თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი ერმაკოვის კოლექცია

ტფილისის ერთ-ერთი უძველესი საზოგადოებრივი ბაღის დაარსების ინიციატივა მეფისნაცვალ ალექსანდრე ბარიატინსკის ეკუთვნის.

თულუხჩებს – წყლის დამტარებლებს – წყალი მოსახლეობამდე ცხენებით, ჯორებით ან, სულაც, საკუთარი ზურგით, სპეციალური რუმბებით დაჰქონდათ.

ოდესღაც გრანდიოზული ნაგებობისგან დღეს ერთი თაღიღაა შემორჩენილი, თუმცა ის მაინც აოცებს მნახველს სიდიადითა და მასშტაბურობით.

რუსეთის იმპერიაში ახალი რელიგიური სექტის მიმდევარი მოლოკნები XVIII საუკუნეში გამოჩნდნენ.

კავკასიაში პირველი კერძო საავადმყოფო ჭიათურაში 1897-1904 წლებში აშენდა „მრეწველთა ყრილობის“ ეგიდით.

ფრანგული ნეორენესასნსის სტილის საზაფხულო სცენა თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში კულტურული დასვენების ადგილს წარმოადგენდა.

პირველი „კონიაკის ქარხანა“ ქართველმა მეწარმე დავით სარაჯიშვილმა ტფილისში 1888 წელს დააარსა

პროცესში, ქალებთან ერთად, მამაკაცებიც იყვნენ ჩართულნი. მიღებულ ქსოვილს ბუნებრივი საღებავებით ღებავდნენ და ხშირად სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ფერადი ნაქარგებით ამშვენებდნენ.