2023 წლის რჩეული ფოტოები
National Geographic-ის ფოტოგრაფები მთელ პლანეტაზე მოგზაურობენ
ჩვენი სამყაროს საოცრებებისა და ჩვენი ეპოქის ხასიათის აღსაბეჭდად.
აქ წარმოგიდგენთ მათ საუკეთესო ნამუშევრებს.
2023 წლის რჩეული ფოტოები
National Geographic-ის ფოტოგრაფები მთელ პლანეტაზე მოგზაურობენ ჩვენი სამყაროს საოცრებებისა და ჩვენი ეპოქის ხასიათის აღსაბეჭდად. აქ წარმოგიდგენთ მათ საუკეთესო ნამუშევრებს.
მივწვდეთ მთვარეს კოკონინოს ოლქი, არიზონა სანამ პროგრამა Artemis-ი ადამიანებს მთვარეზე გაგზავნის, NASA ტესტებს ატარებს რეალურთან მიახლოებული პროტოტიპების გამოყენებით. მთვარეზე სიარულის საიმიტაციოდ ასტრონავტ ზინა კარდმენს ეცვა ეს საწვრთნელი კოსტიუმი მთვარის გრავიტაციის პირობებში რეალური სკაფანდრის წონისა და მოძრაობის დიაპაზონის შესაგრძნობად. ფოტოგრაფი: დენ უინტერსი
არქტიკული ელეგია თეთრი ზღვა, რუსეთი საზღვაო ბიოლოგი ალექსანდრ სემიონოვი ბალნიან ციანეას არქტიკული ზღვების დედოფალს უწოდებს. აღნიშნული ინდივიდი მან სიცოცხლის ბოლო სტადიაზე გადაიღო: რეპროდუქციის შემდეგ ის ზომაში დაპატარავდა და ასობით გრძელი საცეცი მოიცილა. ფოტოგრაფი: ალექსანდრ სემიონოვი
ღამის ცვლა ყუმისთავი, საქართველო ღამურების ერთ-ერთი კოლონია იმერეთის სოფელ ყუმისთავის მღვიმეში ბინადრობს. მეზობლად მცხოვრები ადამიანები მათ კარგად ეპყრობიან და ღამურებიც, მადლობის ნიშნად, მავნებელ მწერებს ჭამენ. კოღოს გარდა, ღამურების რაციონს შეადგენს ბინდის პეპელა თუ ცხვირგრძელა ხოჭო. ერთ ღამეში თითოეულ „მოხალისე მევენახეს“ შეუძლია შეჭამოს საკუთარი წონის 60-100%-ის შესაბამისი ოდენობის მწერი. ფოტოგრაფი: ვიქტორ ლიაგუშკინი ვრცელი სტატია იხილეთ 2024 წლის იანვრის ნომერში.
თოვლის პატრული სოდანკიულია, ფინეთი არქტიკულ სამხედრო ბაზაზე ფინეთისა და აშშ-ის ჯარისკაცები ვარჯიშობენ ზამთრის საბრძოლო მოქმედებათა წარმართვაში. ეს წვრთნები უკრაინაში მიმდინარე ომის საპასუხოდ ჩატარდა ორი თვით ადრე, სანამ რუსეთის მოსაზღვრე ფინეთი NATO-ს შეუერთდებოდა. ფოტოგრაფი: ლუი პალუ
ამაზონის სულები პუერტო-ნარინიო, კოლუმბია ამაზონის მკვიდრი ხალხის, ტიკუნას კოსმოლოგიაში ამაზონის მდინარის დელფინები ავი სულები და წყალქვეშა სამყაროს მცველები არიან. ქალები ცეკვავენ ვარდისფერი დელფინის კოსტიუმებით, რომლებიც შეკერილია იანჩამას, თუთისებრთა ოჯახის ხის, ქერქისგან. ფოტოგრაფი: თომას პეშაკი
ახლოდან დანახული აფთრები მასაი-მარას ეროვნული ნაკრძალი, კენია გამთენიისას ხალებიანი აფთრები გუბურას სტუმრობენ დასარწყულებლად. აფთარი მრისხანე, საზრიანი და სოციალური არსებაა, რომელიც მატრიარქალურ კლანებად ცხოვრობს. ჯენ გაიტონმა ეს ახლო კადრი დისტანციურად მართვადი, ჯავშნიანი რობოტით გადაიღო, რომელიც National Geographic-ის ფოტოინჟინრებმა შექმნეს. ფოტოგრაფი: ჯენ გაიტონი
ბუდისტური ტურიზმი სიანი, ჩინეთი ტურისტები ფოტოს იღებენ პაგოდისა და სიუენწანგის ბრინჯაოს ქანდაკების ფონზე. VII საუკუნეში ამ ბუდისტმა ბერმა 16 წელი დაუთმო ინდოეთში პილიგრიმობას და ათეულობით ხელნაწერი თარგმნა სანსკრიტიდან ჩინურად. ფოტოგრაფი: ჯონ სტენმაიერი
მშვიდი დინება განმუხური, საქართველო ცხენები ბალახობენ განმუხური-ანაკლიის დამაკავშირებელი ხიდის მახლობლად, მდინარე ენგურთან, რომელიც რამდენიმე მეტრში შავ ზღვას უერთდება. განმუხური ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება და ეს ის ბოლო მონაკვეთია, სადაც მდინარე ენგურის ორივე ნაპირი მოქცეულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ფარგლებში. ფოტოგრაფი: თაკო რობაქიძე თაკო რობაქიძის სტატია „აკრძალული ენა“ გამოქვეყნდა 2023 წლის ნოემბრის ნომერში.
