კაცი გაზეთით
ფოტო კონკურსიდან „მოძრაობა და მოგზაურობა − ყველაფერი კავშირშია“
ვინ:
სალი ჯანელიძე, 29 წლის, ციფრული პროექტების მენეჯერი
სად:
ინდოეთი, ვარანასი
რა:
LG G5
ამბავი:
Yourshot – საქართველოს უკანასკნელი ფოტოკონკურსის ფარგლებში მონაწილეებს ვთხოვეთ, ჩვენთვის გაეზიარებინათ კადრი, რომელიც ასახავდა მოგზაურობას, მოძრაობას და იმას, რაც მათ ამ კონკრეტულ ადგილთან აკავშირებდათ.
სალი ჯანელიძის ნამუშევარმა, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთ დილას ასახავს, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჟიურის წევრებზე და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა: „ფოტო ინდოეთში, კერძოდ ვარანასიში მოგზაურობისას გადავიღე, დილის 6 საათზე. ამ დროს ქალაქს უკვე ღვიძავს, მდინარე განგზე დილის წმინდა რიტუალი დასრულებულია და ადგილობრივი მოსახლეობა სახლებში ბრუნდება. როგორც წესი, ისინი ჭიქა მასალა ჩაისთან ერთად განვლილი დღის ამბებს ეცნობიან, ისევე, როგორც ჩემი კადრის მთვარი გმირი“, – წერს სალი.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge