ბენინი - ვუდუს დღესასწაული უიდაში. ეს კარნავალი, რომელზეც კილიტებით გაწყობილი კოსტიუმები აცვიათ, ეგუნგუნის სახელითაა ცნობილი. კარნავალის მონაწილეებში წინაპართა სულები ჩასახლდებიან. დღესასწაული ნიგერიის იორუბის კულტურას ეხმიანება. ზოგიერთი შენიღბული სული ცოცხლებს ლოცავს, ზოგი კი რიტუალური ცეკვებით ართობს.