სიცოცხლე უჩვეულო ადგილებში ფრაზასის მღვიმე, იტალია სპელეოლოგი ვალენტინა მარიანი (ზემოთ), National Geographic-ის მკვლევარი კენი ბროუდი (ცენტრში) და ნადირ კვარტა ლაგო-ვერდეს ბნელ, ტოქსიკურ წყლებში ყვინთავენ. ამგვარი ეკოსისტემები წარმოდგენას გვიქმნის უცხო პლანეტების ზღვების ქიმიურ შემადგენლობაზე. ფოტოგრაფი: კარსტენ პიტერი
თვალის-მომჭრელი სუფრა ჯარყურგანი, უზბეკეთი ხელით ნაქარგი სუზანის ფონზე ქალები განსაკუთრებული რიტუალით აღნიშნავენ ვაჟის სასწავლებლად გამგზავრებას დედაქალაქ ტაშკენტში. ერთი ქალი ყურანის სტროფებს წარმოთქვამს, სხვები კი გადასაფარებელს ხსნიან კვერების საკურთხებლად. ეს რიტუალი ზოროასტრიზმის გავლენით ჩამოყალიბდა. ფოტოგრაფი: მატიე პალე
გამოზარდე და გაუშვი ჩიკაგო, ილინოისი გადაშენების საფრთხის პირას მყოფი ზებრისებრი ზვიგენი დაცურავს „შედის აკვარიუმში“, სადაც ამ სახეობას ამრავლებენ მისი კვერცხების ინდონეზიაში გასაგზავნად. იქ ნაშიერებს გამოზრდიან და საზღვაო დაცულ ტერიტორიაზე გაუშვებენ ველური პოპულაციის აღსადგენად. ფოტოგრაფი: დევიდ დუბილე
ახალი რეალობა ჰარგეისა, სომალილენდი მარკოსიანი სომალილენდში (არაღიარებული, თვითგამოცხადებული სახელმწიფო სომალის ტერიტორიაზე) გაემგზავრა სამოქალაქო ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ. იქ მან დიდი ახალგაზრდული ენერგია იპოვა: „მე შევხვდი გოგონათა თაობას, რომელიც სახეს უცვლის კულტურას და, ამავე დროს, ინარჩუნებს ტრადიციას“. მარცხნივ: 20 წლის ჰაფსა ომარი 18 წლის დასთან, ასმასთან (ბურთით ხელში) ერთად თამაშობს საკალათბურთო გუნდში და სწავლობს უნივერსიტეტში. მარჯვნივ: 19 წლის სუჰუურ ჰასანი და 20 წლის მუჰიმ მავლიიდი (მზერით ობიექტივში) ტრადიციულ ცეკვებს სწავლობენ ჰარგეისას ჰალკარის აკადემიაში. ფოტოგრაფი: დიანა მარკოსიანი
ცხოვრება გიგანტებთან ვალპარაი, ინდოეთი სპილოები დასეირნობენ ჩაის პლანტაციაში, რომელიც მათი ტყიანი ჰაბიტატის ნაწილი იყო, სანამ სამეურნეო ზონად გადააქცევდნენ 1800-იანი წლების დასასრულს. დღეს რეგიონში 70 000-მდე ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს 120 სპილოს შორის. ფოტოგრაფი: ბრენტ სტირტონი
სარკე ჩიბა, იაპონია მინის საწარმოში თიხის ქოთანს უროებით ამტვრევენ ოპტიკური მინის ამოსაღებად. შემდეგ ამ მინას, რომელიც კარგად უძლებს ჰაერის ტემპერატურულ ცვლილებებს, დაანაწევრებენ და გაგზავნიან არიზონის უნივერსიტეტის ობსერვატორიაში. იქ მას გაადნობენ და სარკეებს ჩამოასხამენ ტელესკოპებში გამოსაყენებლად. ფოტოგრაფი: კრისტოფერ პეინი
სახლი სახლიდან შორს თბილისი, საქართველო უკრაინიდან ომს გამოქცეულმა ბიჭმა სასტუმროს ამ ოთახში ოჯახთან ერთად რამდენიმე თვე გაატარა. მათი წინა თავშესაფარი უსახსრობის გამო დაიხურა. 2023 წლის სექტემბერში იგივე ბედი ეწია თბილისში ოდესის ქუჩაზე მდებარე ამ სასტუმროსაც, რომელმაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისთანავე შეიფარა ლტოლვილები. ბიჭის მამამ სამსახურის შოვნა მოახერხა და რამაზანოვების ოჯახს ახლა უკვე ბინის ქირაობის საშუალება აქვს. ფოტოგრაფი: ჰეილი სედლერი
