ქვეყნის ეს ფაფუკი სიმბოლო და პლანეტის ერთ-ერთი უსაყვარლესი ცხოველი – კრიზისულ მდგომარეობაშია. ისინი ევკალიპტის ხეებს კარგავენ… სანამ ავსტრალიაში ევროპელები დასახლდებოდნენ, აღმოსავლეთ სანაპიროზე, ევკალიპტისა და ავსტრალიური კვიპაროზის ტყეებში რამდენიმე ათეული მილიონი კოალა ბინადრობდა. ამ ტყეების თითქმის ორი მესამედი გაიჩეხა. კოალას პოპულაციის რიცხოვნობის შეფასება არასრული და საკამათოა, მაგრამ ფაქტია, რომ კლებულობს. დღეს, შესაძლოა, 100 000-ზე ნაკლებიც იყოს.
ურბანიზაციამ ახალი პრობლემები შექმნა: დაიკარგა საარსებო გარემო და გავრცელდა დაავადებები. კოალების გასაჭირს ძაღლები და გზატკეცილებიც დაემატა.
– ამბობს კოალების ერთ-ერთი კვლევის წამყვანი სპეციალისტი დიედრი დე ვილიერზი. იგი 15 წლის განმავლობაში აკვირდებოდა კოალებს, მონიტორინგს უწევდა მათ პოპულაციას და სწავლობდა მათი რიცხოვნობის კლების მიზეზებს.
დეიდრი დე ვილიერზი კოალას განსაცდელს პირად ტრაგედიად აღიქვამს. დღისით ის კოალების რესპექტაბელური მკვლევარია, საღამოს კი – მათზე გადამკვდარი დედობილი.
დე ვილიერზი ერთდროულად ხუთ კოალას უვლის, ორ დღეში ერთხელ კოალას ძირითად საკვებს – ევკალიპტის ფოთლებს იქვე ახლოს, პლანტაციებში აგროვებს. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში მან სამოცზე მეტი ცხოველი გაზარდა.
სრული ვერსია წაიკითხეთ ნოემბრის ნომერში.