
პირველობა ვერ მოხერხდა
სხვების გაყინული სხეულები 1912 წლის ნოემბერში, ამ ფოტოს ნეგატივთან ერთად, კარავში იპოვეს
1912 წლის იანვარში რობერტ ფოლკონ სკოტის ბრიტანულ-ანტარქტიკული ექსპედიციის წევრებმა სამხრეთ პოლუსზე დიდი ბრიტანეთის დროშა (შორს, მარცხნივ) აღმართეს, მაგრამ იქ უკვე ნორვეგიული ალმები ფრიალებდა. მათმა კონკურენტმა რონალდ ამუნდსენის ექსპედიციამ პირველმა მიაღწია პოლუსს. მაგრამ ედუარდ უილსონმა, სკოტმა, ედგარ ევანსმა, ლოურენს ოტსმა და ჰენრი ბაუერსმა (მარცხნიდან მარჯვნივ) ამ ფოტოთი მაინც აღნიშნეს მიღწევა. გამადიდებელი შუშით თქვენ შენიშნავთ, როგორ მოახერხა ყველა მათგანმა ფოტოზე მოხვედრა: უილსონს ჩაუბღუჯავს ზონარი, რომლის გამოკვრითაც ფოტოაპარატს აამუშავებს. ვერც ერთი დაბრუნდა ცოცხალი. ერთ თვეში დაიღუპა ევანსი. კიდევ ერთ თვეში ყინვით გაწამებულმა ოტსმა ჯგუფი დატოვა და ის აღარ უნახავთ. სხვების გაყინული სხეულები 1912 წლის ნოემბერში, ამ ფოტოს ნეგატივთან ერთად, კარავში იპოვეს.