თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

რუსუდან ყიფიანი

არტ-რედაქტორი

რუსუდან ყიფიანი – National Geographic Magazine – საქართველოს არტ-რედაქტორია 2017 წლიდან. ის ხელმძღვანელობს ჟურნალის არტ მიმართულებას (დიზაინერი, ფოტოგრაფები, ილუსტრატორები) და პასუხისმგებელია, ჟურნალსა და ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასალის ვიზუალური მხარის ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისაობაზე. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა სამეცნიერო სიზუსტის კავკასიის ბიომრავალფეროვნების ამსახველი ილუსტრაციები, რომლებიც დატანილი იქნა ბიომრავალფეროვნების რუკის ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებზე. მას ეკუთვნის  National Geogprahic Magazine – საქართველოს ყველა ადგილობრივი მასალისა და ვებ-გვერდების (natgeo.ge, yourshotnatgeo.ge და map.natgeo.ge) დიზაინი.

იგი აქტიურად იყო ჩართული Yourshot-საქართველოს დაარსების პროცესში და არის ჟიურის მუდმივი წევრი.

რუსუდან ყიფიანმა 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი. 2015 წელს საქართველოს საპატრიარქოს საბავშო წიგნის II ფესტივალზე მან გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ილუსტრირებული საბავშო წიგნი“ ნამუშევრით „ზღაპრები ბექნა ბიჭზე“, ხოლო 2017 მიღებული აქვს იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია, საუკეთესო ილუსტრირებული წიგნისთვის „წვიმის ზღაპარი“.