ჟირაფები საფრთხეში
ზანტი და უზარმაზარი, „ჟირაფები იოლი სამიზნე და ბევრი ხორცია ბრაკონიერებისთვის, განსაკუთრებით, ომით გატანჯულ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“, – ამბობს GCF-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯულიან ფენესი
ჟირაფი აფრიკის ნაკლებად შესწავლილი სიმბოლოა. ამჟამად, მკვლევრები შემაშფოთებელ ტენდენციაზე მიუთითებენ: ჟირაფების კონსერვაციის ფონდის (GCF) მონაცემებით, გასულ 15 წელიწადში, მთელ კონტინენტზე ჟირაფების პოპულაციების რიცხოვნობა 140 000-დან 80 000 ინდივიდამდე შემცირდა.
ზანტი და უზარმაზარი, „ჟირაფები იოლი სამიზნე და ბევრი ხორცია ბრაკონიერებისთვის, განსაკუთრებით, ომით გატანჯულ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“, – ამბობს GCF-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯულიან ფენესი. ჯოგების შემცირებას ხელს უწყობს ჰაბიტატის დაკარგვა და ზოგიერთი ტომის ცრუმორწმუნე მონადირეებიც, რომელთაც სჯერათ, რომ ჟირაფების ტვინი ვირუსებისგან დაიცავთ.