ატლანტური ლომვეშაპი
სტატიაში ჯერემი ბერლინი ლომვეშაპების შესახებ გიამბობთ. ამ ცხოველების გუნდი ბუნებაში უმეტეს ჩვენგანს არ გვინახავს
ატლანტური ლომვეშაპი
სტატიაში ჯერემი ბერლინი ლომვეშაპების შესახებ გიამბობთ. ამ ცხოველების გუნდი ბუნებაში უმეტეს ჩვენგანს არ გვინახავს
ზოგიერთი ტონაზე მეტს იწონის და სამ მეტრზე გრძელია. ფენებად დაკეცილი სხეული, დაღარული კანი, გამოშვერილი ეშვები, ულვაშები და ჩასისხლიანებული თვალები აქვს. თვლემს, ჩხუბობს და ყეფის მსგავსს ხმას გამოსცემს.
სტატიაში ჯერემი ბერლინი ლომვეშაპების შესახებ გიამბობთ. ამ ცხოველების გუნდი ბუნებაში უმეტეს ჩვენგანს არ გვინახავს. მხოლოდ რამდენიმე ფოტოგრაფმა შეძლო ამ მუსიკალური, სოციალურად ორგანიზებული ცხოველის ფოტოს გადაღება. მათ ფოტოგრაფირებას პოლ ნიკლენმა სამი კვირა მოანდომა. ამ საქმეში შვედი მყვინთავი იორენ ელმე ეხმარებოდა. „ნაპირზე ვიჯექი: ლომვეშაპები მომიახლოვდებოდნენ, დაინტერესდებოდნენ, რა ვარ და ეშვს გამკრავდნენ, ეს კი შეიძლება სიკვდილით დასრულდეს“, – იხსენებს ნიკლენი. ეშვს ყინულში ნაჯახივით არჭობენ და ასე ამოდიან წყლიდან, მეტოქეებს იგერიებენ და მტაცებლებისაგან თავს იცავენ. ლომვეშაპს თავისი უხეში, მაგრამ მგრძნობიარე ულვაშით შეუძლია მცირე საგნების ერთმანეთისგან ზომით გარჩევა, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ზღვის ფსკერზე მოლუსკების პოვნა. მათ ხორცს ნიჟარიდან ვაკუუმის წნევის ძალით იწოვს. ატლანტური ლომვეშაპები ყინულთან ბანაკდებიან. ქვეჯგუფებად ცხოვრობენ, ერთმანეთში კი ნაკლებად ურთიერთობენ. წყნარ ოკეანეში მობინადრე ნათესავებისგან განსხვავებით, ხანგრძლივ, ყოველწლიურ მიგრაციებს არ აწყობენ.
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.