როიალ ტენბრიჯ უელსის (კენტი) სამაშველო ცენტრში ოთხიოდე დღის, 6.4 სმ სიგრძის მიტოვებული პატარა ზღარბი ეხუტება დაკეცილ პირსახოცს. ამ პატარა არსების ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სითბო და სისუფთავეა.
როდესაც ჰავაის დიდი კუნძულის სანაპიროსთან "აირონმენ" ათლეტები ტრიატლონის პირველ ეტაპს იწყებენ, შეშინებული თევზები იფანტებიან. ღია ზღვაში 3.9 კილომეტრის 17 საათში გაცურვას მოჰყვება 180 კილომეტრიანი რბოლა ველოსიპედით. შეჯიბრი 42.2 კილომეტრიანი გარბენით სრულდება.