რეცეპტი: საყვარელი ცხოველები
საყვარელ ცხოველებთან კონტაქტი არტერიულ წნევასა და სტრესული ჰორმონების დონეს დაბლა წევს
სტუდენტურ ბანაკებში საყვარელი ცხოველები გადაღლილ სტუდენტებს თათს უწვდიან. 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტები ხშირად უჩივიან დეპრესიასა და სხვა სიმპტომებს. ყოველი მესამე საკონსულტაციო სამსახურს მიმართავს. ამიტომ, ზოგი სასწავლებე-ლი სტუდენტთა დაძაბულობის მოსახსნელად „საყვარელი ცხოველებით თერაპიის“ სეანსებს აწყობს.
საყვარელ ცხოველებთან კონტაქტი არტერიულ წნევასა და სტრესული ჰორმონების დონეს დაბლა წევს, ასევე, ე. წ. ბედნიერების ჰორმონთა რაოდენობას ზრდის. არასამთავრობო ორგანიზაცია Pet Partners-ის დირექტორი მერი მარგარეტ კალაჰანი მიიჩნევს, რომ საყვარელი ცხოველების მონახულება „სტუდენტთა წარმატების საწინდარია“.