ნაპოვნი სამოთხე
ორი წყვილი მთის არწივის სიახლოვეს დაიბუდა. ამ დიდებული სახეობის დაბრუნებას და ორი სახის უმაღლესი რანგის მტაცებლის ერთმანეთთან ასე ახლოს ბინადრობას სხვაგან სიხარულით მიესალმებოდნენ
ნაპოვნი სამოთხე
ორი წყვილი მთის არწივის სიახლოვეს დაიბუდა. ამ დიდებული სახეობის დაბრუნებას და ორი სახის უმაღლესი რანგის მტაცებლის ერთმანეთთან ასე ახლოს ბინადრობას სხვაგან სიხარულით მიესალმებოდნენ
ზაფხულის ერთ მოწმენდილ დილას, დეგიოზში, ჩრდილოეთ იტალიის სოფელში, ლუიჯინო ჯოკოლე ადგილობრივ ახალ ამბებს მიმოიხილავს. ის ოთხ ჭაღარაშერეულ მამაკაცთან ერთად, პატარა კაფეში ზის და კაპუჩინოს წრუპავს. მაგრამ მამაკაცები არც სპორტზე და არც პოლიტიკაზე ბჭობენ.
„სამი ბუდე! – წამოიძახებს ჯოკოლე, – სამი ბუდე მხოლოდ ერთ კილომეტრში, არაჩვეულებრივია!“
ისინი მეზობლების შესახებ საუბრობენ. წყვილმა ბატკანძერმა (რომელიც ალპებიდან ასწლიანი გაუჩინარების შემდეგ ველურ პირობებში ისევ გამრავლდა) ორი წყვილი მთის არწივის სიახლოვეს დაიბუდა. ამ დიდებული სახეობის დაბრუნებას და ორი სახის უმაღლესი რანგის მტაცებლის ერთმანეთთან ასე ახლოს ბინადრობას სხვაგან სიხარულით მიესალმებოდნენ. თუმცა, გრან-პარადიზოს ეროვნულ პარკში, სადაც ველური ბუნება და ცივილიზაცია ფაქიზ წონასწორობაშია, ეს ჩვეულებრივი ამბავია…
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.