3D დოდოს აღდგენა
როგორ გამოიყურებოდნენ, დადიოდნენ და იქცეოდნენ ფრენის უუნარო ერთი მეტრის სიმაღლის ფრინველები?
ტექნოლოგიები დოდოების უკეთ შესწავლის საშუალებას იძლევა. „ჰოლი-კროსის“ კოლეჯის პალეონტოლოგმა ლეონ კლასენსმა და მკვლევართა ჯგუფმა დოდოს მსოფლიოში ერთადერთი სრულყოფილი ჩონჩხი სამგანზომილებიანი ლაზერული სკანერით შეისწავლეს. შედეგმა, შესაძლოა, დიდი ხნის კითხვას გასცეს პასუხი: როგორ გამოიყურებოდნენ, დადიოდნენ და იქცეოდნენ ფრენის უუნარო ერთი მეტრის სიმაღლის ფრინველები?
დოდოს „სრულიად დაუმსახურებლად“ აქვს ევოლუციური მარცხის რეპუტაციაო, ამბობს კლასენსი. ის „მშვენივრად ისვენებდა“ მავრიკზე, 1598 წელს ნიდერლანდელების მოსვლამდე. 1963 წელს დოდო გადაშენდა.