
გაზაფხულზე, ხელნაკეთი პროექტებით, ზედმეტი ჩარევის გარეშე, დაეხმარეთ გარეულ ცხოველებს და მათ ნაშიერებს.
1. ფრინველებისთვის უსაფრთხო ფანჯრები

გამჭვირვალე, ამრეკლავი მინა ფრინველებს აბნევს. დედამიწაზე მილიარდობით ფრინველი მინაზე შეჯახების შედეგად იხოცება. მორთეთ თქვენი ფანჯრები სტიკერებით ან ტემპერის საღებავით ისე, რომ მოხატულობაში 5-10 სანტიმეტრზე დიდი წყვეტა არ იყოს. სხვა იდეებისთვის ეწვიეთ: abcbirds.org/glass-collisions.
ფოტო: რებეკა ჰეილი, NGM-ის თანამშრომელი
2. ფრთხილი საგაზაფხულო დასუფთავება

სანამ სათიბს აამუშავებთ, დარწმუნდით, არემარეში პატარა ცხოველები ან ფრინველები ხომ არ არიან. თუ იპოვით არსებას, რომელსაც შველა ან გადაადგილება ესაჭიროება, დაუკავშირდით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ბმულზე: https://des.gov.ge
ფოტო: ჯოელ სარტორე, NATIONAL GEOGRAPHIC PHOTO ARK
3. შექმენით სასტუმრო მწერებისთვის

მწერები მცენარეების დამამტვერიანებლები და ეკოსისტემის სანიტრები არიან. მათ გასამრავლებლად უსაფრთხო ადგილები სჭირდებათ. მათთვის სასტუმროს გაკეთებას თქვენი ხელით შეძლებთ:
1. იპოვეთ მუყაოს ყუთი.
2. ჩაალაგეთ მასში ქაღალდისგან გაკეთებული პატარა მილები.
3. შეავსეთ მილები ხის ტოტებით, ბალახით, ფოთლებით და დადგით ეზოს მშვიდ ნაწილში.
ფოტო: რებეკა ჰეილი, NGM-ის თანამშრომელი
4. პატარების მეთვალყურეობა

ზოგიერთი ცხოველის ნაშიერი დედის გარეშე დიდ დროს ატარებს. თუ მარტო მყოფ პატარას გადააწყდებით, ნუ ჩათვლით, რომ საფრთხეშია. ხელი არ ახლოთ და რჩევა ცხოველთა მაშველს ჰკითხეთ.
ფოტო: როლფ კოპფლე, ALAMY STOCK PHOTO