
აჯანყების რელიკვია
ასეთი ილუსტრირებული ფირფიტებით გულშემატკივრები საკუთარი სახლების კედლებს ამკობდნენ
XIV საუკუნის 12-სანტიმეტრიანი ლითონის ნაკეთობა რელიგიური არტეფაქტიც არის და პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილიც. მის ოთხ სეგმენტზე ლანკასტერის გრაფის, თომას პლანტაგენეტის შეპყრობა, გასამართლება, უკანასკნელი გზა და დასჯაა ნაჩვენები. სცენებს ფრანგული წარწერები გასდევს. გრაფი მომხრე ბარონებთან ერთად ინგლისის მეფე ედუარდ II-ს აუჯანყდა. ედუარდმა თომასი დაამარცხა და დასაჯა, რასაც გრაფის მომხრეებში მისი მოწამეობრიობის ლეგენდები მოჰყვა. ასეთი ილუსტრირებული ფირფიტებით გულშემატკივრები საკუთარი სახლების კედლებს ამკობდნენ. „ეს პოლიტიკური განაცხადი იყო თომასის მხარდასაჭერად და მე-ფის წინააღმდეგ“, – ამბობს ლონდონის არქეოლოგიის მუზეუმის ექსპერტი სოფი ჯექსონი. მოგვიანებით, ტახტის გაძლიერებას ამ ფირფიტების გადაყრა მოჰყვა. აღარავის სურდა, მეფის რისხვა თავს დასტყდომოდა.