ველური ბუნება
ძუძუმწოვრების უმეტესობას კბილები სიცოცხლის განმავლობაში ორჯერ ამოსდის. სპილოებს - ექვსჯერ
ვეტერინარ-დანტისტ დევიდ ფაგანის აზრით, სპილოს ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო კბილია. მიზეზი სპილოს მადაა. სავანებში მობინადრე აფრიკული სპილო დღეში 180-270 კილოგრამ მცენარეულობას ჭამს, აზიური კი დაახლოებით – 140-ს. ასეთი რაოდენობის საკვები რომ გადაამუშაოს, სპილო გაუჩერებლად ღეჭავს. თითოეულ კბილს ის საბოლოო გაცვეთამდე ინარჩუნებს, შემდეგ კი ძვრება.
ძუძუმწოვრების უმეტესობას კბილები სიცოცხლის განმავლობაში ორჯერ ამოსდის. სპილოებს – ექვსჯერ. ახალგაზრდა აფრიკული სპილოს კბილების ყოველი წყება – ერთი ზედა და ერთ ქვედა კბილი – დაახლოებით 3 წელიწადს ფუნქციონირებს, თუმცა შეიძლება 10 წელიწადსაც გაძლოს.
ყველა კბილის დაძრობამდე, სისტემა ეფექტიანად მუშაობს. ბებერი სპილოები ხშირად შიმშილით იხოცებიან ღეჭვის უნარის დაკარგვის გამო.