თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ივნისი, 2015

Gardens by the Bay-ში ადამიანების შექმნილი „სუპერხეების“ სიმაღლე 25-დან 50 მეტრამდე მერყეობს. ეკოტურისტული ზონა სუფთა წყალს, მზის ენერგიას და ბოტანიკურ მრავალფეროვნებას გვთავაზობს.

კუვერვილის კუნძულზე პაპუანის პინგვინი ყინულივით წყლიდან ნაპირზე ხტება. მისი კაშკაშა ფეხები გამოსახულებას ავსებს. ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე ამ სახეობის უდიდესი კოლონია (9000-ზე მეტი წყვილი) ბინადრობს.

კიევში რამდენიმე ჰექტარი ტერიტორია შეგროვებული ლითონით, რეზინითა და ხის მასალით ფიტნესისთვის მოუწყვიათ. ყოფილი საბჭოთა ტანმოვარჯიშე ამტკიცებს, რომ 83 წლის ასაკშიც არ დაუკარგავს მხნეობა.

ხის კენწეროზე, სახანძრო საგუშაგოზე მდგარი მამაკაცის თვალწინ ვრცელი ხედი იშლება. როგორ მოახერხა ასე მაღლა აძრომა?