კი ჩაერთო კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკის შექმნისა და ჟუნრალის მთვარი ვებ-გვერდის განახლების პროექტებში როგორც მენეჯერი.
დღეს იგი ტექნიკურად მართავს როგორც ჟურნალის მთავარ, ასევე ფოტოკუნკურსისა და რუკის ვებ-გვერდებს.
ქეთევან ელიავა 2012 წელს ჩაირიცხა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე, ერთი წლის შემდეგ მობილობის პროგრამით გადავიდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) და განაგრძო სწავლა საჯარო მართვის ფაკულტეტზე. 2016 წელს ბაკალავრიატის დამთავრების შენდეგ გაიარა მრავალი სასერტიფიკატო კურსი, მათ შორის: პროექტის მენეჯმენტი (CPM), მარკეტინგის მენეჯმენტი (CMM), სოციალური მედიის მართვა (SMM) და სხვ.