ქარვაში გამომწყვდეული მსხვერპლი
ორეგონის უნივერსიტეტის ბიოლოგმა ჯორჯ პოინარ უმცროსმა დომინიკელთა რესპუბლიკაში ნაპოვნი ეს ინდივიდი შეისწავლა
20 მილიონზე მეტი წლის წინ, 2 სანტიმეტრზე პატარა, ახალგამოჩეკილ სალამანდრას, სავარაუდოდ, ობობამ მარცხენა წინა კიდური მოაგლიჯა. ალბათ, გაქცევა მაინც მოახერხა, მაგრამ, საუბედუროდ, ხის ფისის მორევში ჩავარდა, რომელმაც ის ქარვაში გაქვავებული შემოინახა.
ორეგონის უნივერსიტეტის ბიოლოგმა ჯორჯ პოინარ უმცროსმა დომინიკელთა რესპუბლიკაში ნაპოვნი ეს ინდივიდი შეისწავლა. როგორც თავად ამბობს, ძალიან გაუკვირდა, რადგან ეს სალამანდრა – პირველი და ერთადერთი ასეთი ქმნილება აღმოჩნდა ქარვაში გაქვავებული.
სალამანდრას ახალი სახეობის სტატუსი მიანიჭეს, უნიკალური, დიდი ზომის აპკიანი წინა და უკანა კიდურების გამო.