მაკროპორტრეტი
მუშაობის პროცესი საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა,
მწერები – საუკეთესო მოდელები, შედეგი – თავად განსაჯეთ.
მაკროპორტრეტი
მუშაობის პროცესი საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, მწერები – საუკეთესო მოდელები, შედეგი – თავად განსაჯეთ.
ფოტოგრაფიასთან ჩემი პირველი ჟანრობრივი შეხება 2011 წელს მოხდა, თანაც სწორედ მაკროფოტოგრაფიაში. მწერებზე დაკვირვებამ გამიტაცა და იდეა გამიჩნდა, რომ კლასიკური პორტრეტის ხერხების გამოყენებით მწერების გადაღება მეცადა – რატომაც არა? თუკი არსებობს ისეთი ჟანრობრივი მიმართულება, როგორიცაა კლასიკური პორტრეტი ადამიანებში, რატომაც არ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი მწერების პორტრეტების შექმნა? ჩემი აზრით, ეს მშვენიერი ციცქნა არსებები ნამდვილად იმსახურებდნენ სათანადო ყურადღებას.
თანაც, მინდოდა ადამიანების შიში და ზოგჯერ ზიზღიც კი მათ მიმართ ჩემ მიერ გადაღებული პორტრეტებით მეტ-ნაკლებად გამექარწყლებინა. მუშაობის პროცესი საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, მწერები – საუკეთესო მოდელები, შედეგი – თავად განსაჯეთ.