კივიზე ზრუნვა უელინგტონი, ახალი ზელანდია სპეციალისტები ჩრდილოეთის მურა კივის ამოწმებენ 2 თვის შემდეგ, რაც ის და კიდევ 10 ინდივიდი ველურ ბუნებაში გაუშვეს. კივის პოპულაცია მკვეთრად შეამცირეს მტაცებლებმა, განსაკუთრებით, 1800-იან წლებში ინტროდუცირებულმა ყარყუმებმა. ფოტოგრაფი: რობინ ჰამონდი
აფეთქების შემსწრე ჩაჩა, ინდოეთი ტაჯ მოჰამადი ცხვრებსა და თხებს მწყემსავს რაჯასტანის უდაბნოში. 1998 წელს, ბავშვობისას, მოჰამადმა იგრძნო მიწის ზანზარი და გიგანტური მტვრის ღრუბელი დაინახა, როდესაც ინდოეთმა მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა ჩაატარა. ინდოეთი ბირთვული იარაღის მფლობელი ცხრა ქვეყნიდან ერთ-ერთია. ფოტოგრაფი: ჩინკი შუკლა
მკვდრეთით აღდგენა ნიუ-ჰეივენი, კონექტიკუტი იელის უნივერსიტეტის მკვლევრები ეძებდნენ გზას მკვდარი თავის ტვინის ქსოვილის გასაცოცხლებლად. მათ წარმატებას მიაღწიეს ღორის ტვინზე მუშაობისას, როდესაც ინდივიდუალური წამლების კოქტეილი (ცისფერი) შეურიეს ჟანგბადის გადამტანს (მუქი წითელი). ფოტოგრაფი: მაქს აგილერა-ჰელვეგი
მზადება გასაშვებად რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია, კალიფორნია ტექნიკოსი აკვირდება NASA-ს კოსმოსურ ხომალდ Europa Clipper-ის „ტვინს“. ეს აპარატი მომდევნო წელს უნდა გაუშვან იუპიტერის თანამგზავრ ევროპის სიახლოვეს საფრენად, რათა მისი ყინულოვანი გარსი და ქვეშ არსებული ზღვა შეისწავლოს. ფოტოგრაფი: კრის განი
მონარქების სამფლობელო პეპელა-მონარქის ბიოსფერული ნაკრძალი, მექსიკა ფოტორედაქტორი ენ ფარარი სტატიაში გამოსაქვეყნებლად ფოტოების არჩევისას აღნიშნავს: „მე ვეძებ განსაკუთრებულს. მე ვეძებ უნიკალურს“. ფარარმა ასეთ ნიშნებს მიაგნო 2023 წლის გაზაფხულზე, როდესაც ხაიმე როხომ მას პეპელა-მონარქების ათობით ათასი ფოტო გაუგზავნა, მათ შორის კადრები, რომლებიც ნაჩვენებია მარცხნივ. როხო თითქმის 20 წლის განმავლობაში სტუმრობდა ცენტრალური მექსიკის ტყიან მთებს, სადაც ზამთარს ატარებენ ჩრდილოეთ ამერიკის მომიგრირე პეპელა-მონარქების აღმოსავლეთის პოპულაციები. ეს ფოტოგრაფი „ჩინებულად იცნობს ამ ადგილსა და პეპლებს“, – ამბობს ფარარი. როხოს ყველა ფოტოს დათვალიერებისა და მასთან კონსულტაციის შემდეგ, ფარარმა 20 ფოტო აარჩია მომდევნო წლის ერთ-ერთ ნომერში გამოსაქვეყნებელი სტატიისთვის. ფოტოგრაფი: ხაიმე როხო
ტყეში დაბინავება პეპელა-მონარქის ბიოსფერული ნაკრძალი, მექსიკა მზის სხივებით აჭრელებული პეპელა-მონარქები ერთად მოგროვებულან ზამთრის სიცივეში და მექსიკურ სოჭებს საბანივით ეფინებიან ელ-როსარიოს ნაკრძალში. როხომ ეს ფოტო მზის ჩასვლისას გადაიღო. ფოტოგრაფი: ხაიმე როხო
