არაამქვეყნიური ექსპოზიცია
ამერიკის დასავლეთში ღამის წყვდიადში მომუშავე ფოტოგრაფი ულტრაიისფერ განათებას იყენებს და სცენებს ზებუნებრივად წარმოგვიჩენს.

განათების ახალმა წყარომ ფოტოგრაფს კლასიკურ ამერიკულ ლანდშაფტებში დაფარული ლუმინესცენცია აღმოაჩენინა.
დაღამებისას, ვაშინგტონის შტატში, რეინირის მთაზე ფოტოების გადაღების შემდეგ კოდი კობი სახლში წასვლას გეგმავდა. უკანასკნელ მომენტში უბრალო ახირების გამო წამოღებული ულტრაიისფერი განათების გამოყენება პირველად გადაწყვიტა.
ორი კადრისგან შედგენილი გამოსახულება არაამქვეყნიურად წარმოგვიჩენს გამოფიტულ კლდოვან ფორმაციებს სან-ხუანის ქვაბულში, ნიუ-მექსიკოდან ჩრდილო-დასავლეთით. „ამ ფოტოზე განსაკუთრებით გამაოცა მდიდარმა ფერთა გამამ ლანდშაფტში, რომელიც, როგორც წესი, მონოქრომულია“, – ამბობს კობი. ლაჟვარდოვან ზღვასავით ლურჯ აჰ-ში-სლე-პას ნაკრძალის შორეულ ნაწილში მინერალები და გაქვავებული ხის ნაწილები ნახევრად დამარხულია დანალექ ქანებში.
კასკადოვან მთებში ულტრაიისფერი სინათლე სოჭებს, ტბის წყალმცენარეებს

კასკადოვან მთებში ულტრაიისფერი სინათლე სოჭებს, ტბის წყალმცენარეებს და ქვიან ნაკადულს საოცარ ფერებში აჩენს.
კალიფორნიის მონოს ტბა მისტიკურად ბზინავს
კალიფორნიის უაიტ-მაუნტინსში მდგომი გამხმარი ფიჭვის ხე საფირონისფერ მოჩვენებას ჰგავს. „ასეთ მკაცრ ადგილას, რომელიც ძლიერი ქარებით გამოირჩევა, იღბალმა იდეალური პირობებით დამაჯილდოვა“, – ამბობს კობი.
ლურჯი ნეონისფერი მდინარე სკაიკომიშის თავზე ლოდებს ნარინჯისფერი ლაქები ამშვენებს.

შედეგად კობმა ხედის მაძიებელში იმდენად მომნუსხველი გამოსახულება დაინახა, რომ მთაზე დილის 4 საათამდე დარჩა. ობიექტივის ჩამკეტის დაბალ სიჩქარეზე დაყენებით და ულტრაიისფერი სინათლის მინათებით მან ადამიანის თვალისთვის უხილავი, „პარალელური სამყარო“ აღმოაჩინა. ლუიზიანას სოფელში დაბადებული თვითნასწავლი ფოტოგრაფი ამერიკის დასავლეთით მას შემდეგ მოიხიბლა, რაც სამუშაოდ სიეტლში გადავიდა. „არ ვიყავი ნამყოფი ასეთ უზარმაზარ სივრცეში“, – ამბობს იგი. დღეს კობი ასეთ ადგილებში თავს შინაურად გრძნობს, მარტოდმარტო კვირებით რჩება ველურ ბუნებაში და მისი უცხო ასპექტების გამოსავლენად კამერას იყენებს.