მუდამ სეზონური
300 წლის განმავლობაში შეგროვებული ნიმუშები ლონდონის ჰერბარიუმში ინახება.
მუდამ სეზონური
300 წლის განმავლობაში შეგროვებული ნიმუშები ლონდონის ჰერბარიუმში ინახება.
ამ მუზეუმში მცენარეები მთელი მსოფლიოდანაა შეგროვილი, დაცული და ახლა უკვე ფოტოებზე აღბეჭდილი.
ლონდონის ბუნებისმეტყველების მუზეუმის ჰერბარიუმი მცენარეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოლექციას წარმოადგენს მსოფლიოში. 300 წლის განმავლობაში შეგროვილი გამომშრალი მცენარეები უზარმაზარ ალბომებშია მოთავსებული და კლიმატის კონტროლის მქონე ოთახში ინახება.
ბევრი ნიმუში წარსულის რელიკვიაა, რომლებიც ცნობილმა მეცნიერებმა ჩამოიტანეს. ბრიტანეთის იმპერიის აყვავების პერიოდში მცენარეები სამეცნიერო, სამედიცინო და ეკონომიკური მიზნებით შეაგროვეს.
ფოტოგრაფი ნიკ ნაითი წლების განმავლობაში ეძებდა ვიზუალურად სასიამოვნო ნიმუშებს. მან ათასობით მოძველებული და ფერდაკარგული მცენარე იხილა, სანამ ხასხასა ნიმუშებს წააწყდებოდა.
ნაითმა ასობით ნიმუშს გადაუღო ფოტო მუზეუმში მოწყობილ პატარა სტუდიაში. შემდეგ, დამუშავების პროცესში, ფოტოებს ძველი წარწერები და ზედმეტი დეტალები მოაშორა. შედეგად, ფოტოები ასახავს წარსული ეპოქის ბუნებრივ ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც შთამომავლობისთვის შემოინახეს.
