
არასასურველი სტუმრებისგან ეზოს დასაცავად მიჰყევით ჩვენს რჩევებს.
1. შიდა ეზოდან მწერების განდევნა

კოღოების საწინააღმდეგო მრავალი საშუალება ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დაფუძნებული; კვლევის თანახმად, ეფექტურია ლიმონის ევკალიპტის ზეთი. სისხლისმსმელი მწერების თავიდან მოსაშორებლად ვენტილატორის ჩართვაც შეგიძლიათ. Consumer Reports-ის ცდაში ახლომახლო მდგომი ვენტილატორი 45-65%-ით ამცირებს კოღოების მოახლოებას. ჰაერის ნაკადი მწერებს ფრენაში ხელს უშლის და ფანტავს სუნთქვისას გამოყოფილ CO2-ს, რომელიც კოღოებს იზიდავს.
ფოტო: GETTY IMAGES/SCIENCE PHOTO LIBRARY
2. ნერგების დაცვა

ბუგრები არ აზიანებენ ზრდასრულ მცენარეებს, თანაც საკვებს წარმოადგენენ სხვა სასარგებლო მწერებისთვის, თუმცა ისინი ასუსტებენ ახალგაზრდა ნერგებს. მცენარიდან ბუგრების მოშორება ხელით, წყლის ან კალიუმის საპნის შესხურებითაა შესაძლებელი.
ფოტო: ZOONAR GMBH/ALAMY STOCK PHOTO
3. ხავერდა, კი თუ არა?

ბევრი მებაღე თვლის, რომ ეს მკვეთრი ფერის ყვავილი პომიდვრის ნერგებს იცავს. ამის მეცნიერული მტკიცებულება მწირია, თუმცა ერთი კვლევა ადასტურებს, რომ ფრანგული ხავერდულა ნამდვილად ამცირებს ეზოში ფრთათეთრების რაოდენობას და ხავერდები დამამტვერიანებლებსაც იზიდავენ.
ფოტო: KITTIKORN SITTHIPROM, EYEEM/GETTY IMAGES
4. ჩვენი ეზოდან შორს

ირემს და ბოცვერს მცენარეების სწრაფად განადგურება შეუძლიათ. ფიზიკური ბარიერები საუკეთესოდ დაიცავს თქვენს ეზოს დაუპატიჟებელი სტუმრებისგან. ასევე ონლაინ მოიძიეთ ცხოველების სისხლის ან უმი კვერცხებისგან დამზადებული მავნებლების საწინააღმდეგო სპრეის რეცეპტი.
ფოტო: GETTY IMAGES/JOHNER RF