სამართლის საყელო
რუთ ბეიდერ გინსბურგი მანტიის აქსესუარებითაც გამოირჩეოდა უმაღლეს სასამართლოში.
სამართლის საყელო
რუთ ბეიდერ გინსბურგი მანტიის აქსესუარებითაც გამოირჩეოდა უმაღლეს სასამართლოში.
ფოტოგრაფი ცდილობს, უზენაესი მოსამართლის სახასიათო აქსესუარი სათანადოდ წარმოაჩინოს.
ფოტოგრაფი ელინორ კარუჩი აშშ-ის უზენაეს სასამართლოს რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალების შემდეგ ეწვია. მისი მიზანი მოსამართლის სახელგანთქმული საყელოების კოლექციის აღბეჭდვა იყო. მან იცოდა, რომ თითოეული საყელოს გადასაღებად მხოლოდ ექვსი წუთი ექნებოდა, ამიტომ წინა დღე ხელით გამოჭრილი ასლების გადაღებას დაუთმო. კარუჩი ეცადა, გინსბურგისთვის ძვირფასი აქსესუარების ხასიათი ზუსტად გადმოეცა.
ერთ-ერთ საყელოზე გინსბურგის ქმრის სიტყვებია ამოქარგული: “ეს არაა მსხვერპლი, ეს ოჯახია“. ეს წინადადება კარუჩის აფიქრებს გინსბურგის ცხოვრების მრავალ ასპექტზე: ცოლობაზე, დედობაზე, ებრაელი ემიგრანტების ქალიშვილობასა და უზენაეს სასამართლოში რიგით მეორე ქალად მუშაობაზე. კარუჩისთვის, რომელიც ისრაელელი ემიგრანტი და ქვიარი შვილის დედაა, პრაიდის სიმბოლოს, ცისარტყელასფერებიან საყელოს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ტიმოთი გრინფილდ-სანდერსი, Contour RA by Getty Images