თვალისმომჭრელი შეფუთვა
ბუნებაში სილამაზე ყველგანაა – ხის ქერქშიც კი,
რომლის ახლებურად დანახვასაც ერთი ფოტოგრაფი გვთავაზობს.
თვალისმომჭრელი შეფუთვა
ბუნებაში სილამაზე ყველგანაა – ხის ქერქშიც კი, რომლის ახლებურად დანახვასაც ერთი ფოტოგრაფი გვთავაზობს.
სურნელოვანი ყვავილები, ფერადი ფოთლები, მოხდენილად მოხრილი ტოტები. ეს ის დეტალებია, რაც ხეებსა და ბუჩქებში გვხიბლავს. მაგრამ ქერქი? – არც ისე. მიუხედავად იმისა, რომ მისგან ბევრი ყოველდღიური და საყოფაცხოვრებო ნივთი მზადდება, ქერქი ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ფრანგ ფოტოგრაფ სედრიკ პოლეს ამის შეცვლა აქვს გადაწყვეტილი. ხის ქერქით მისი გატაცება 1999 წელს დაიწყო, როდესაც ინგლისში ლანდშაფტის დიზაინის სწავლისას ძველ მუხის ხეს გადააწყდა. „მისმა ნატანჯმა ტანმა ხის ქერქის სამყარო ახლებურად დამანახა“, – ამბობს იგი. მას შემდეგ ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და ყველაზე საინტერესო ნიმუშებს ფოტოს უღებს. პოლე იმედოვნებს, რომ მისი ფოტოები მნახველს შთააგონებს, დაინახოს ხის ქერქში უფრო მეტი, ვიდრე ფართო მოხმარების საგანი. ეს დამცავი საფარი სხვადასხვა როლს ასრულებს: ინარჩუნებს ტენს, იცავს ხეს ექსტრემალური ტემპერატურისა და მწერებისგან. ის სასიცოცხლოდ აუცილებელია ხეებისთვის, ეკოსისტემებისთვის და, შესაბამისად, კაცობრიობისთვის.
ოკოტილიო, ჯოშუა-ტრის ეროვნული პარკი, კალიფორნია
ცისარტყელასებრი ევკალიპტი დასავლეთი იავა, ინდონეზია
დათვის კენკრა ბერკლი, კალიფორნია
ბოსველია სოკოტრა, იემენი
ხემარწყვა ანტიბი, საფრანგეთი
ოკოტილიო, ჯოშუა-ტრის ეროვნული პარკი, კალიფორნია
ცისარტყელასებრი ევკალიპტი დასავლეთი იავა, ინდონეზია
დათვის კენკრა ბერკლი, კალიფორნია
ბოსველია სოკოტრა, იემენი
ხემარწყვა ანტიბი, საფრანგეთი