თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ზაალ კოკაია

სამეცნიერო საბჭოს წევრი

ზაალ კოკაია, ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი, ღეროვანი უჯრედების და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია.

ჰყავს მეუღლე, თამარ ჩიქოვანი და ორი შვილი: გიორგი და ლუკა. 1979 წელს წარჩინებით დაამთავრა ქალაქ თბილის 24-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო.

1984 წელს წარჩინებით („წითელი დიპლომით“) დაამთავრა თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით „ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგია. ამავე წელს სწავლა განაგრძო ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში აკადემიკოს ვაჟა ოკუჯავას ხელმძღვანელობით. 3 წლის შემდეგ, 1987 წელს, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და განაგრძო მუშაობა იმავე ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე.

ზაალ კოკაიამ 1990 წელს მიიღო შვედეთის ინსტიტუტის სტიპენდია და სამცნიერო პროექტის შესასრულებლად რამდენიმე თვით ლუნდის უნივერისტეტში ჰისტოლოგიის კათედრაზე სამუშაოდ გაემგზავრა. 1992 წელს იგი კვლავ დაბრუნდა შვედეთში ლუნდის უნივერისტეტში, სადაც რამდენიმე წლის შემდეგ დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება. ამის შემდეგ, 1997 წელს, ზაალ კოკაიას საქართველოში მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1999 წელს ზაალ კოკაიამ მიიღო ლუნდის უნივერსიტეტის დოცენტის წოდება ექსპერიმენტული ნევროლოგიის დარგში, ხოლო 2002 წელს მოიპოვა ლუნდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობა (მუდმივი) ექსპერიმენტული მედიცინის დარგში. ერთი წლის შემდეგ ზაალ კოკაია სათავეში ჩაუდგა ლუნდის უნივერსიტეტში ახლად დაარსებული ღეროვანი უჯრედების და უჯრედული თერაპიის სტრატეგიული ცენტრის ნერვული ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიის ლაბორატორიას. რამდენიმე წელში კი დაინიშნა ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილედ, ხოლო 2011 წლიდან გახდა დირექტორი.