თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

იანვარი, 2015

ხუნხე-ხანის ბრინჯის ტერასები ფერების მოზაიკაა: მწვანე ბუჩქები, წითელი ლემნა და მორწყულ მინდვრებზე არეკლილი ლურჯი ცა. ხანის მოსახლეობა აილაოს ფერდობების 16 000 ჰექტარს 13 საუკუნის განმავლობაში ამუშავებდა.

საკუთარ ქორწილში ფატმა ინუსმა სახე ზიზილ-პიპილებით, საღებავითა და ფერადი ფირფიტებით დაიმშვენა. ეს ტრადიცია (გელინა) სტატუსის შეცვლას აღნიშნავს. მას პომაკები (ბულგარულენოვანი მაჰმადიანები) მიმართავენ. ზეიმში ასობით თანასოფლელი ერთვება.

გუაიაკან-დე-სიკვირესი. წითელთვალა ვასაკა ნახევრად გამჭვირვალე ქუთუთოებით იცქირება. ამ 7,5 სმ სიგრძის შხამიანი ამფიბიის ალისფერი თვალები - გამაფრთხილებელი შეფერილობის - თავდაცვითი სტრატეგიის მაგალითია.