კოალები სიგრილეს ინარჩუნებენ
2014 წელს მელბურნის უნივერსიტეტის ეკოლოგებმა დაადგინეს, რომ ტემპერატურის აწევისას, კოალები ხის ქვემო ნაწილისკენ მოძვრებიან და მის ტანს ეკვრიან
კოალები პაპანაქება სიცხეშიც ინარჩუნებენ სიგრილეს. ინფრაწითელი ფოტოგრაფიის წყალობით შეგვიძლია დავინახოთ, როგორ ახერხებენ ამას.
2014 წელს მელბურნის უნივერსიტეტის ეკოლოგებმა დაადგინეს, რომ ტემპერატურის აწევისას, კოალები ხის ქვემო ნაწილისკენ მოძვრებიან და მის ტანს ეკვრიან. მკვლევარ ნატალი ბრისკოუს თქმით, ხეს თავისი მიკროკლიმატი აქვს და შეუძლია 7 გრადუსით გრილი იყოს ჰაერის ტემპერატურასთან შედარებით. ტემპერატურის რეგულირების ეს ხერხი ბევ-რად ეფექტურია, ვიდრე ქოშინი ან ბეწვის ლოკვა.
სიდნეის უნივერსიტეტის ბიოლოგმა მეთიუ კროუთერმა აღმოაჩინა, რომ კოალები „საჩრდილობელ ხეებთან“ (კაზუარინა) უფრო გრილდებიან, ვიდრე „საკვებ ხეებთან“ (ევკალიპტი), თუმცა აუტანელ სიცხეში ორივე გამოდგება.