სახეობათა წარმოშობა პუნტა-არენასი, ჩილე დარვინის ნანდუს ექსპონატი გამოფენილია მაჯორინო ბორგატელოს მუზეუმში. ამ სახეობას დარვინმა პატაგონიაში მიაგნო 1834 წელს, შემდეგ ის შეადარა უფრო დიდ ჩრდილოეთის ნანდუს და გააცნობიერა, რომ ორი სახეობა შეიძლება ერთი საერთო წინაპრისგან წარმოიშვას. ფოტოგრაფი: მარსიო პიმენტა
საგანძურის მცველები ჰელენის რიფი, პალაუ ბრაიან ფიდიი ნავიდან ხტება ჰელენის რიფის ლაგუნაში, რომ ხელნაკეთი ჰარპუნით ითევზაოს საკვების მოსაპოვებლად. ფიდიი და სხვა რეინჯერები მიეკუთვნებიან მკვიდრ ხალხს, რომლებიც პალაუს ბიომრავალფეროვან რიფს უკანონო კომერციული თევზჭერისგან იცავენ. ფოტოგრაფი: კილიი იუიანი
მბრწყინავი ნახშირბადი ნიუ-იორკი, აშშ კომპანია Aether-ი, რომელიც ახალ ტექნოლოგიებს ავითარებს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, ჰაერიდან დაჭერილ ნახშირორჟანგს ბრილიანტად გარდაქმნის თავის ლაბორატორიაში. Aether-ი იყენებს ენერგიის სუფთა წყაროებს და აღნიშნული კომპანიის დაპირებით მათ მიერ შექმნილი ბრილიანტის ყოველი კარატი 20 ტონა CO2-ს აშორებს ატმოსფეროს. ფოტოგრაფი: დავიდე მონტელეონე
იყო ის, ვინც ხარ ლაგოსი, ნიგერია ეშლი ოკოლი ცეკვავს ლაგოსის ღამის კლუბში – ერთ-ერთ იშვიათ ადგილას ნიგერიაში, სადაც ყველა სექსუალური ორიენტაციის ადამიანს იღებენ. ნიგერიაში ერთი სქესის ადამიანთა კავშირი უკანონოა, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში LGBTQ აქტივისტებმა პრაიდის თვე წარმოდგენებითა და საპროტესტო აქციებით აღნიშნეს. ფოტოგრაფი: იაგაზე ემეზი
ნათლობა კოლვეზი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა აფრიკის სამოციქულო ეკლესიის პასტორი ნგოი ნიკო (მარჯვნივ) თავისი მრევლის ახალი წევრის ნათლობას უძღვება მდინარე ლუალაბაში. ამ მდინარეს იყენებენ განწმენდის რიტუალებისთვის, რადგან ის ჯერ კიდევ არ დაუბინძურებია კობალტის მოპოვებით სამუშაოებს. ფოტოგრაფი: დავიდე მონტელეონე
ხალისიანი პილიგრიმები დონიანას ეროვნული პარკი, ესპანეთი პილიგრიმები მღერიან და ცეკვავენ საგაზაფხულო მსვლელობისას, რომელიც როსიოს ღვთისმშობლის ტაძრისკენ მიემართება. ფოტოგრაფ აიტორ ლარას თქმით, მლოცველთა ლირიკული ტექსტები „გამოხატავს პილიგრიმობის ჯადოსნურ გამოცდილებასა და მათ მგზნებარებას“. ფოტოგრაფი: აიტორ ლარა
ტალღებთან შებმა სამხრეთ ატლანტის ოკეანე ვულკანოლოგები და მთამსვლელები ბრუნდებიან რამდენიმეკვირიანი ექსპედიციიდან, რომელიც იკვლევდა მიქაელის მთას – სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებზე მდებარე ვულკანს. გუნდმა შეისწავლა მიქაელის მწვერვალი, რომელიც იშვიათ ლავის ტბას შეიცავს. ფოტოგრაფი: რენან ოზთურქი
ჩრდილოეთის ციალი ნიუ-ოლესუნდი, ნორვეგია ნორვეგიის ეკლესიის წინამძღვარი სივ ლიმსტრანდი ერთადერთი პასტორია სვალბარდის არქიპელაგზე. ლიმსტრანდი ნებისმიერი ეროვნებისა და რელიგიის მლოცველებს იღებს. არქტიკის თბობის კვალდაკვალ მის ირგვლივ შემოკრებილი მეცნიერები თუ ადგილობრივები აკვირდებიან და ებრძვიან კლიმატის ცვლილებას. ფოტოგრაფი: ესთერ ჰორვათი