
თამთა მიქაძე
ოფისის მენეჯერი
თამთა მიქაძე National Geographic Magazine – საქართველოს გუნდს 2013 წლიდან შეუერთდა, თავდაპირველად როგორც ოფისის ასისტენტი, ნელ-ნელა კი შეითავსა სხვადასხვა ადმინისტრაციული მოვალეობები. დღეს, როგორც ოფის-მენეჯერი კურირებს გამომწერების მონაცემთა ბაზას, ჟურნალის გავრცელების პორცესს და ლოგისტიკურ საკითხებს.
თამთა მიქაძე აქტიურად მონაწილეობს National Geographic Magazine – საქართველოს მნიშვნელოვანი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების დაგეგმვაში, ესწრება შეხვედრებს და ასისტირებას უწევს National Geographic Magazine – საქართველოს დირექტორსა და მთავარ რედაქტორს.
იგი სიამოვნებით ეხმარება National Geographic Magazine – საქართველოში მოსულ მოხალისეებსა და სტაჟიორებს და კურირებს რედაქციის მიერ გამოცხადებულ ახალგაზრდულ კონკურსებს.
თამთა მიქაძე 2009 წელს ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ხელოვების ფაკულტეტზე, ერთ წელიწადში კი ვიწრო სპეციალობად ევროპათმცოდნეობა აირჩია. 2013 წელს გაიარა სასწავლო კურსი – Teaching university Maski – training course in EU institutions and policies და მიიღო შესაბამისი სერთიფიკატი.