
აბრეშუმის ჭანჭიკები
ტაფტსის უნივერსიტეტისა და ბეთ ისრაელ დეაკონესის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა შეიმუშავეს აბრეშუმის ჭანჭიკი
დევიდ კაპლანის ბიოსამედიცინო ლაბორატორიის (ტაფტსის უნივერსიტეტში) ჭიები მავნებლები არ არიან. ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებენ მოტეხილი ძვლის სწრაფად შეხორცებაში. ცილოვანი ბოჭკო, რომელსაც აბრეშუმის ჭიები პარკებში ახვევენ, ძვლის შემკვრელ ჭანჭიკებად და ფირფიტებად იქცევა.
ტაფტსის უნივერსიტეტისა და ბეთ ისრაელ დეაკონესის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა შეიმუშავეს აბრეშუმის ჭანჭიკი. მას მოიაზრებენ ფოლადის ჭანჭიკებისა და შენადნობებისგან დამზადებული ფირფიტების ალტერნატივად, რადგან ისინი ხშირად აზიანებენ ძვლებსა და ქსოვილებს, არ ატარებენ რენტგენის სხივებს და ამოღებისთვის ოპერაციას საჭიროებენ.
„მას რამდენიმე თვისება აქვს“, – ამბობს ბიომედიცინის ინჟინერი კაპლანი. აბრეშუმი ორგანიზმშივე იშლება. აბრეშუმის ჭანჭიკი მტკიცეც არის და რბილიც.