AI
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დიდი აღმოჩენების ახალ ეპოქაში
ხელოვნური ინტელექტი (AI) არათუ მზადაა სამყაროს შესაცვლელად, არამედ უკვე შეცვალა ის. მისი მეცნიერული შესაძლებლობები კი უფრო ფანტასტიკური და, ამავდროულად, უფრო ადამიანურია, ვიდრე წარმოგვედგინა.
კომპიუტერული ტექნოლოგიების მიღწევები მკვლევრებს ახალ კითხვებზე პასუხის გაცემისა და უძველეს საიდუმლოებათა ამოხსნის შესაძლებლობას აძლევს. ამ რევოლუციის ბირთვში თავმოყრილია ურთულესი ტექნოლოგიების მთელი რიგი: მანქანური სწავლა, რთული ალგორითმები, ბუნებრივი ენის დამუშავება, ნეირონული ქსელები. ეს ინსტრუმენტები ცვლის ჩვენს წარმოდგენას დედამიწის და იმის შესახებ, თუ რის მიღწევა შეგვიძლია ხელოვნური ინტელექტის საშუალებით.
ასევე: ფოტოგრაფიული ტური ხელოვნური ინტელექტის მოულოდნელი დასაბამიდან მის ამოუცნობ მომავლამდე და ექსპერტთა პასუხები ამ გარდამტეხი ეპოქის ყველაზე რთულ კითხვებზე.