„აქ ყველა ახალგაზრდა მონაზონი ვარჯიშობს კუნგ-ფუში. ეს დისციპლინა არ არის აგრესიული. გრაციოზული და სწრაფია. მონაზვნები სრულიად სინქრონულად მოძრაობენ“.
მედიტაციასა და ლოცვასთან ერთად, ეგრეთ წოდებული კატმანდუს კუნგ-ფუს მონაზვნები საბრძოლო ხელოვნებას ყოველდღე ეზიარებიან დრუკ-ამიტაბჰას მთის მონასტერში, რომელიც ნეპალის დედაქალაქის შემოგარენშია.