ჩვენი ცეცხლი
შივონ სინგლტონი, აბორიგენი წინაპრების მსგავსად, კონტროლირებულ ხანძრებს აჩენს – ტყის ჩარდახს ხელუხლებელს ტოვებს და ლანდშაფტს ფორმას სძენს.
ჩვენი ცეცხლი
შივონ სინგლტონი, აბორიგენი წინაპრების მსგავსად, კონტროლირებულ ხანძრებს აჩენს – ტყის ჩარდახს ხელუხლებელს ტოვებს და ლანდშაფტს ფორმას სძენს.
პირველი მოგონება, რომელიც „ბირი-ბირის“, ანუ ცეცხლს უკავშირდება, 6 წლის ასაკიდან მომყვება. წვიმს, სახლში ვზივარ ძველ ტახტზე, რომელიც გოფრირებული რკინის ფურცლებისა და ხისგანაა გაკეთებული და ვუსმენ ჩემი ძიძის მონათხრობ ამბებს. ვუყურებ, თუ როგორ ამზადებს იგი საჭმელს ხელნაკეთ ღუმელში, რომელიც იმავე რკინისა და ხისგან შედგება, რისგანაც ჩვენი სახლი. იგივე ხეა, რომლის ტკაცუნი დღესაც მესმის.
როგორც კვინსლენდის ტენიანი ტროპიკების მკვიდრი ხალხი, ჩვენ მივდევთ ე.წ. კულტურული ხანძრის მართვის პრაქტიკას აბორიგენთა სულების, ნიადაგის და მცენარეულობის დასაცავად. ეს გახლავთ ცოცხალი ცოდნა, ურთიერთკავშირი, რომელსაც მივყვებით და ვინარჩუნებთ ჩვენს წინაპართა მიწაზე. „ბირი-ბირი“ ჩვენი წამალია, რომლითაც ვკურნავთ წინაპართა მიწებს. როდესაც კონტროლირებულ ხანძრებს ვაჩენთ, ადამიანის სულს განვწმენდთ. ჩვენ ვსაუბრობთ და განვიხილავთ მცენარეულობას, მათ ფოთლოვან შრეებს, ბალახების ურთიერთკავშირს, ფესვთა სისტემასა თუ ნიადაგებს. ჩვენ ვაკვირდებით მშობლიურ მიწებს და ვიღებთ მინიშნებებს ნიადაგიდან თუ ციდან, რათა შევიტყოთ, როდის უნდა დავანთოთ ხანძარი.

კედლების შენებას ბუნებისაგან არ უნდა გამოვეყავით. როგორც ირუკანჯის წარმომადგენელი ქალი და ტრადიციული ცოდნის მცველი, არამარტო კლიმატის ცვლილებას ვუპირისპირდები სწრაფად ცვალებადი ბუნებრივი პირობებისა და ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ მოვლენათა ფონზე, არამედ ავსტრალიის მთავრობასაც, რომელსაც ჯერ კიდევ უჭირს მკვიდრი ხალხის მიწისა და კულტურული უფლებების აღიარება. კონტროლირებულ ხანძართა გამჩაღებელ ქალს ყოველ მხრივ სირთულეები მხვდება. ჩვენსავე თემში მამაკაცები მეუბნებიან, რომ ქალების საქმე არ არის `ბირი-ბირი“, რომ თითქოს ქალები ტრადიციულად არ აჩაღებდნენ კოცონს.
ჩვენ ყოველთვის ვმონაწილეობდით „ბირი-ბირის“ ტრადიციაში და კავშირი გვქონდა მასთან. ცეცხლი უამრავი თაობისთვის წარმოადგენდა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს. მახსოვს, სანაპიროზე დეიდებთან ერთად ვუცდიდი, თუ როგორ მზადდებოდა ცეცხლზე საჭმელი. დღის განმავლობაში საკვებს ვაგროვებდით, საღამოს კი გასათბობად ცეცხლს შემოვუსხდებოდით ხოლმე.
კულტურული მნიშვნელობის მქონე სახეობა კაზუარი, ადაპტირდა, რათა „კულტურული ხანძრის“ შემდეგ თესლი ხელახლა გაავრცელოს და ტყის ნიადაგი აღადგინოს.
კულტურული მნიშვნელობის მქონე სახეობა ჭრელი პითონი, ადაპტირდა, რათა „კულტურული ხანძრის“ შემდეგ თესლი ხელახლა გაავრცელოს და ტყის ნიადაგი აღადგინოს.
კულტურული მნიშვნელობის მქონე სახეობა ავსტრალიური ვასაკა, ადაპტირდა, რათა „კულტურული ხანძრის“ შემდეგ თესლი ხელახლა გაავრცელოს და ტყის ნიადაგი აღადგინოს.
კულტურული მნიშვნელობის მქონე სახეობა წრიულქსელიანი ნეფილა, ადაპტირდა, რათა „კულტურული ხანძრის“ შემდეგ თესლი ხელახლა გაავრცელოს და ტყის ნიადაგი აღადგინოს.
კურანდას ეროვნულ პარკთან, ტენიან ტროპიკებში მდებარე ჯაბუგაის ხალხის მიწებზე „კულტურულ ხანძარს“ იყენებენ ტყის განახლებისთვის და ინვაზიურ მცენარეთა შესაზღუდად.

როდესაც ჩვენს მიწას ვსტუმრობთ, წინაპრებს ყოველთვის ვესაუბრებით. უხუცესები მარიგებენ, რომ ტრადიციული ცოდნა და ბუნებასთან კავშირის შეგრძნება მომავალ თაობებს შემოვუნახო. ცოდნის გადაცემა კი ხანგრძლივი პროცესია და მოთმინებას მოითხოვს; თითქოს პირველად ხედავდეთ მცენარეს, ყნოსავდეთ და ხელით ეხებოდეთ მის შესასწავლად. ეს ყველაფერი უხუცესებმა მასწავლეს და ახლა მე გავყვები მათ კვალს.
აბორიგენი რეინჯერებისა და „კულტუ-რული ხანძრების“ შესახებ მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ: natgeo.ge/khandzari