ახლებურად დანახული ყვავილები
ბნელ ოთახში ულტრაიისფერ სინათლეზე ჩვეულებრივი ყვავილები
არამიწიერი ფერებით ანათებენ

ახლებურად დანახული ყვავილები
ბნელ ოთახში ულტრაიისფერ სინათლეზე ჩვეულებრივი ყვავილები არამიწიერი ფერებით ანათებენ
ტექნიკა, რომელიც ულტრაიისფერ სინათლეს იყენებს, ჩვეულებრივი მცენარეების დაფარულ, ფერად და ბრჭყვიალა სამყაროს ააშკარავებს.
პირველი ნაბიჯი ფოტოგრაფ კრეიგ ბეროუზისთვის ყვავილის შერჩევაა. მათ დაეძებს პარკებსა თუ მოკირწყლული გზის ნაპრალებში.როდესაც იგი შესაბამის კანდიდატურას პოულობს – მთლიანსა და კომპლექსური ფაქტურით – სახლში მიაქვს. თუ ვერ პოულობს, საკუთარ ბაღში თვითონ ზრდის.
ბეროუზი ლოს-ანჯელესთან ახლოს ცხოვრობს. ყვავილებს 2014 წლის შემდეგ იღებს ტექნიკით, რომელსაც ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული ფლუორესცენცია (UVIVF) ეწოდება. ამ მეთოდით ყვავილები სასწაულებრივ ფერებს ავლენენ. ულტრაიისფერ სინათლეში ჩვეულებრივი პიგმენტები უცნაურ ახალ სიცოცხლეს იძენენ და არაამქვეყნიურ ფერებად ანათებენ.
მვირსინის ბუჩქის (Myrtus communis) თეთრი სამტვრეები ხშირად შეიცავს პიგმენტებს, რომლებიც ულტრაიისფერ სინათლეზე საოცარ ფერებად ცოცხლდება.
მონარდის (Monarda sp.) ზოგიერთი ყვავილი დამამტვერიანებლებს ფერებით იზიდავს. ულტრაიისფერ სინათლეზე მცენარე ელექტრიფიცირებულ ცისარტყელას ჰგავს.
მსხლის (Pyrus calleryana) თეთრი ყვავილები ულტრაიისფერ სინათლეზე იისფრად მოჩანს. ადამიანის მიერ აღქმული ფერი წარმოიქმნება იმის მიხედვით, თუ რა სიგრძის ტალღას ირეკლავს გარკვეული მასალა (მაგ. ბალახი ყველა ფერს შთანთქავს მწვანის გარდა). ფლუორესცენცია ერთი ტალღის სიგრძის სინათლის გამოსხივებაა იმ ნივთიერებიდან, რომელიც სხვა სიგრძის ტალღის გამოსხივებას შთანთქავს. ამის გამოა, რომ ყვავილები ამ ფერებს მხოლოდ ულტრაიისფერი სინათლის ქვეშ ავლენენ.

UVIVF პროცესისათვის პრაქტიკულად სრული სიბნელე და მცენარეების სრული უმოძრაობაა საჭირო. 20-წამიანი ექსპოზიციის დროს ყვავილი შეიძლება გადაიხაროს ან მოტრიალდეს. ბეროუზი გადაღებისას სუნთქვას იკავებს, რადგან იცის, რომ უცაბედმა ამოსუნთქვამ ან მტვრის მოძრაობამ სურათის გადღაბვნა შეიძლება გამოიწვიოს ან მასზე უცხო სხეულები გამოაჩინოს. შედეგი მანათობელი ბოტანიკური პორტრეტებია.
„რამე განსაკუთრებულს არ ვქმნი“, ამბობს ბეროუზი, „უბრალოდ იმას ვპოულობ, რაც ჩვენ ცხვირწინაა და ამას ხალხს ვუჩვენებ ისეთი ფორმით, როგორიც არასოდეს უნახავთ“. მისი თქმით, ყველაზე საინტერესო რაღაცები ხშირად სწორედ ჩვენ თვალწინაა.