
ალასკის არტეფაქტების გადასარჩენად
2009 წლის გათხრებმა ყინულში „დატყვევებული“ 20 000-მდე არტეფაქტი გამოავლინა
არქეოლოგები 1300-1650 წლებში იუპიკის ტომის ესკიმოსებით დასახლებული სანაპირო სოფლების (ანკორიჯიდან დასავლეთით) ნაშთების შენარჩუნებას ჩქარობენ. მუდმივად დამზრალი ტერიტორია ახლა ლღვება და ალბათ კლიმატის გლობალური ცვლილებით ადიდებული ბერინგის ზღვით შთაინთქმება.
2009 წლის გათხრებმა ყინულში „დატყვევებული“ 20 000-მდე არტეფაქტი გამოავლინა. აქ ნაჩვენები ნიმუშები ნატურალური ზომის რიტუალურ ხის ნიღაბს, ხის თოჯინებს, კარიბუს რქის ჰარპუნის წვეტებს, ფიქლის ისრის თავებსა და ლომვეშაპის ეშვის ორ გადაბმულ რგოლს მოიცავს.
მთავარ არქეოლოგ რიკ კნეხტის გამოთვლით, 5 წლის შემდეგ, ზამთრის შტორმი ალბათ მთლიანად წალეკავს დარჩენილ ყინულს.