
აზერბაიჯანელი მეაბრეშუმეები
პროცესში, ქალებთან ერთად, მამაკაცებიც იყვნენ ჩართულნი. მიღებულ ქსოვილს ბუნებრივი საღებავებით ღებავდნენ და ხშირად სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ფერადი ნაქარგებით ამშვენებდნენ.
აბრეშუმის უძველესმა სავაჭრო გზამ დიდი როლი ითამაშა აზერბაიჯანში მეაბრეშუმეობის დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
ხელსაყრელი პირობების გამო, ქვეყნის უმსხვილესი ოლქები – შირვანი, შაქი, შემახა, ბასქალი, განჯა და ნუხა აბრეშუმის წარმოების ცენტრებად ჩამოყალიბდა.
ადგილობრივები შინამრეწველობას მისდევდნენ, რომელიც აბრეშუმის პარკის პირველადი დამუშავების, ძაფის ამოხვევის, დართვისა და ქსოვილების დამზადების რთულ პროცესს მოიცავდა. პროცესში, ქალებთან ერთად, მამაკაცებიც იყვნენ ჩართულნი. მიღებულ ქსოვილს ბუნებრივი საღებავებით ღებავდნენ და ხშირად სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ფერადი ნაქარგებით ამშვენებდნენ. კერავდნენ სამოსს, საოჯახო ნივთებსა თუ აქსესუარებს. მეაბრეშუმეობის ხელოვნების ცოდნა და ტექნიკა თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
აზერბაიჯანის რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, მეაბრეშუმეობის ხელშეწყობისა და გაფართოების მიზნით, რუსეთის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით არაერთი ქარხანა, საზოგადოება თუ პრაქტიკული სკოლა გახსნა. მოწვეული ევროპელი სპეციალისტების გამოცდილებაზე დაყრდნობით, დაინერგა აბრეშუმის წარმოების ახალი ტექნოლოგია და მეთოდები. აზერბაიჯანულმა აბრეშუმმა მაღალი ხარისხის წყალობით მსოფლიო ბაზარზე გამორჩეული სახელი დაიმკვიდრა. აბრეშუმის ნედლეულისა და ნაწარმის ექსპორტი წარმატებით ხორციელდებოდა არა მარტო რუსეთის იმპერიაში, არამედ იტალიაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.